ის ახალგაზრდა, ენერგიული, აქმიანი და წარმატებული მენეჯერია. სამედიცინო სფეროში მიღებული გამოცდილება ეხმარება სწორად აღიქვას ადამიანის პრობლემა. სოფელში ყველა იცნობს და მისი იმედიც აქვთ. პერსონალური მიღწევების გარდა კარგი ოჯახისშვილობა და წარსული გამოარჩევს.
ნათია გიორგაძე გურჯაანში, სოფელ ველისციხეში, კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან" მაჟორიტარობის კანდიდატია. მას სურს, უკეთესობისაკენ შეცვალოს არსებული სიტუცია საკუთარ სოფელში. რის გააკეთებას აპირებს ნათია საკრებულოდან მშობლიური სოფლისათვის გთავაზობთ ინტერვიუს:
-ნათია, პოლიტიკაში ახალბედა ხართ, თავს როგორ გრძნობთ ახალ ამპლუაში?
-პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მომიწვიეთ და დაინტერესდით ქალი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებით. ჩემთვის ცოტა უცხოა და თავს უჩვეულოდ ვგრძნობ, მაგრამ ძალიან მოტივირებული ვარ, მინდა, რომ ჩემს სოფელში რაღაც ვაკეთო. უახლოესი 10 წელი წასვლას არსად ვგეგმავ და ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა დამაფიქრა, რომ უნდა მოვსულიყავი პოლიტიკაში და პატარა წვლილი შემეტანა ჩემი სოფლის კეთილდღეობაში.
-გავაცნოთ თქვენი კანდიდატურა მოსახლეობას. მოგვიყევით თქვენს პროფესიაზე, სამუშაო გამოცდილებაზე სანამ პოლიტიკაში მოხვიდოდით რას საქმიანობდით?
-ხუთი წელია, რაც კახეთში ვცხოვრობ, მანამდე ვცხოვრობდი თბილისში. მყავს ორი შვილი და ამჟამად ვცხოვრობ მშობლებთან. დავიბადე და გავიზარდე ველისციხეში და მოსახლეობაც ძალიან კარგად მიცნობს. სკოლა დავამთავრე ველისციხეში, შემდეგ სასწავლებლად თბილისში წავედი და გარკვეული პერიოდი იქ ვმუშაობდი. ახლა კი ისევ დავუბრუნდი ჩემს ველისციხეს შვილებთან ერთად და ისინი სკოლაში აქ დადიან, აქ იზრდებიან. პროფესიით ექიმი გახლავართ. ვმუშაობდი „კახეთი იონიში“ ფრანგულ სადიაგნოსტიკო ცენტრში მამოგრაფოლგად, ვიყავი რეგიონული სამედიცინო წარმომადგენელი, ბრიტანულ ფარმაცევტულ კომპანიაში „როტაფარმში,“ აგრეთვე სამედიცინო წარმომადგენელი. თბილისში 4 წელი ვმუშაობდი ჯანდაცვის სამინისტროში სამხედრო სარეაბილიტაციო სამობილიზაციო ინფორმაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტში.
-როგორ ფიქრობთ, ასეთ კონკურენციაში რა არის თქვენი მთავარი პლუსი, რაც გამოგარჩევთ სხვა კანდიდატებისგან?
-მიმაჩნია, რომ თითოეული ჩემი კონკურენტი ძალიან ღირსეულია. ყველას აქვს თავისი პრიორიტეტები, პოლიტიკური გამოცდილება,
საახლობლო წრე. ვერ ვიტყვი, რომ ვარ მათზე რაიმეთი უკეთესი. მიმაჩნია, რომ ეს ხალხის გადასაწყვეტია და სწორედ მათ უნდა გამოავლინონ უკეთესი კანდიდატი საარჩევნო მარათონში.
-როგორია თქვენი საარჩევნო როგრამა და რა ძირითად პრობლემებს გამოყოფდით ველისციხეში?
-ჩვენთან არის ინფრასტრუქტურული, წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგალითად, არის უბნები, სადაც წყალი საერთოდ არ მიეწოდებათ. ველისციხეშიც ისეთვე პრობლემებია, რაც სხვა სოფლებში. რა თქმა უნდა, არის კონკრეტული პრობლემებიც. მაგალითად, შევხვდი ე.წბარაკებში მცხოვრებთ, დავინახე და მივხვდი, რომ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. იქ ცხოვრობს რვა ავშვი და გაუსაძლისი პირობებია, პრაქტიკულად წარმოუდგენელია, ასეთ პირობებში ადამიანმა იცხოვროს. ძლიერი ქარის დროს შესაძლოა, უცბად ჭერი ჩამოინგრეს და ამ რვა ბავშვის სიცოცხლე დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველამ ერთად ამაზე უნდა ვიზრუნოთ. როდესაც ამ შეხვედრიდან წამოვედი, ჩემს თავს ვუთხარი, რომ თუნდაც მე არ ამირჩიოს მოსახლეობამ და არ გავხდე დეპუტატი, ყველანაირად შევეცდები, ეს კონკრეტული პრობლემა მოვაგვარო.
-ის პრობლემები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, აქტუალურია, მაგრამ საინტერესოა, როგორ აპირებთ ამ პრობლემების გადაჭრას, რა მეთოდებს გამოიყენებთ ამისათვის?
-არსებობს სოფლის განვითარების პროგრამები, სადაც გარკვეული თანხა არის. უბრალოდ მიზნობრივად უნდა წარიმართოს, როგორც მისი ხარჯვა, აგრეთვე,
პრობლემების მოძიებაც და მისი შესრულებაც. ვარ მმართველი გუნდის დასახელებული კანდიდატი, რაც საშუალებას მაძლევს სხვადასხვა დამატებითი ფინანსური ტრანსფერების მოვიძიო ჩემი სოფლისთვის, რათა უფრო მეტი გავაკეთო, ვიდრე ეს გეგმით იქნება გათვალისწინებული. გარდა ამისა, ჩავრთავ სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებს, რომლებთანაც მაქვს საჭირო კავშირები, გარდა ამისა, მეც მაქვს საქველმოქმედო ფონდი „ფილანდროპი“.
-თუ არჩევნებში დამარცხდით, მიაწვდით თუ არა თქვენს ინიციატივებს საკრებულოს დეპუტატს?
-შევთავაზებ და მის გვერდით დავდგები, თუ მას ამის სურვილი ექნება, გავუწევ გარკვეული სახის კონსულტაციებს, რადგან მიმაჩნია, რომ, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ყველამ არჩევნების შედეგებს უნდა სცეს პატივი და ყველა მოქალაქე ვალდებულია, ერთად დადგეს თავიანთი სოფლისა თუ ქვეყნის პრობლემების გადასაჭრელად. მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მე, როგორც საქართველოს მოქალაქე და ჩემი სოფლის რიგითი მცხოვრები, ვალდებული ვარ, ჩემი წვლილი შევიტანო მის განვითარებაში. მე უბრალოდ მინდა, მოვუწოდო ველისციხის მოსახლეობას, მხარი დაუჭირონ იმ კანდიდატს, ვინც დაპირებას შეასრულებს. რა თქმა უნდა, მათი ნებაა, თუ ვინ უნდა აირჩიონ, თუმცა მე ვთხოვდი, რომ კარგად დაფიქრდიდნენ და, რომელსაც ღირსეულად მიიჩნევენ, ის აირჩიონ.
კახეთინიუსი
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები