ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
“პატრიოტული ალიანსის" წარმომადგენლები ძმებ ჩხაიძეებს ზეწოლაში ადანაშაულებენ
11 ივნისი, 2014 წ.
დღეს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი "პატრიოტული ალიანსის" გურიის ორგანიზაციის დამფუძნებლებმა გოჩა ძიმისტარაშვილმა და შალვა დოლიძემ გამართეს. ძიმისტარიშვილმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანია დარღვევებით მიმდინარეობს,

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს მხარს უჭერს ცნობილი ბრენდის `ძმები ასკანლების~ მფლობელის ოჯახის წევრები მამა ზაურ ჩხაიძე და შვილი ზურაბ ჩხაიძე, რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატს ოცნებიდან გახლავთ ილია მამალაძე სკოლის დირექტორის მეუღლე, კაცი რომელსაც თითი არ გაუნძრევია მისი სოფლის კეთილდღეობისთვის, სკოლა დაიწვა და ნორმალურად ინვენტარიზაციაც არ მოუხდენიათ, ეს კაცი ყურმოჭრილი მონაა ჩხაიძის დადიან ერთად და ხმებს აგროვებენ, თვითონ ეს კაცი არაფრის გამკეთებელი არ არის, მას ეხმარება ჩხაიძე ჩხაიძე კი ამჯერად ოცნების მხარდამჭერია, მისაღები და სასარგებლოც იყო ჩხაიძეების პროექტები სოფელში, მაგრამ წინასაარჩევნო მარათონში მათი ასეთი ფორმით ჩართვა უსამართლობაა და მეტი არაფერი. `ასკანიდან პატრიოტული ალიანსიდან კენჭს იყრის გიგა დოლიძე, რომელსაც პირდაპირ ურჩია ამჯერად ზურაბ ჩხაიძემ კანდიდატურა მოეხსნა თორემ შეიძლებოდა პრობლემები შექმნოდა, ზეწოლა განხორციელდა დამოუკიდებელ კანდიდატზე შაქრო ვასაძეზეც, დაახლოებით 10 დღის წინ ასკანაში იყვნენ გურიის მხარის რწმუნებული გიორგი ჩხაიძე და გამგებლობის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე, რომლებმაც სოფლის დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატს შაქრო ვასაძეს უთხრეს, რომ მოეხსნა მისი კანდიდატურა, კოალიცია "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ იგივე მეთოდებს იყენებს როგორსაც ნაციონალური მოძრაობა იყენებდა," _ აღნიშნა შეხვედრაზე შალვა დოლიძემ.
ასევე სოფელ მთისპირში ოცნების მხარდამჭერი ორი დამოუკიდებელი კანდიდატი ოცნების მაჟორატიარობის კანდიდატის სასარგებლოდ ხსნის კანდიდატურას, სოფელ ბახვში ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის სასარგებლოდ მისი კანდიდატურა მოხსნა გოჩა შარაშენიძემ, იგი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი იყო, მოდის მოსახლეობა და გვეუბნება რომ ეს ხელისუფლება მომხდარ სტიქიასაც კი მის სასარგებლოდ იყენებს, მიდიან დაზარალებულ ოჯახებში ეუბნებიამ, რომ ახლა ნაწილობრივ დაეხმარებიან და არჩევნების შემდეგ მთლიანად მოუგვარებენ პრობლემებს, ხელისუფლება ასევე ადმინისტრაციულ რესურს იყენებს წინასაარჩევნოდ ორი თვეა გაზის გაყვანისთვის მოტანილი მილები დევს, სამუშაოები ახლა დაიწყეს თანაც ბახვიდან, როცა ეს მაგისტრალი სოფელ დვაბზუს უნდა შეურთდეს, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ყველა საშუალება რომ მისი კანდიდატი გაიყვანოს, ჩვენ კი ვართ უთანასწორო მდგომარეობაში, დიდი ეჭვი არსებობს რომ არჩევნები ობიექტურად არ ჩატარდება და თუ მართლა ასე მოხდება მაშინ ჩვენ დავუპირსირდებით ამ უსამართლობას, დაიწყება მიტინგები, ქუჩაში გამოვალთ და საქვეყნოდ დავგმობთ ამ სიყალბეს".
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30