ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
გურჯაანის გამგებლობის კანდიდატების საარჩევნო გზავნილები
10 ივნისი, 2014 წ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა და პოლიტიკური დუღილის ტემპერატურაც პიკს აღწევს. დასახელებული კანდიდატები მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს აქტიურად მართავენ და თავიანთ საარჩევნო პროგრამას აცნობენ. ხალი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, წელს მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და თვითმმართველი ქალაქების მერებს პირდაპირი წესით აირჩევენ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში გამგებლის პოსტის დასაკავებლად 3 კანდიდატი იბრძვის: გია გერგიძე - კოალიცია ქართული ოცნება, ვალერი შოშიაშვილი - ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციიდან და გიორგი პეტრუზაშვილი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.
„კახეთის ხმამ“ ქართული ოცნების კანდიდატ გია გერგიძესთან ვრცელი ინტერვიუ გასულ ნომერში შემოგთავაზათ.
ახლა გაგაცნობთ გამგებლობის ორ კანდიდატს ვალერი შოშიაშვილსა და გიორგი პეტრუზაშვილს. ვალერი შოშიაშვილის თქმით, მისი მთავარი პლიუსი არის სამუშაო გამოცდილება ბიზნესში, რომელიც დანარჩენი კანდიდატებისაგან გამორჩევს:
,,ამ კონკურენციაში ჩემი პლუსი არის გამოცდილება, რომელიც ბიზნესიდან მივიღე. 10 წელია, რაც ბიზნესში ვმოღვაწეობ და საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს მენეჯმენტში. ახლაც მაქვს ჩემი კომპანია, რომელშიც დასაქმებულია უამრავი ადამიანი. გურჯაანს სჭირდება ადამიანი, რომელიც არის კარგი მენეჯერი, აგრეთვე, მე ვარ გურჯაანელი, დავიბადე და გავიზარდე გურჯაანში და ჩემი ოჯახით დღემდე აქ ვცხოვრობ და მოსახლეობას ვთავაზობ ისეთ პროგრამას, რომლის ამოქმედებაც, ჩემი აზრით, თითოეულ გურჯაანელს წაადგება".
რაც შეეხება გიორგი პეტრუზაშვილს, მისი განცხადებით რთულია პლიუსებსა და მინუსებზე საუბარი საკუთარ თავზე:
,,იცით, ცოტა რთულია ისაუბრო პლუსებსა და მინუსებზე. მე არ ვიტყვი იმას, რომ ვინმეზე მეტი შემიძლია და მეტს გავაკეთებ. მე უბრალოდ, როგორც ჩემს გუნდს, არ მჩვევია ტყუილი, ვეცდები, რასაც შევპირდები ხალხს, შევუსრულო. სწორედ ესაა ჩემი უპირატესობა მათთან, აგრეთვე, რაც უპირატესობას მანიჭებს, ეს არის იმ პრობლემების სიღრმისეულად ცოდნა, რაც მუნიციპალიტეტშია და რაც სხვა კანდიდატებმა არ იციან”.
რაც შეეხება საარჩევნო პროგრამას ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის მთავარი პრიორიტეტია გლეხის შრომის დაფასება:
,,ჩემი პროგრამის მთავარი პრიორიტეტია გლეხი, მინდა, რომ დაფასებული იყოს გლეხის შრომა, გარდა ამისა, კულტურა, განათლება, სოციალური ჯანდაცვა და სპორტი. რაც შეეხება პრობლემებს, გურჯაანში უამრავია. სოფლებში თითოეული საუბნო გზაა მოსაწესრიგებელი. ასევე დიდი პრობლემაა, რომ გაზიფიკაციის საკითხი ძალიან ბევრ სოფელში მოსაგვარებელია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას წყალი ცუდად მიეწოდება ან საერთოდ არ მიეწოდება, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რეგიონში გურჯაანი ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია”.
რაც შეეხება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო გზავნილებს, პეტრუზაშვილის თქმით, მთავარი ქალაქის საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაა:
,,ველოსიპედს ვერ გამოვიგონებ, გურჯაანის პრობლემები ძალიან კარგად ვიცი. მე 6 წელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვმუშაობდი და მათ შორის 4 წელი ვიყავი გამგებლის მოადგილე ინფრასტრუქტურისა და ფინანსების კუთხით. ქალაქს ვიცი, რომ ძალიან უჭირს და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება. ჩვენ გვქონდა პროგრამა ქალაქისათვის სასმელი წყლის 24-საათიანი რეჟიმით მიწოდებისა. დღეს იცით, რომ წყალი გრაფიკით მიეწოდება ქალაქს, დილასა და საღამოს, ეს საკმარისი არ არის მოსახლეობისათვის. გასაკეთებელია, აგრეთვე, შიდა გზებიც. რაც შეეხება სოფლის პრობლემებს, გამვყოფდი იმას, რომ უნდა გაკეთდეს ის გზები, რომლითაც გლეხები თავიანთი საკარმიდამო ნაკვეთებისკენ გადაადგილდებიან, აგრეთვე, არსებობს ირიგაციის პრობლემაც. ინფრასტრუქტურული პროგრაჶმების გარდა, ჩვენთვის მთავარი საზრუნავი იქნება მოსახლეობის კეთილდღეობა. ჩვენი ამოცანაა სოციალური მდომარეობის გაუმჯობესება, ის სოციალური პაკეტი, რაც წლევანდელ ბიუჯეტშია, არის მცირე და, თუ იქნება შესაძლებელი, მას აუცილებლად გავზრდით და მოვახდენთ მის დიფერენცირებას”.
ვალერი შოშიაშვილის თქმით გურჯაანში არსებული პრობლემების გადასაჭრისთვის ბიუჯეტის სწორად დაგეგმვაში ხედავს:
,,არსებული პრობლემების გადაჭრას, ჩემი გამგებლობის შემთხვევაში, ვაპირებ ბიუჯეტის სწორად დაგეგმვით და ჩემი გუნდის დახმარებით, რომელიც საკრებულოში იქნება, მე მაქვს გამოცდილება ბიზნესში და ვურთიერთობ ბიზნესმენებთან, როგორც საქართველოში, აგრეთვე, მის ფარგლებს გარეთ. ჩემი არჩევის შემთხვევაში გურჯაანში შეიქმნება ისეთი გარემო, სადაც სიამოვნებით ჩამოვა ყველა ბიზნესმენი. მაქვს პროექტი გურჯაანის ტურისტულ ზონად გადაქცევის შესახებ. მოგეხსენებათ, გურჯაანს აქვს პოტენციალი, იქცეს ტურისტულ რაიონად. ჩვენ გვაქვს ჭერემი, უნიკალური ადგილი, სადაც შეიძლება გაკეთდეს ტურისტული ზონა, საიდანაც თითოეული თეთრი ბიუჯეტში შემოვა".
რადიკალურად განსხვავებული საარჩევნო პროგრამა აქვს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატს - გიორგი პეტრუზაშვილს. მისი თქმით, უმთავრესია ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, რომელიც ქალაქსა და სოფლებშიც უხვადაა“. იგივეს ფიქრობს გიორგი პეტრუზაშცილიც:
,,ამ პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია ბიუჯეტის ეფექტურად გამოყენება".
პეტრუზაშვილისვე თქმითვე, გურჯანლებმა იმიტომ უნდა მისცენ ხმა, რომ მან და მისმა გუნდმა იცინ როგორ უნდა აშენონ:
-თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი გუნდის მმართველობის ბოლო წლებში, იმის მიუხედავად, რომ დღეს ყველა ხაზს უსვამს, რომ ამ გუნდმა საქართველო დაანგრია, თვალნათლივ ჩანს განვითარების ტემპი 9 წლის განმავლობაში. კარგად ჩანს ჩვენი გაკეთებული საქმე შენების თვალსაზრისით, ისიც ცხადია, რომ 2003 წელს ქვეყანაში დასანგრევი არაფერი არ იყო და ჩვენ ვერაფერს ვერ დავანგრევდით. ჩვენ ავაშენეთ, ვიცით შენება და გვინდა, რომ ამ არჩევნებით ავამუშაოთ ქვეყანა, ავამუშაოთ ჩვენი რეგიონი და პირველ რიგში ჩვენი მუნიციპალიტეტი, რათა მოსახლეობას კეთილდღეობა მოვუტანოთ“.

კახეთინიუსი
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30