ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
სტატიები
გაბედავს და გააყალბებს?
01 ოქტომბერი, 2012 წ.
dquo;მათთვის, ვინც ხალხის რაოდენობას ითვლის და ვინც წარმოიდგინა, რომ საქართველოს მომავლის დამცველები დააშინა, გადახედოს ამ მოედანს და ნახოს, რომ მათზე ბევრად მეტი ვართ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ოზურგეთში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
სრულად »
1-ელ ოქტომბერს 5 ექსიტპოლი გაიმართება
30 სექტემბერი, 2012 წ.
"პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ექსიტპოლებს ოთხი ტელევიზია და ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გამართავს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ექსიტპოლები კომპანია გფკ-ს დაუკვეთა.
სრულად »
თომას დე ვაალის სტატია საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ
29 სექტემბერი, 2012 წ.
გასულ კვირის თბილ ამინდში საქართველოს დედაქალაქ თბილისში ფილარმონიის მინის ფასადის წინ ხალხი შეიკრიბა. ეს იყოს ახალგაზრდა, ოპოზიციური და გაბრაზებული ხალხი; არაორგანიზებული, მაგრამ მშვიდობიანი. მათ პოლიციის მანქანა მიუახლოვდა, რომელსაც ისინი სტვენის კაკაფონიით შეხვდნენ, რაც უფრო დამცინავი იყო, ვიდრე აგრესიული.
სრულად »
'ავტორიტეტები' მმართველი პარტიის სასარგებლოდ
29 სექტემბერი, 2012 წ.
„ნაციონალური მოძრაობის“ შტაბი მედიისთვის დახურულია. ამ დაწესებულებაში ჭირს ისეთი ინფორმაციის მიღებაც კი, როგორიცაა შტაბების თანამშრომელთა ვინაობა და რაოდენობა. ამის მიუხედავად „ბათუმელებმა“ მოიპოვა „ნაციონალური მოძრაობის“ ხუთი რაიონული შტაბის მონაცემები, რომლის გაცნობის შედეგადაც ცხადი ხდება, რომ შტაბების სტრუქტურა მთლიანად საჯარო მოხელეებზე დაყრდნობითაა აგებული.
სრულად »
რეპორტაჟი ხალხით სავსე რუსთაველიდან, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე
29 სექტემბერი, 2012 წ.
რუსთაველის გამზირი ზეთის ხილის ხიდან, ანუ ტელეგრაფის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით ხალხით სავსე იყო. რთულია იმის თქმა “ქართული ოცნების“ აქციას რამდენი ასეულi ათასი ადამიანი ესწრებოდა, მაგრამ ის კი თამამად შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ამდენი გაღიმებული და იმედიანი ქართველი ქუჩაში ძალიან დიდი ხანია არ გამოსულა. “ქართული ოცნების“ ორგანიზებულ აქციაში ყველა თაობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. წესრიგს პოლიციის ნაცვლად “ქართული ოცნების“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრები იცავდნენ, რომელთაც ყვითელი ფერის მოსაცმელები ეცვათ.
სრულად »
„მხეცის ნიშანი“, ანუ სოციალურ–პოლიტიკური ვამპირიზმი ქართულ რეალობაში
29 სექტემბერი, 2012 წ.

პატიმრების მხეცური წამების კადრების ნახვის შემდეგ ადამიანები მაშინვე „ნაციონალთა“ ფსიქო–სექსუალურ გადახრებზე ალაპარაკდნენ. გაჩნდა ანალოგია აბუ–გრეიბის კადრებთან, რომლებმაც თავის დროზე მთელი კაცობრიობა შეძრა და იგივე დასკვნები გააკეთებინა.
სრულად »
ქუთაისი - თბილისი ქართული ოცნების ტელეხიდი
29 სექტემბერი, 2012 წ.
დღეს „ქართული ოცნების“ აქცია ერთდროულად თბილისსა და ქუთაისში გაიმართა. ქუთაისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. თბილისში კი კოალიციის მომხრეები რამდენიმე ადგილას შეიკრიბნენ და შემდეგ თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით გაემართნენ. მსვლელობები დინამოს სტადიონიდან, ვაკის პარკიდან, სპორტის სასახლიდან და მეტროსადგურ „300 არაგველიდან“ მოეწყო.
სრულად »
დამიჭირეთ!!!
28 სექტემბერი, 2012 წ.

”ღრმად პატივცემულო კანონისდამცველებო, ვაღიარებ, რომ პირველ ოქტომბერს არ ვაპირებ ხმა მივცე ნაციონალურ მოძრაობას! - შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ვარ იდეოლოგიური დივერსანტი და დასაჭერი!
სრულად »
ირმა ინაშვილი:"სწორედ სააკაშვილი ფლობდა ინფორმაციას, თუ რა ხდებოდა ციხეებში"
28 სექტემბერი, 2012 წ.


იმ ფონზე, როდესაც გლდანის სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის ავტორზე, საპყრობილის ყოფილ მორიგე ოფიცერზე ვლადიმერ ბედუკაძეზე საქართველოს ხელისუფლებამ ინტერპოლით ძებნა გამოაცხადა, ბელგიის პროკურატურამ სააკაშვილის წინააღმდეგ ვლადიმერ ბედუკაძის სარჩელი წარმოებაში მიიღო. საქმე ეხება პატიმართა წამების სკანდალურ კადრებში მხილებულ დამნაშავე პირებს.

სრულად »
მჯერა, არ მჯერა, ვიცი!
28 სექტემბერი, 2012 წ.
1. მე მჯერა, რომ “ქართულ ოცნებას” უამრავი წევრი ყავს, რომლებიც ვიღაცების გადაბირებას ცდილობენ. არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას მაინცდამაინც თავის ძმისშვილს დაავალებდა. ვიცი, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა კანონით დასჯადი ქმედებაა, ისევე როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და მოქალაქის დაშინება.
სრულად »
„ციხე ხელისუფლების არაცნობიერი სურვილებისა და ვნებების ასპარეზია“
27 სექტემბერი, 2012 წ.
ერთი კვირა გავიდა პატიმართა წამების ამსახველი კადრების გამოქვეყნებიდან, თუმცა საზოგადოების აღშფოთება არ ნელდება. ხელისუფლება პირველი შოკიდან გამოვიდა და ცდილობს, სიტუაცია სათავისოდ შემოაბრუნოს, იყენებს ყველა მეთოდსა და საშუალებას, რასაც კი მისი ფანტაზია სწვდება.
სრულად »
მორალური წყალგამყოფი და მოსახლეობის არჩევანი
27 სექტემბერი, 2012 წ.

for.ge-ს პრეს-კლუბის სტუმარი იყო „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი ეკა ბესელია, რომელმაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. თავდაპირველად მან ისაუბრა ფოთში მომხდარ ინციდენტზე. ბესელიას თქმით, ფოთში მის შტაბზე წუხელ ღამით თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც შტაბის შენობას ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს. დაპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ფოთის ქუჩებში ღამის საათებში მოძრაობენ, იქცევიან ძალიან გამომწვევად, „ქართული ოცნების“ ოფისებთან სხვადასხვა ტიპის შეძახილებით ჩერდებიან და ცდილობენ, პროვოკაციები მოაწყონ.

სრულად »
ადიგენი და არჩევნები
26 სექტემბერი, 2012 წ.
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა დამოკიდებულება არაერთგვაროვანია.
სრულად »
ბორჯომი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე
26 სექტემბერი, 2012 წ.
ისე, როგორც მთელ რეგიონში, ბორჯომშიც, მოსახლეობის დიდი ნაწილი ან კარგს ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ, ან არაფერს გეუბნება, თავს გარიდებს, დიქტოფონზე ხელს გიკრავს და გცილდება.
სრულად »
„მეფე შიშველია“
26 სექტემბერი, 2012 წ.

როგორც მიხეილ სააკაშვილი იტყოდა, „კომპრომატების ომი“ დაიწყო. „ნაციონალურ მოძრაობას“ სავარაუდოდ, ერთკვირიანი სერიალი აქვს მომზადებული.
სრულად »
პოლიცია ოპოზიციას დაერია
25 სექტემბერი, 2012 წ.
22 ივნისს, საღამოს, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან ახალგაზრდების საპროტესტო აქცია დასრულდა, საპატრულო პოლიციამ გაზეთ ქართული სიტყვის ჟურნალისტი მაკა დეკანოსიძე დააკავა.
სრულად »
„ესროლეთ დამიზნებით ყველას!!!“
25 სექტემბერი, 2012 წ.
პატიმართა წამების ამსახველი კადრებით მიღებული ორდღიანი შოკიდან მთავრობა გამოფხიზლდა. ქვეყნის პრეზიდენტმა დამნაშავის ძებნა უკვე დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალაში დაიწყო. მართალია სააკაშვილმა შოკის დღეებში სისტემური კრიზისი აღიარა, მაგრამ შემდეგ, ცივ გონებაზე დაასკვნა, რომ ეს ყველაფერი იყო რომელიღაც პოლიტიკური ძალის დაკვეთა.
სრულად »
ვაშინგტონი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ლაკმუსის ტესტად მიიჩნევს
24 სექტემბერი, 2012 წ.
ჯოშუა კუცერა

ოფიციალურ პირებს ვაშინგტონი მიაჩნიათ, რომ მიუხედავად კანონდარღვევებისა წინასაარჩევნო პერიოდში, საქართველოში არჩევნები მაინც კონკურენტული იქნება, რადგან ოპოზიციას აქვს იმდენი ფული, რომ დაძლიოს მმართველი ხელისუფლების მიერ შექმნილი წინააღმდეგობანი, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
სრულად »
განგაშის ზარები მესტიაში - ხელისუფლება ზონდერების დახმარებით მესტიელების დარბევას გეგმავს
23 სექტემბერი, 2012 წ.

For.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს დილით მესტიაში დააკავეს დამოუკიდებელ ექსპერტის, ნინა ხატისკაცის მეუღლე, კახა ჟორჟოლიანი, რომელიც მესტიის საოლქო საარჩენო კომისიაში კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. ჟორჟოლიანს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც მსუბუქ ხულიგნობას ითვალისწინებს, მაგრამ ნინა ხატისკაცი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისი მეუღლის დაკავებას პოლიტიკური სარჩული აქვს და ამით ხელისუფლებას სურს, კახა ჟორჟოლიანი საოლქო საარჩევნო კომისიაში მუშაობას ჩამოაშორონ.

სრულად »
გიორგი ტუღუში (24-11-09)- “ციხეში წამება სისტემური პრობლემა არ არის”
22 სექტემბერი, 2012 წ.
ლიბერალმა მოიპოვა 2009 წლის 24 ნოემბრით დათარიღებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრი და ყოფილი სახალხო დაცველი, გიორგი ტუღუში ჩეხეთის იუსტიციის მინისტრს, დანიელა კომაროვას არწმუნებს, რომ “წამება ქართული პენიტენციური დაწესებულებების სისტემური პრობლემა არ არის”.
სრულად »
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30