ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
სტატიები
თელავის გამგებლობის კანდიდატების საარჩევნო დაპირება და მთავარი პრიორიტეტები
09 ივნისი, 2014 წ.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები დრო რჩება. ,,კახეთის ხმა" გთავაზობთ უკეთ გაიცნოთ თელავის გამგებლობის კანდიდატები.
15 ივნისის შემდეგ თვითმმართველი ქალაქი თელავი ცალკე გამოიყოფა. თელავის მუნიციპალური გაერთიანება კი ქალაქის გარდა ჩამოყალიბდება ყველა დასახლებული სოფლითა და თემით, რომლებსაც უხელმძღვანელებს გამგეობა და საკრებულო. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად 4 კანდიდატი იბრძოლებს. ვინ არიან გამგებლობის კანდიდატები და რატომ უნდა შეაჩეროს არჩევანი ადგილობრივმა მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის პირველი პირობის პრეტენდენტებზე.
სრულად »
მაკა მოსიაშვილი – ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის თელავის გუნდი ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მოვაწესრიგებთ თელავს
05 ივნისი, 2014 წ.
თელაველი ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი კოალიცია ,,ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციაში" შემავალი ერთ-ერთი პარტიიდან, ,,ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირიდან" იყრის კენჭს. იგი, პროპორციული სიის მეორე ნომერია. მაკა მოსიაშვილის თქმით, მას იმედი აქვს, რომ თავის გუნდთან ერთად მოაწესრიგებს თელავს, გულთან მიიტანს ყველას პრობლემას და იქნება თითოეული თელაველის ხმა საკრებულოში. მისივე თქმით, გარდა სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვისა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მას დაგეგმილი აქვს საკრებულოში ფრაქციის შექმნაც, რომლის მთავარი პრიორიტეტი იქნება ქალების უფლებების დაცვა.
სრულად »
რა დარჩება ქალაქს და რა სოფელს - თელავის ქონება იყოფა
04 ივნისი, 2014 წ.
თვითმმართველი თელავის ქონება ქალაქსა და მუნიციპალიტეტს შორის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა გადანაწილდეს. პროცესი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დეცენტრალიზაციის ახალი კანონის შესაბამისად უკვე დაიწყო.
სრულად »
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება ახმეტაში
02 ივნისი, 2014 წ.

„ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი ბექა ბაიდაური სატელეფონო სამთავრობო ტარიფით სარგებლობს. ბაიდაურს სამთავრობო ნომრებზე საუბრის დროს თანხა არ ეხარჯება, მაგთის, ბალის და ბანის ნომრებზე უფასოდ რეკავს, სხვა მობილური ქსელების აბონენტებთან საუბრის დროს კი 24 თეთრის ნაცვლად 7 თეთრს იხდის. სამთავრობო ტარიფით სარგებლობს „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი ახმეტაში მამუკა ხოლეგაშვილიც. მობილური ტელეფონებიც, რომლითაც კანდიდატები სარგებლობენ, გამგეობის საკუთრებაა.

სრულად »
ხუთი კითხვა ახალციხის მერობის კანდიდატს ზაზა ნათენაძეს
30 მაისი, 2014 წ.
რა გამოარჩევს ახალციხის მერობის სხვა კანდიდატებისგან ‘ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ კანდიდატს, ზაზა ნათენაძეს; რა პრობლემებზე იზრუნებს პირველ რიგში და როგორ აპირებს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან მუშაობას.„სამხრეთის კარიბჭეს“ ხუთ კითხვას ამჯერად ახალციხის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი ზაზა ნათენაძე პასუხობს. შეგახსენებთ, ახალციხის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის, ამათგან ოთხმა მათგანმა „სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვებს კვირის დასაწყისში უპასუხა. ზაზა ნათენაძემ კი წინასაარჩევნო კამპანია და მედიასთან კონტაქტი მხოლოდ ახლა დაიწყო.
სრულად »
დევნა კაჭრეთში – „ქართული ოცნება“ სჯის კანონდარღვევის მხილების გამო
30 მაისი, 2014 წ.
„ქართულმა ოცნებამ“ უკან გაიწვია და საქმიანობას ჩამოაცილა გურჯაანის საარჩევნო ოლქის 36–ე და 37–ე საუბნო – საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები ხატია ბურდულაძე და თამარ ლაზაშვილი მას შემდეგ, რაც მათ ჟურნალისტებთან დაადასტურეს, რომ კოალიციიდან საოლქო – საარჩევნო კომისიის წევრმა უკანონო დავალება მისცა. საოლქოს წევრი საუბნო კომისიების თავმჯდომარეებისგან ითხოვდა, რომ მათ უბნებზე არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, გურჯაანის მოქმედ გამგებელს ემზარ ჯიქურაშვილს გაემარჯვა.
სრულად »
შევახსენებ ბატონ გოგი ხელაძეს: თქვენ ეს "აღორძინება" ხომ არ გგონიათ?
29 მაისი, 2014 წ.
ლანჩხუთში მიმდინარე საარჩევნო პროცესებზე ლანჩხუთის საკრებულოს წევრი თავის პოზიციას აფიქსირებს.
"ღიად და ცალსახად ვაცხადებ, რომ ვარ და ვიქნები „ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ პრინციპების ერთგული, ვიზიარებ მის წესდებას.
სრულად »
ნელი ცქიტიშვილი: მხარი დაგვიჭირეთ ქალ კანდიდატებს
29 მაისი, 2014 წ.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნელი ცქიტიშვილი თესაუს და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია.
სრულად »
ქუთაისის მერობის კანდიდატი მაგდა გაბრიჩიძე რუბრიკაში 'ვის ვირჩევთ'
27 მაისი, 2014 წ.
საქმიანობის სფერო: პოლიტიკური საქმიანობა „საქართველოს კონსტერვატიული პარტიის“ პრესსპიკერობით დაიწყო. 2010 წელს კი კახა კუკავასთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა პარტია „თავისუფალი საქართველო“. მას შემდეგ არის პარტიის თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური საბჭოს წევრი.

სრულად »
ხორციელდება თუ არა ძალადობა ოპოზიციის კანდიდატებზე წინასაარჩევნოდ ჩოხატაურში
23 მაისი, 2014 წ.
ჩოხატაურში ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო ცხარდება პოლიტიკური ბრძოლა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. იმის გამო, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით, მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურობით კოალიცია ”ქართული ოცნება” გამოირჩეოდა, უკვე შეიძლება ითქვას, რომ სამი კონკურენტი კანდიდატი გამოიკვეთა, "ნაციონალური მოძრაობიდან" გურამ ჩალაგაშვილი, "პატრიოტთა ალიანსიდან" მაია კუტუბიძე და "ქართული ოცნებიდან" ირაკლი კუჭავა.
სრულად »
სალომე ზურაბიშვილმა ოზურგეთი პროტესტის ნიშნად დატოვა
19 მაისი, 2014 წ.
ჩვენთვის ფრიად მოულოდნელად დასრულდა პარტია “საქართველოს გზის” ლიდერის, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი.
სრულად »
მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე ლიდერი ქალბატონების თვალშისაცემი სიმრავლეა
13 მაისი, 2014 წ.
2006 წლის მოწვევის ოზურგეთის რაიონულ საკრებულოში 5 ქალბატონი იყო არჩეული, 2010 წლის მოწვევის ოზურგეთის მუნიციპალურ საკრებულოში ქალ დეპუტატთა რიცხვმა სამამდე იკლო, სულ კი ორთავე მოწვევისას საკრებულოს წევრთა რიცხვი 39 შემოიფარგლებოდა, აქედან 29 მაჟორიტარი და 10 პროპორციული.
სრულად »
"ჩოხატაური და იანეული ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილია საქართველოში”
13 მაისი, 2014 წ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდა გიორგი სახელობის ეკლესია სამშაბათს გაიხსნა. ეკლესიის მშენებლობა, წარმოშობით ჩოხატაურელის, გურამ ჩალაგაშვილის დაფინანსებით მიმდინარეობდა.
სრულად »
თელავი არჩევნები წინ - მერობის კანდიდატების საარჩევნო გზავნილები
13 მაისი, 2014 წ.
თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. 2014 წლის 15 ივნისს გამართულ არჩევნებზე თვითმმართველი ქალაქი თელავი მერს პირველად აირჩევს. თელავის საარჩევნო ოლქში მერობის არც ერთი კანდიდატი დარეგისტრირებული არ არის, თუმცა ქალაქის პირველი პირის პოსტის დაკავების სურვილი რამდენიმე კანდიდატმა უკვე ღიად დააფიქსირა და საარჩევნო კამპანიაც დაიწყო. თელავის მერის პოსტზე ბედს სცდის ლეიბორისტული პარტიის კანდიდატი ქეთევან ზაქარიაშვილი. ამ დრომდე დასახელებულ მერობის კანდიდატებს შორის ზაქარიაშვილი ერთადერთი მანდილოსანია.
სრულად »
პლატონ კალმახელიძე: „თელავის პოტენციალს ვხედავ ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებაში“
13 მაისი, 2014 წ.
ინტერვიუ ,,ქართული ოცნების’’ თელავის მერობის კანდიდატ პლატონ კალმახელიძესთან.
სრულად »
რამდენად ჩართულია ჩოხატაურის მოსახლეობა საარჩევნო სამზადისში
25 აპრილი, 2014 წ.
რითი გამოირჩევა, ბოლო, წინასაარჩევნო პერიოდებისგან, წლევანდელი საარჩევნო პერიოდი. როგორია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა წინასაარჩევნო სამზადისში, რამდენად სურთ მათ იყვნენ ამომრჩევლები, რამდენად იცნობენ საარჩევნო კოდექსს და ხმის განხორციელების პროცესს და როგორია წინასაარჩევნოდ მათი შეხედულება მიმდინარე მოვლენებზე.
სრულად »
გორის სტუდენტები და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
24 აპრილი, 2014 წ.
თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიხედვით, გორს ქალაქის სტატუსი მიენიჭა და დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეული გახდა. 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებზე ადგილობრივებმა მერი პირდაპირი წესით უნდა აირჩიონ. რაიონში კი საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებს ცალკე ირჩევენ.
სრულად »
"ბიძინასთან ვლაპარაკობთ ყველაფერზე, "შალახოს" გარდა" (ექსკლუზივი)
23 დეკემბერი, 2013 წ.
"ცალკე პრაქტიკის გამოგონება, მერაბიშვილისათვის, არ შეიძლება"

"ნებისმიერი ასეთი საქციელი არც ლამაზია და არც საინტერესო"

"ბიძინასთან ვლაპარაკობთ ყველაფერზე, "შალახოს" გარდა"

სრულად »
დავით ზურაბიშვილი - დაბრუნება 80-იანებში
14 დეკემბერი, 2013 წ.
დაბრუნება 80-იანებში ანუ პოსტსაბჭოური ვარიაციები საბჭოური პატრიოტიზმის თემაზე

დავით ზურაბიშვილი

“მარნეულში მსხვერპლი არ არის, მკვდარია ორი თათარი!” - ეს ღირსშესანიშნავი ფრაზა ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი 1989 წლის ივნისში.
სრულად »
ამერიკული გამოცემა - საქართველო ტიტანების შემდეგ
04 დეკემბერი, 2013 წ.
ამერიკული გამოცემა - საქართველო ტიტანების შემდეგ საქართველო ტიტანების შემდეგ, - ასეთი სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The National Interest კავკასიის მკვლევარის, კარნეგის ცენტრის ექსპერტის თომას დე ვაალის სტატიას.
სრულად »
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30