ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
გიორგი თევდორაძის 'მოლოდინები და პროგნოზები' არჩევნებამდე 4 დღით ადრე
11 ივნისი, 2014 წ.
რუბრიკა "ქუთაისის მერობის კანდიდატების მოლოდინები და პროგნოზები" ადგილობრვი თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა კანდიდატს დაეთმობა. რუბრიკაში ქუთაისის მერობის კანდიდატები აფასებენ საარჩევნო კამპანიას და აკეთებენ პროგნოზებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

რუბრიკის მორიგი სტუმარია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი თევდორაძე

კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი საარჩევნო კამპანიით?

თითქმის არ ხდება, რომ საარჩევნო კამპანიით კმაყოფილი იყოს ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ყოველი დღე დახუნძლული იყო შეხვედრებით. თუმცა, შევეცადეთ მაქსიმუმი გაგვეკეთებია და თითოეულ ამომრჩევლამდე მიგვეტანა ჩვენი პროგრამა

დაფიქსირდა თუ არა ხელის შეშლის ფაქტები საარჩევნო კამპანიის წარმოების დროს?

ჩვენი ოპონენტების მხრიდან იყო რამდენიმე უსუსური ფაქტი აქტივისტების დაშინების და მათზე ზეწოლის. იყო შემთხვევები, როცა ჩვენ მხარდამჭერებს არ უშვებდნენ შვებულებაში, რათა ისინი არ ჩართულიყვნენ საარჩევნო კამპანიაში. შესაბამისად, საარჩევნო გარემო ცხადია არ არის დემოკრატიული და არც კანდიდატები არიან თანაბარ პირობებში.

თქვენი პროგნოზით, რამდენ პროცენტს აიღებთ როგორც მერობის კანდიდატი?

"ნაციონალური მოძრაობა" ძალიან გავს ბრაზილიის ნაკრებს თავისი შეტევით, დაცვით და სათამაშო ტაქტიკით, თუმცა, ისევე როგორც ბრაზილია შეიძლება ვერ გახდეს მსოფლიო ჩემპიონი წელს, ასევე "ნაცონალურმა მოძრაობამ" შესაძლოა ვერ გაიმარჯვოს ამ არჩევნებში. ამის მიუხედავად, შედეგი, რასაც ჩვენი პარტია აჩვენებს, მათთვის, ვინც ამაოდ ელის "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური რადარებიდან გაქრობას, იქნება მინიმუმ უსიამოვნო.

თქვენი პროგნოზით, რამდენი დეპუტატი მოხვდება საკრებულოში თქვენი პარტიული სიით?

იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე "ქართულ ოცნებას" წარმოუდგენია

რამდენი დაიხარჯა თქვენი საარჩევნო კამპანიისთვის?

ჩემი საარჩევნო კამპანიისთვის დამზადდა პლაკატები, სააგიტაციო მასალა, საწვავის ხარჯები, თუმცა, წარმოდგენა არ მაქვს რამდენია ეს ჯამში. შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ ეს თანხები მთლიანად ცენტრალური ოფისიდან დაიხარჯა.

http://topnews.com.ge/index.php?newsid=2642
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30