ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
სტატიები
Le Point - ბიძინა ივანიშვილი ამოუცნობი ადამიანია
17 სექტემბერი, 2013 წ.
საქართველო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ანახლებს, - ამ სათაურით აქვეყნებს ფრანგული გამოცემა Le Point ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, 57 წლის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2012 წლის მონაცემებით მსოფლიოში რიგით 153-ე მილიარდერია, ამოუცნობი ადამიანია.
სრულად »
"ვინ იხეირებს: დავით ბაქრაძე თუ ბურჯანაძე?"
16 სექტემბერი, 2013 წ.
არჩევნების წინ კომპრომატების ომი გაჩაღდება. ამან კი შეიძლება წყალი "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე დაასხას!" - ამბობს მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე. რა კომპრომატებზეა ლაპარაკი და რომელი ფირების ასლებია გატანილი საზღვარგარეთ, სანდრო ბრეგაძე "კვირის პალიტრას" ესაუბრა:
სრულად »
საარჩევნო სისტემები – საერთაშორისო გამოცდილება
02 სექტემბერი, 2013 წ.
კოკა კიღურაძე

სუვერენული სახელმწიფოებისთვის საარჩევნო სისტემის არჩევა საკმაოდ პრივატულ საკითხს და ქვეყნის პოლიტიკური ძალების კონსესუსის საგანს წარმოადგენს, მაგრამ არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული ზოგადი პრინციპები, რომელიც გათვალიწინებული უნდა იყოს. ევროსაბჭოს, ვენეციის კომისიის მიერ, კარგ საარჩევნო პრაქტიკაზე დაყრდნობით აღიარებულია, რომ არჩევნები უნდა იყოს:
სრულად »
ბიძინა ივანიშვილი - პოლიტიკისგან სიამოვნებას ვერ ვიღებ
30 აგვისტო, 2013 წ.
"საქართველოს ხელგაშლილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის დამატება Businessweek ჰენრი მაიერის სტატიას ბიძინა ივანიშვილზე.
სრულად »
და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი - "რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის სა­კითხი მწვა­ვედ დად­გე­ბა"
29 აგვისტო, 2013 წ.
საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მე­ო­რე ად­გილ­ზე გას­ვლის ორი პრე­ტენ­დენ­ტი­ა - ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძე და და­ვით ბაქ­რა­ძე. თუ არ­ჩევ­ნებ­ში მე­ო­რე ადგილზე "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" გა­ვა, მათ ექ­ნე­ბათ იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მე­ო­რე ძა­ლას წარ­მო­ად­გე­ნენ ქვე­ყა­ნა­ში. თუ ბურ­ჯა­ნა­ძე გა­ვა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ის იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლა და უფ­რო მწვა­ვედ დად­გე­ბა რიგ­გა­რე­შე არ­ჩე­ვნე­ბის სა­კითხ­ი, - აცხ­ა­დებს რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის ერ­თ-ერ­თი ლი­დე­რი და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი,
სრულად »
New York Times - საქართველოს ხელისუფლებისადმი მხარდაჭერა იკლებს
29 აგვისტო, 2013 წ.
"არჩევანი სამხრეთ კავკასიისთვის" , - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა New York Times სტატიას რუსეთსა და მის კავკასიელ მეზობლებზე. როგორც სტატიაშია ნათქვამია, რუსეთ-საქართველოს ომიდან ხუთი წლის შემდეგ, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო კვლავ უდიდეს გამოწვევებს უპირისპირდებიან.
სრულად »
"ხარატიშვილი იყო "ნაციონალური მოძრაობის" შავი ბუღალტერი"
26 აგვისტო, 2013 წ.
არასამთავრობო ორგანიზაციის - "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" - ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა სასწრაფოდ უნდა გამოიკვლიონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე პროცესები. იგი ცსკ-ის ყოფილ თავმჯდომარეს, ზურაბ ხარატიშვილს და მის გუნდს, რომელიც ჯერ კიდევ ამ ორგანიზაციაში მუშაობს, კორუფციაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ ასეთი შემადგენლობით ცსკ-ის ნდობა არ შეიძლება. ნანა კაკაბაძე მათ ადანაშაულებს სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვასა და პირადი გამორჩენის მიზნით საგრანტო კონკურსის ჩატარებაში.
სრულად »
ხათუნა ლაგაზიძე: შესაძლოა ალასანიას გასაპრეზიდენტებლად ასეთი კარგი შანსი მომავალში არ მიეცეს
26 აგვისტო, 2013 წ.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, პროგნოზების გაკეთება ვინ დაიკავებს ქვეყნის პირველი პირის პოსტს ჭირს. მიუხედავად პრემიერ ბიძინა ივანიშვილის პირადი მაღალი რეიტინგისა, სახელისუფლებო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს საზოგადოება უალტერნატივოდ არ განიხილავს. საპრეზიდენტო მარათონის სტარტი კი პრეზიდენტობის კანდიდატების სიმრავლეს ნამდვილად არ უჩივის. 33 განაცხადი ცსკო-ში და უკვე 2 რეგისტრირებული კანდიდატი, ასეთია არსებული ვითარება, თუმცა ცსკო-ში დარეგისტრირების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე ვრცელდება ინფორმაცია თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. მიუხედავად იმისა, ირაკლი ალასანიამ არაერთხელ უსურვა წარმატება თანაგუნდელ გიორგი მარგველაშვილს, პოლიტიკური მიმომხილველები მუდმივად მის საპრეზიდენტო ამბიციებზე საუბრობენ და 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავდაცვის მინისტრის მონაწილეობას არ გამორიცხავენ.
სრულად »
ვახტანგ ძაბირაძე - ჯერ ნაადრევია საუბარი, რომ ივანიშვილი გაპრეზიდენტებაში ბურჯანაძეს უწყობს ხელს
22 აგვისტო, 2013 წ.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, "ინტრეპრესნიუსი" კონსტიტუციონალისტსა და დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
სრულად »
რამაზ საყვარელიძე - ახლა არსებულმა გაუგებრობამ შესაძლოა, საარჩევნო ყუთებთან კიდევ უფრო მეტი გაუგებრობა გამოიწვიოს
21 აგვისტო, 2013 წ.
საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი" პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს, ექსპერტთა კლუბის წევრ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
- ბატონო რამაზ, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა ესტონური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ სცენას დატოვებს, ქართულ პოლიტიკაში პროცესები უცნაურად და, შეიძლება ითქვას, დაჩქარებულადაც კი განვითარდა. თქვენმა კოლეგამ, სოსო ცინცაძემ შექმნილ ვითარებაზე ასეთი აზრიც კი გამოთქვა -
სრულად »
ხარატიშვილმა, შესაძლოა, ახალი პარტია შექმნას
13 აგვისტო, 2013 წ.
თანამდებობიდან მოულოდნელად გადამდგარი ცესკოს თავჯდომარის გადადგომის მიზეზიც უცნობია და სამომავლო გეგმებიც. თუმცა, "რეზონანსის" ინფორმაციით, მისი გადაწყვეტილების მიზეზი ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნაა.
სრულად »
ვინ იქნება მეორე?
09 აგვისტო, 2013 წ.
საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება. მართალია, ზაფხული საარჩევნო კამპანიისთვის არც ისე ხელსაყრელი დროა და საპრეზიდენტო კანდიდატთა საბოლოო რეგისტრაციამდეც საკმაო დროა დარჩენილი, მაგრამ ქვეყნის წარმავალი პრეზიდენტი პოლიტიკურ სცენაზე ჰიპრაქტიურობას კვლავ ინარჩუნებს.
სრულად »
გაბლოგერებული ნოდარ ნათაძე ნინო ბურჯანაძეს, პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში, კარიკატურას უწოდებს
09 აგვისტო, 2013 წ.
"რით არის კარიკატურა ნინო ბურჯანაძე?"-სვამს კითხვას "სახალხო ფონტის" ლიდერი ნოდარ ნათაძე თავის ბლოგზე "nodarnatadze" და იქვე კითხვის სამ პასუხს წერს:
"პასუხია: მოკლეფეხება ტყუილებით. ასეთი ტყუილი სამია.
სრულად »
ექსკლუზივი: ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან
06 აგვისტო, 2013 წ.
ურეკი, საქართველო — ამერიკის ხმის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელმა ჯეიმს ბრუკმა ურეკის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ მინისტრს ინტერვიუ ჩამოართვა. ქართველმა ლიდერმა არსებული გამოწვევები მიმოიხილა.
სრულად »
დავით ნარმანია: "გამოძიებას დავით კირკიტაძესთან სერიოზული კითხვები აქვს"
06 აგვისტო, 2013 წ.
რა დავალებებს აძლევს პრემიერ-მინისტრი ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რამდენი საჩივარი შევიდა ახალ პროექტებზე და რა მასალები გადაეცა საგამოძიებო ორგანოებს დავით კირკიტაძეზე, _ კითხვებზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია გვპასუხობს.
სრულად »
ვის კარში გაიტანა მოხეტიალე ფორვადრმა?
04 აგვისტო, 2013 წ.
დათო უსუფაშვილის მახვილგონივრული მიგნებით, კობა დავითაშვილი, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა ჩვეული ხმაურით დატოვა, „მოხეტიალე ფორვარდია". აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დავითაშვილს თვით კოალიცია „ქართული ოცნება" არ დაუტოვებია, იმ უბრალო მიზეზით, რომ კოალიციის წევრი არც არასდროს ყოფილა: 1 ოქტომბრისთვის საარჩევნო სიის შედგენისას, ბიძინა ივანიშვილმა ბევრი ასეთი „ლიბერო" მოიწვია. „ოცნების" სხვა ლიდერებს ეს არ ეპიტნავებოდათ (განსაკუთრებით დავითაშვილის შემთხვევაში), მაგრამ შეურჩება ვერ გაბედეს.
სრულად »
40 მილიონი ევრო 25 მუნიციპალიტეტისთვის _ დავით ნარმანიას "ფუნდამენტური პროექტი"
01 აგვისტო, 2013 წ.
ზუგდიდში (და კიდევ ბევრგან) წლებია, უწყლობას უჩივიან. მოსახლეობის თქმით, არსებობდა რაღაც პროექტი წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, რომელმაც "მზის შუქი" ვერ იხილა.
თბილისში, სამგორის რაიონის ნორიოს დასახლება წინუბანში, სადაც დაახლოებით 400 კომლი ცხოვრობს, მოსახლეობა წლებია სასმელ წყალზე ოცნებობს. ადგილობრივების განცხადებით, წინუბნის ზემო დასახლებაში გაყვანილია სასმელი წყლის მილი და გაკეთებულია ონკანი, სადაც ბოლო 2 წელია, წყალი იშვიათად მოდის. ტანს წვიმის წყლით იბანენ, ათასში ერთხელ მოსულ წყალს კი ჭიები, ბაყაყები და ათასგვარი ქვეწარმავალი მოყვება. უხარისხო წყლის გამო, იმატა ინფექციურმა დაავადებებმა.
სრულად »
ზაალ ანჯაფარიძე - თუ მეორე ტური მარგველაშვილ-ბურჯანაძეს შორის გაიმართა, არ გამოვრიცხავ, რომ გამარჯვება ბურჯანაძეს ერგოს
01 აგვისტო, 2013 წ.
პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის სავარაუდო მიზეზებსა და შედეგებზე "ინტერპრესნიუსი" ანალიტიკოსს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.
- ბატონო ზაალ, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება კარგა ხანია, დაწყებულია, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ახალ წლამდე, თუ ახალი წლის შემდეგ მალე, პრემიერი ივანიშვილი პოლიტიკიდან წავა.
სრულად »
ბანკები და ფინანსები : თვითმიზანი საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეკონომიკური ზრდაა
31 ივლისი, 2013 წ.
დავით ნარმანია: ,,ჩვენი თვითმიზანი უნდა იყოს ეკონომიკური ზრდა, რომელიც საზოგადოების კეთილდღეობაზე აისახება" ინტერვიუ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან დავით ნარმანიასთან
სრულად »
კონტროლის პალატა _ "ნაცმოძრაობის" ლობისტობიდან "აღიარებით ჩვენებებამდე"
16 ივლისი, 2013 წ.
"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ წარმოდგენები სერიოზულად იქნა შერყეული მისი მენეჯმენტის პოლიტიკური კავშირების გამო. კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია
სრულად »
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30