ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ ქალაქ ზუგდიდის მერობის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები
ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ ქალაქ ზუგდიდის მერობის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები
10 ივნისი, 2014 წ.
ზუგდიდის მერობის კანდიდატები

თეიმურაზ ბასილაია, საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

თეიმურაზ ბასილაია 1967 წლის 1 ივლისს დაიბადა. მან 1991 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, 1997 წელს კი ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

თეიმურაზ ბასილაია სხვადასხვა დროს იყო ზუგდიდის გამგეობის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი. ფოთის საბაჟო-სადეკლარაციო სამსახურის სატვირთო განყოფილების უფროსი. 1997-2007 წლებში მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხერო ადმინისტრაციაში, ჯერ იყო გუბერნატორის მთავარი მრჩეველი, შემდგომ კი ადგილობრივი თვითმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. ამჟამად არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მანამდე იყო „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ რეგიონული ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე. მერობის კანდიდატად წარდგენამდე მუშაობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობაზე. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 13 ნოემბრის N13/11/05 განკარგულებით მიენიჭა ღირსების ორდენი.

თეიმურას ბასილაია არის თემის განვითარების რესურსცენტრის “ერანის” გამგეობის წევრი და ასვე ფლობს 159.6 კვ.მ. სახლსა და მასზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთს ზუგდიდში, ლაზის ქუჩა N73-ში (ს/კ 43.31.69.155).

ირაკლი გოგოხია, საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება“


დაიბადა 1969 წლის 26 აგვისტოს, ქალაქ თბილისში. 1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისეტის კომერციის ფაკულტეტი. 1991-1993 წლებში სააქციო საზოგადოება „კავკასიის სასაქონლო სანედლეულო სავალუტო ბირჟის ზუგდიდის ფილიალის“ დირექტორის მოადგილე. 1993-1995 წლებში ბანკ „გეას“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე. 1995 წელს დაამთავრა ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. ამავე წელს სწავლა განაგრძო ფრანკფურტის საბანკო აკადემიაში, ასევე იყო „დოიჩე ბანკის“ სტაჟიორი. 1996-2002 წლებში საქართველოს საფოსტო ბანკის ზუგდიდის ფილიალის ხელმძღვანელი. 2002-2003 წლებში იყო ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, 2006 წლამდე კი საკრებულოს წევრი. ირაკლი გოგოხია ფლობს წილებს სხვადასხვა კომპანიებში. კერძოდ: შპს ზუგპეტროლი - 35% წილი, შპს იმედი-2 - დირექტორი, 25% წილის თანამფლობელი, შპს ოილ პრო 50% წილი, შპს ვიქტორია 2012 - 50% წილი, OIL EXPORT 50% წილი, შპს ოილ პრო ჯგუფი - 25% წილი და შპს “ჯიპსი” 51% წილი.

რუსუდან პაჭკორია, კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“

რუსუდან პაჭკორია დაიბადა 1963 წლის 27 სექტემბერს. 1986 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 1989 წელს იყო თბილისის ბიზნესის სახლმწიფო ინსტიტუტის სამეგრელოს ფილიალის უფროსი მასწავლებელი. 2002-2004 წლებში მუშაობდა ასოციაცია „ათინათის“ იურისტად. 2004-2005 წლებში იყო თბილისის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის უფროსი მასწავლებელი. 2005 წელს ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს ზუგდიდის ოფისის იურისტი. 2001-2012 წლებში რადიო „ათინათში” იურიდიული გადაცემების ავტორი და წამყვანი. 2006-2007 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს N4 სასჯელაღსრულების დაწესებულების საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიის წევრი. 2005 წლიდან დღემდე არის ორგანიზაცია „სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის“ იურისტი და ამავე ორგანიზაციის გამგეობის წევრი. რუსუდან პაჭკორია ასევე ფლობს 6% წილს შპს “ალიანსში”.

ირაკლი ღურწკაია, ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია - კუკავა, ჩიხრაძე“

ირაკლი ღურწკაია დაიბადა 1984 წლის 11 ნოემბერს. 2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 2008-2011 წლებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა ბანკ „რესპუბლიკის“ ზუგდიდის ფილიალში. 2011 წელს დაამთავრა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის კურსი. 2012 წლიდან დღემდე არასამთავრობო ორგანიზაციების სამოქალაქო მოძრაობის დარბაზის სამეგრელოს ხმა და ზუდიდის ხმა საბჭოს წევრია. საჯარო რეესტრის მონაცამებით ირაკლი ღურწკაიას სახელზე რაიმე ქონება ან ბიზნეს წილი არ არის რეგისტრირებული.



ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები

ოთარ ჭითანავა, არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)


ოთარ ჭითანავა ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი, ბლოკიდან „არასაპარლამენტო ოპოზიცია - კუკავა, ჩიხრაძე“ 1972 წლის 31 ივლისს, ზუგდიდში დაიბადა. 1993 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 2001 წელს დაამთავრა ეკონომიკისა და სოციალური პრობლემების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. 2007 სწავლა განაგრძო მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში. არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.

1995 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის სახელმწიფო მრჩევლად. პარალელურად მუშაობდა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის (ტასისი) პროექტში „სახელმწიფო სამსახურის რეფორმა და მოხელეების მომზადება.

1998 წლიდან 2001 წლამდე იყო კომპანია რაოესის წარმომადგენელი საქართველოში.

2001 წლიდან 2004 წლამდე ენერგეტიკის სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების და ტრანზიტული გადაზიდვების დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა. 2011 წლიდან 2 წლის მანძილზე მუშაობდა პარტიულ თანამდებობებზე სალომე ზურაბიშვილთან, გაერთიანებულ ოპოზიციაში. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

ოთარ ჭითანავა არის ა(ა)იპ საქართველოს ექსპორტიორთა კავშირის გამგეობის წევრი. ასევე “საქართველო-რუსეთის სავაჭრო პალატის” მმართველი საბჭოს წევრი.

ოთარ ჭითანავას მიერ 2004 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ ბინას ქალაქ თბილისში (ს/კ - 01.14.14.002.018.01.057) და საცხოვრებელ სახლს ქალაქ ზუგდიდში (ს/კ-43.31.49.108).

ედიშერ თოლორაია, საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება“

ედიშერ თოლორაია ქართული ოცნების ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი დაიბადა 1978 წლის 22 აგვისტოს ზუგდიდში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. 2002-2006 მუშაობდა ზუგდიდის ქალაქის გამგეობაში სხვადასხვა პოზიციაზე. 2007 წელს იყო საპენსიო სუფსიდიების სააგენტოს ზუგდიდის რაიონული განყოფილების უფროსი. 2011-2012 წლებში მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ამინისტრაციაში მთავარ სპეციალისტად. 2012 წლის დეკემბერში გახდა ზუგდიდის გამგებლის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი. არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმდჯომარე. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ედიშერ თოლორაიას 2014 წლის 21 თებერვალს შევსებული დეკლარაციის თანახმად ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ სხვადასხვა სახის ქონებას. კერძოდ:

ქონების სახეობა
ქონების მისამართი
ქონების მესაკუთრე/წილი
ავტოფარეხი 47 კვ.მ
ზუგდიდი, სოფელი ინგირი
ედიშერ თოლორაია 34%;
მაკა ღურწკაია - 33%, (მეუღლე)
ნიკუშა თოლორაია - 33% (შვილი)
ბინა, ფართობი - 160.00 კვ.მ
თბილისი, ნუცუბიძის 14
მაკა ღურწკაია 50%
ნიკუშა თოლორაია - 50%
ბინა, ფართობი - 51.00 კვ.მ
რუსეთი, მოსკოვი
ნიკუშა თოლორაია
მიწის ნაკვეთი - 4657.00 კვ.მ
ზუგდიდი, სოფელი ინგირი
ედიშერ თოლორაია 34%
ნიკუშა თოლორაია - 33%,
მაკა ღურწკაია - 33%
საცხოვრებელი სახლი - 186.00 კვ.მ
ზუგდიდი, სოფელი ინგირი
ედიშერ თოლორაია 34%
ნიკუშა თოლორაია - 33%,
მაკა ღურწკაია - 33%
მიწის ნაკვეთი - 263499.00 კვ.მ
ზუგდიდი, სოფელი ინგირი
გურამი თოლორაია 100% (მამა)
არასაცხოვრბელი ფართი - 297.00 კვ.მ
ზუგდიდი, სოფელი ინგირი
გურამი თოლორაია 100%
მიწის ნაკვეთი - 158.00 კვ.მ
ზუგდიდი, სოფელი ინგირი
გურამი თოლორაია 100%
მიწის ნაკვეთი - 203419.00 კვ.მ
ზუგდიდი, სოფელი ინგირი
გურამი თოლორაია 100%
მიწის ნაკვეთი - 150000.00 კვ.მ
ზუგდიდი, სოფელი ინგირი
ეკატერინე თოლორაია 100% (და)
მსუბუქი ავტომანქანა RAV4

ედიშერ თოლორაია
გარდა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციისა, ედიშერ თოლორაია და მისი ოჯახის წევრები ფლობენ შემდეგ ქონებასა და ბიზნეს წილებს:

მეუღლე მაკა ღურწკაია 2011 წლიდან არის შპს “თბილი კერა 2011-ის” 100% წილის მფლობელი.
მისი და ეკატერინე თოლორაია არის შპს “ორთეს” 50% წილის მფლობელი.

თენგიზ გუნავა, საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“


თენგიზ გუნავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანიდადატი დაიბადა 1976 წლის 29 მარტს, ზუგდიდის სოფელ რუხში. 1993 წლიდან სწავლობდა თბილისში, უნივერსიტეტ „იბერიაში“, იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. აქვს იურისტის კვალიფიკაცია. 2000 წელს მუშაობა დაიწყო ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში, 2012 წლამდე მუშაობდა შსს-ში სხვადახვა პოზიციაზე. 2012 წელს იყო შსს-ს გენერალური ინპსექციის უფროსი. 2012-2013 წლებში მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე, რომელიც მან პრეზიდენტის არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის გამარჯვების შემდეგ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. დღეს ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრია.

თენგიზ გუნავას მიერ 2013 წლის 6 თებერვალს შევსებული დეკლარაციის თანახმად თენგიზ გუნავა და მისი ოჯახის წევრები ფლობენ შემდეგ ქონებას:

ქონების სახეობა
ქონების მისამართი
ქონების მესაკუთრე/წილი
მშენებარე ბინა, ფართობი - 85.00 კვ.მ
თბილისი, ვადისუბნის ქუჩა
თეა ჭაბუკიანი (მეუღლე)
საცხოვრებელი სახლი - ფართობი - 180.00 კვ.მ
ზუგდიდი, სოფელი რუხი
ნუცა ბერულევა (დედა)
მიწის ნაკვეთი - 2500.00 კვ.მ
ზუგდიდი, სოფელი რუხი
თენგიზ გუნავა
საჯარო რეესტრის მონაცემებით თენგიზ გუნავას ან მისი ოჯახის წევრების სახელზე რაიმე ბიზნეს წილი არ არის რეგისტრირებული.

ვახუშტი ფარცვანია, სახალხო პარტია

ვახუშტი ფარცვანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი სახალხო პარტიიდან, დაიბადა 1966 წლის 7 აგვისტოს. სკოლის დამთავრების შემდეგ ერთი წელი მუშაობდა ზუგდიდში, სოფელ აბასთუმნის ტუნგის საბჭოთა მეურნეობაში.

1989 წელს ლვოვის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო-ეკონომიური ფაკულტეტი დაამთავრა. 1990 წელს აბასთუმნის მეურნეობაში შრომის ეკონომისტად მუშაობდა. იყო სოფლის კომკავშირის მდივანი 1990 წელს. 1991 წელს ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში უფროს მასწავლებლად მუშაობდა.

1992 წელს ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციოლოგიის ფაკულტეტზე. 1998 წელს ჩაირიცხა პეტერბურგში, სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, ასპირანტურაზე. 1999 წელს დაიცვა ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1999 წლიდან ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში ხუთი წლის მანძილზე ფილოსოფიის კათედრის გამგედ მუშაობდა. 2003 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მიანიჭეს ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ანთროპოლოგიის განხრით. 2004 წელს მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში. 2004 წელს იყო პრეზიდენტის კანცელარიაში სამეგრელო-ზემო სვანეთში რაჭა-ლეჩხუმის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის კურატორი. 2005-2006 წლებში ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობდა მოწვეული პროფესორის სტატუსით. არის რამდენიმე მონოგრაფიის და ათეულობით კრებულის ავტორი.

2008 წელს კენჭი იყარა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გაერთიანებული ოპოზიციიდან (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები). 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი.

საჯარო რეესტრის მონაცემებით ვახუშტი ფარცვანიას სახელზე რაიმე ქონება ან ბიზნეს წილი არ არის რეგისტრირებული.

ვახტანგ ანთია, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობის დარბაზი“

ვახტანგ ანთია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი „ერთიანობის დარბაზიდან“ დაიბადა 1960 წლის 1 სექტემბერს. 1982 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1987-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეკონომიკური თეორიის კათედრის უფროს მასწავლებლად. 1988-1990 წლებში საქართველოს განათლების სამინისტროში უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში საზოგადოებრივ და ეკონომიკურ მეცნიერებათა სწავლების და სამეცნიერო კვლევითი მუშაობის კურატორის თანამდებობა ეკავა. 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში განათლების, მეცნიერების და კულტურის კომისიაში მთავარ კონსულტანტად მუშაობდა. 1998-2002 წლებში იყო ზუგდიდის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე. 1999-2002 წლებში საქართველოს საკრებულოთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. 2002 წელს ევრაზიის ფონდში პროექტის - „ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ დირექტორი. იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის მოწვეული წევრი 2001-2002 წლებში. 2003-2006 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკური თეორიის საფუძვლების კათედრაზე. 2009-2010 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი. 2003-2009 წლებში ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის პრინციპების კათედრის პროფესორი, ასევე ბიზნესის ორგანიზების და სამართლის მართვის კათედრის პროფესორი. 2009 წლიდან დღემდე არის საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, 2013 წლიდან დღემდე კი საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.

ვახტანგ ანთიას საკუთრებაშია საცხოვრებელი ბინა, რომელიც ქალაქ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის IV კვარტალში მდებარეობს (ს/კ - 01.14.04.004.002.01.008). საჯარო რეესტრის მონაცამებით ვახტანგ ანთიას სახელზე რაიმე ბიზნეს წილი არ არის რეგისტრირებული.

გოგიტა ბიგვავა, კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“

გოგიტა ბიგვავა კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი დაიბადა 1980 წლის 20 თებერვალს ზუგდიდში. პროფესიით ისტორიკოსია. 1998-2002 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში. 2002-2004 წლებში მუშაობდა დადიანების სასახლეთა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში. 2004 წლიდან დღემდე არის ისტორიის მასწავლებელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის მეორე საჯარო სკოლაში. 2008 წლიდან „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2012 წლის პარლამენტის არჩევნებში კენჭს იყრიდა ზუგდიდის მაჟორიტარად „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“.

საჯარო რეესტრის მონაცემებით გოგითა ბიგვავას სახელზე რაიმე ქონება ან ბიზნეს წილი არ არის რეგისტრირებული.

http://transparency.ge/blog/vin-arian-da-ra-konebas-ploben-kalak-zugdidis-merobis-kandidatebi
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30