ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
სტატიები
სუხიშვილები და ერისიონი – ცეკვა მგლებთან თუ მგლებისგან შორს?
21 სექტემბერი, 2012 წ.
საქართველოს წამყვანი ანსამბლების - „სუხიშვილებისა“ და „ერისიონის“ მოცეკვავეები „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებენ. ანსამბლის წევრებმა ამის შესახებ დღეს განაცხადეს. როგორც აღმოჩნდა, მათი განცხადებები ხელმძღვანელობასთან არ იყო შეთანხმებული. კერძოდ, ნინო სუხიშვილმა ამის შესახებ ჟურნალისტებისგან შეიტყო.
სრულად »
მიშას ციხე შიგნიდან გატყდა
21 სექტემბერი, 2012 წ.
თამაზ თამაზაშვილის სახელის დისკრედიტაციის მიზნით ხელისუფლება მორიგ პროვოკაციას გეგმავს. ამის შესახებ თამაზ თამაზაშვილის ადვოკატმა, შალვა თადუმაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ადვოკატის თქმით, ხელისუფლება გეგმავს ინფორმაციის გავრცელებას ადამიანის გატაცებასთან, ან ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით და მთავარ გმირად თამაზაშვილის წარმოჩენა აქვს დაგეგმილი.
სრულად »
სამოცდამეექვსე სონეტი (ქართულად)
21 სექტემბერი, 2012 წ.
იმას, რაც ამ დღეებში საქართველოში ხდება, მეტაფორულად შეიძლება პოლიტიკური მიწისძვრა დავარქვათ. მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება, პრაქტიკულად უწყვეტად ვრცელდება ცხელ-ცხელი ცნობები ადრე დახურულ უწყებებში მიმდინარე პროცესების შესახებ, წინასაარჩევნო პოლიტიკური ინტრიგა კი სულ უფრო მძაფრი და ჩახლართული ხდება. მართალია, ჩვენთან პროგნოზების გაკეთება – უმადური საქმეა, მაგრამ საყოველთაოდ აღიარებული აზრის მიხედვით, გლდანის მე–8 საპყრობილედან მომდინარე სადისტური ვნებების შხამიანი მიაზმების გავრცელებამ საქართველოს სინამდვილეში არ შეიძლება არ მოახდინოს რეალური გავლენა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე და ასახვა ოპოზიციის მკვეთრ გაძლიერებაში არ ჰპოვოს.
სრულად »
"ფიგარო": პატიმრების წამების ამსახველი მასალა არჩევნების შედეგებზე იმოქმედებს
20 სექტემბერი, 2012 წ.
პატიმრების ცემის, დამცირების, წამებისა და გაუპატიურების კადრებმა დაადასტურა ის, რაზეც ეჭვები აქამდეც არსებობდა.
სრულად »
საბჭოთა ხელისუფლება კლასობრივ მტრად მიმიჩნევდა, მაგრამ ციხეში ხელიც კი არავის დაუკარებია
20 სექტემბერი, 2012 წ.
გლდანის მე-8 საპყრობილეში გადაღებული კადრების ტელევიზიით გავრცელების შემდეგ ქვეყანში განვითარებულ პროცესებზე "ინტერპრესნიუსი" საბჭოთა პერიოდის პოლიტპატიმარს, ავთანდილ იმნაძეს ესაუბრა.
სრულად »
უეცარი შეძრწუნება თუ ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკა – სიტუაციით სარგებლობა თუ სიტუაციის შექმნის ორგანიზება
20 სექტემბერი, 2012 წ.
ბოლო დღეები საზოგადოება ფაქტობრივ დასტურს იღებს იმის შესახებ, რაზეც საუბარი მრავალი წელია მიმდინარეობს – ციხეებში პატიმრების წამება! რა არის ეს? – სიახლე თუ გამოფხიზლებისათვის საჭირო რეტის დასხმა? უეცარი სიახლე ხელისუფლებისათვის თუ კარგად გამიზნული პოლიტიკა საზოგადოებასთან ურთიერთობისა?
სრულად »
პროპორციული საარჩევნო სისტემის ერთი თავისებურება
19 სექტემბერი, 2012 წ.
2001 წლის საარჩევნო კოდექსის მიღებიდან ათი წლის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ბოლოს კიდევ ერთი ასეთი დოკუმენტი დაამტკიცა. ახალმა კანონმა მრავალი სიახლე შემოიტანა, მათ შორის ერთ-ერთი პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით მანდატების გადანაწილების წესია.
სრულად »
არჩევნების... გამოფენა
19 სექტემბერი, 2012 წ.
მომავალი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში პოლიტიკური, გნებავთ, საზოგადოებრივი ცხოვრების დომინანტი რომაა, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. ბუნებრივია, რომ საკუთარი პოლიტიკური თუ პიროვნული სიმპათია-ანტიპათიების მიუხედავად, მოქალაქეები ადრე ჩატარებულ სხვადასხვა დონის არჩევნებსაც იხსენებენ, გარკვეულ პარალელებს ავლებენ და უკეთესის მოლოდინით აღსავსენი არიან.
სრულად »
როგორ გავაცოცხლოთ "მკვდარი კურდღელი"
19 სექტემბერი, 2012 წ.

მკვდარი კურდღელი, ამ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში უცნაური პოლიტიკური პრერფონმანსების სახით ტრანსფორმირდება.

სრულად »
"ოცნება" არჩევნებს კონსტიტუციური საშუალებების ამოწურვის შემდეგ აღიარებს
18 სექტემბერი, 2012 წ.
"კოალიცია "ქართული ოცნება" პარტიათა შორის დადებულ ქცევის კოდექსს შეუერთდა. მათი მხრიდან წამოყენებული პირობების შემდეგ და დოკუმენტში ცვლილების შეტანით, ოცნება თანახმაა, არჩევნების შედეგები აღიაროს.
სრულად »
გადასატანი ყუთი და 100 ათასზე მეტი გარანტირებული ხმა?! - საუბნო კომისიებს 30-35 ისეთი ამომრჩევლის შერჩევა დაევალათ, რომლებსაც საარჩევნო ყუთს სახლში მიუტანენ
18 სექტემბერი, 2012 წ.
"რამდენიმე დღის წინ შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში არცთუ ასაკოვან ქალბატონთან საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მივიდნენ და უთხრეს, საარჩევნო უბანზე მოსვლით არ შეწუხდე, ყუთს შინ მოგიტანთო.
სრულად »
არათანაბარი პირობები საარჩევნო მარათონში ჩართული პარტიებისთვის
17 სექტემბერი, 2012 წ.
მანონ ბოკუჩავა,
ქვემო ქართლი

რუსთავში ,,ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს, მამუკა ჩიქოვანს ადგილობრივ სკოლებში პედაგოგებთან შეხვედების საშუალება მიეცა. ის ხელისუფლების წარმატებებზე და საარჩევნო კამპანიაზე სასაუბროდ სკოლებში უპროლემოდ მიიღეს.
სრულად »
გაიზრდება თუ არა ქალთა რაოდენობა მომავალ პარლამენტში?
14 სექტემბერი, 2012 წ.
გენდერული თანასწორობის თუ ზოგადად, ქალის როლის მნიშვნელობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში დიდი ხანია აღარ კამათობენ. თეორიულად ქალის და მამაკაცის თანაბარუფლებიანობაზე თითქოს ყველა თანხმდება, თუმცა რეალურ ვითარებას მაინც სხვა შედეგამდე მივყავართ.
სრულად »
საქართველოს ლიდერი ცდილობს მოწინააღმდეგეს მასობრივი აქციებით აჯობოს
09 სექტემბერი, 2012 წ.
მეთიუ კოლინი

თბილისი – შაბათს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველმა პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 11 უზარმაზარი მასობრივი შეკრება მოაწყო იმისათვის, რომ მილიონერი ოპოზიციონერი მომდევნო თვის საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხოს.
სრულად »
ქუთაისში სარეკლამო სივრცე მხოლოდ „ნაციონალებმა“ აითვისეს
05 სექტემბერი, 2012 წ.
ქრისტინა ქარჩხაძე
http://newpress.ge

ქუთაისში არსებული სარეკლამო სივრცე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებიდან ამ ეტაპზე მხოლოდ „ნაციონალებმა“ აითვისეს.
სრულად »
„ცუგცვანგი“ ქართულ პოლიტიკაში, ანუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ოქტომბრის არჩევნების შემდეგ
04 სექტემბერი, 2012 წ.
რუსიკო უშიკიშვილი
http://www.for.ge

„ქართული ოცნება“ აპირებს მომავალ პარლამენტში უმრავლესობით იყოს წარმოდგენილი. კოალიციის წარმომადგენლები მუდმივად აცხადებენ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებენ.
სრულად »
ქუთაისში „ნაციონალების“ კოორდინატორები დევნილებს ბინიდან გასახლებით ემუქრებიან?!
04 სექტემბერი, 2012 წ.
ქუთაისში, ,,ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები სასტუმრო ,,თბილისში“ ჩასახლებულ დევნილებს ხმის მიცემას აიძულებენ და სპეციალურ საბუთზე ხელის მოწერას სთხოვენ. ამის შესახებ სასტუმროში ჩასახლებული დევნილები საუბრობენ.
სრულად »
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია პროკურატურის დასკვნას ელოდება
04 სექტემბერი, 2012 წ.
ქუთაისში, სულხან–საბას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილ არარსებულ საცხოვრებელ კორპუსებში ჩაწერილ ამომრჩევლებთან დაკავშირებით პარტია „თავისუფალი საქართველო“ პროკურატურას მიმართავს.
სრულად »
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30