ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
სტატიები
კულტურული პოლიტიკის მოლოდინში
19 ოქტომბერი, 2012 წ.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ტოტო კუტუნიოს არაერთი ვიზიტი, შაკირას, Modern Talking-ის, Boney M-ის, მამა-შვილი იგლესიასების, პლასიდო დომინგოს, ანდრეა ბოჩელის, კრის დე ბურგის, შარლს აზანაურისა და გორან ბრეგოვიჩის უფასო კონცერტები ახალციხეში, რუსთავში, თბილისსა და ბათუმში ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და კულტურის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული და დაფინანსებული.
სრულად »
მყისიერი რეაგირების ომბუდსმენი
19 ოქტომბერი, 2012 წ.
11 ოქტომბერს თამარ გურჩიანი ორმოცზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სახალხო დამცველის კანდიდატად დაასახელა. ომბუდსმენის პოსტი გიორგი ტუღუშის სასჯელაღსრულების მინისტრად გადასვლამ გაათავისუფლა. “ლიბერალი” თამარ გურჩიანს ესაუბრა:
სრულად »
ვინ და როგორ დაუბრუნებს დაზარალებულ მესაკუთრეებს ქონებას?
19 ოქტომბერი, 2012 წ.
წართმეული ქონების დასაბრუნებლად უკვე იმდენი ადამიანი იბრძვის, რომ ძნელი წარმოსადგენია ამას რა დრო დასჭირდება და რა სასამართლო გაწვდება. “მაგნატისა” და “ორთაჭალჰესის” მფლობელები, სერგო იაკობიძე, ნაზი ალასანია, ზაზა სიორიძე, ქიბარ ხალვაში, გიორგი სეთურიძე, სიღნაღელი ქონების მესაკუთრეები - ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია, ვისაც ბრძოლა დაწყებული აქვს ან უახლოეს პერიოდში დაიწყებს. ქართველი ადვოკატების აზრით, აუცილებლად უნდა გადაფორმდეს ყველა ის ბიზნესი თუ ქონება, რომელიც უკანონოდ არის წართმეული.
სრულად »
გაბერილი ფასები და დამუნჯებული მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციები
19 ოქტომბერი, 2012 წ.
ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოში ბიზნესის ყველა სფეროს სულ რამდენიმე კომპანია აკონტროლებს და ფასების დადგენაც მათ შორის არაოფიციალური შეთანხმებების საფუძველზე ხდება. ამიტომ ნებისმიერ პროდუქციასა თუ მომსახურებაში ქართველი მომხმარებელი გაბერილ ფასს იხდის. ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ან მასთან ძალიან დაახლოებული პირი არ არის. „ქართული ოცნება“ გვპირდება, რომ ამ მხრივ სიტუაციას აუცილებლად დაარეგულირებს, რომ საქართველოში აღარ იქნება კარტელური დაჯგუფებები და პროდუქციისა თუ მომსახურების ფასს ჯანსაღი კონკურენცია განსაზღვრავს. ბიზნესმენებთან შეხვედრაზე კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მათ მოუწოდა, ვისაც ფასებთან აქვს შეხება და კარტელურ გარიგებებში მონაწილეობს, ამაზე ხელი აეღო.
სრულად »
ირაკლი კოვზანაძე - განსაკუთრებული პრეფერენციები და "გადავსებული ბიუჯეტი" ახალ მთავრობას ნამდვილად არ ხვდება
17 ოქტომბერი, 2012 წ.
მთავრობის ახალ შემადგენლობაზე, იმაზე, თუ როგორი ბიუჯეტი და რა მდგომარეობა ხვდება ახალ მთავრობას ეკონომიკაში, საბანკო სექტორიში, ასევე იმაზე, თუ რა როლი უკავია უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებულ ფულად ტრანზაქციებს საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფაში, "ინტერპრესნიუსი" ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, სრულ პროფესორს, თსუ-ის ფინანსების და საბანკო საქმის კათედრის გამგეს, ირაკლი კოვზანაძეს ესაუბრა.
სრულად »
"იმედიდან" "იმედამდე"
17 ოქტომბერი, 2012 წ.
ბადრი პატარკაციშვილი ტელეკომპანია "იმედს" ჰუმანიტარულ პროექტს უწოდებდა. არა იმიტომ, რომ ამ ტელეკომპანია მას შემოსავალს არ აძლევდა, არამედ როგორც ბიზნესმენი აცხადებდა, საქართველოს მოსახლეობას ობიექტური ინფორმაცია სწორედ ჰუმანიტარულ დახმარებასავით სჭირდებოდა.
სრულად »
ევროსასამართლომ საქართველოს გიორგი მიქიაშვილისთვის 12 000 ევროს გადახდა დააკისრა
16 ოქტომბერი, 2012 წ.
საქართველოს სახელმწიფომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საქმე წააგო. საუბარია საქმეზე მიქიაშვილი - საქართველოს წინააღმდეგ, რომლის შესახებაც დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ზაზა ხატიაშვილმა და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა ისაუბრეს.
სრულად »
ნაციონალური სისტემა ჩამოიშალა
15 ოქტომბერი, 2012 წ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლისა პირასაა. ამის შესახებ ამავე ფრაქციიდან წამოსულმა საკრებულოს დეპუტატებმა For.ge-სთან საუბარში აღნიშნეს. მათი ინფორმაციით, სულ მალე ძალიან ბევრი ნაციონალი განსხვავებულ პოლიტიკურ პლატფორმაზე გადაეწყობა. თუმცა ამ ეტაპზე მათი დასახელებისგან თავს იკავებენ.
სრულად »
გიგი უგულავა საკუთარი ზონდერებისგან თავს მათი დასაქმებით იცავს
10 ოქტომბერი, 2012 წ.
თბილისის მერიამ უსაფრთხოების საკუთარი სამსახური შექმნა. თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულებას ქალაქის მერი, გიგი უგულავა აწერს ხელს და იგი საკნონმდებლო მაცნეშიც გამოქვეყნდა.
სრულად »
ივანიშვილის ფაქტორი და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება
09 ოქტომბერი, 2012 წ.
2007 წლის 7 ნოემბერს დაწყებული ლეგიტიმურობის კრიზისი საქართველოში ლოგიკურად დასრულდა (ლეგიტიმურობის კრიზისია – როცა ხელისუფლება ფორმალურად არჩეული კია, მაგრამ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მას შინაგანად არ აღიარებს და იძულებით ემორჩილება, როცა ხალხი გაუსაძლისი ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის გამო გარბის საკუთარი ქვეყნიდან, ხშირია ანტისახელისუფლებო გამოსვლები და ა.შ.)
სრულად »
შეხვედრაზე სააკაშვილის ქცევა ივანიშვილზე მის აშკარა დაქვემდებარებულობაზე მიანიშნებდა
09 ოქტომბერი, 2012 წ.
სააკაშვილ-ივნიშვილის პირველ შეხვედრასა და ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ პროცესებზე "ინტერპრესნიუსი" ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძეს ესაუბრა.
სრულად »
„თუ ვიღაც რაღაცის მოსწრებას ფიქრობს, ეს არაფერს ნიშნავს“
09 ოქტომბერი, 2012 წ.
დღეს for.ge-ს პრეს-კლუბის სტუმარი იყო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დამხარების მინისტრობის კანდიდატი, სოზარ სუბარი, რომელმაც მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და სამინისტროში მის მიერ გასატარებელ რეფორმებზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ სუბარი მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრასაც ესწრებოდა და საუბარიც სწორედ ამ თემით დაიწყო. სოზარ სუბარის თქმით, დღევანდელი შეხვედრა და ის შეხვედრები, რაც უკანასკნელ დღეებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს, ხელისუფლების რაც შეიძლება სწრაფი და უმტკივნეულო გადაბარების პროცესის შემადგენელი ნაწილია.

იგი არ აკონკრეტებს, ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი ამ უკანასკნელის გადადგომაზე. სუბარი ამბობს, რომ განცხადებები შეხვედრის შემდეგ უკვე გაკეთდა და თუ მხარეები დამათებით კომენტარების გაკეთებას ჩათვლიან საჭიროდ, ამას თავად გააკეთებენ.

სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ მიმდინარეობს, რადგან ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და ბიძინა ივანიშვილი თავად აკომპლექტებს მთავრობას.

„ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ითქვა, რომ პრეზიდენტი არ აპირებს იმ უფლებების გამოყენებას, რაც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, რადგან ქართველმა ხალხმა საკუთარი ნება ძალიან მკაფიოდ გამოხატა და ეს სრულად არ არის ასახული არჩევნების შედეგში. არჩევნების შედეგი სრულიად სხვა იქნებოდა, რომ არა ის არათანაბარი საარჩევნო გარემო, რომელიც იყო ქვეყანაში. ყველაზე მკაფიოდ ჩვენ ეს ხაშურის მაგალითზე დავინახეთ, თუმცა ხაშური გამონაკლისი არ არის. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რაც ხდებოდა მანამდე. ამიტომ რეალური შედეგი ყველამ ძალიან კარგად იცის და სწორედ რეალური შედეგის გათვალისწინება არის ის, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს მთავრობის დაკომპლექტებაში სრული კარტ-ბლანში აქვთ“, - ამბობს სოზარ სუბარი.

იგი ასევე გამოეხმაურა ქართველი ექსპერტების გარკვეულ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს რეგიონებში ადგილობრივ თვითმმართველობებსა და გუბერნიებში საკუთარი წარმომადგენლები ჰყავდეს. სუბარის თქმით, დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობა პრაქტიკულად არ არსებობს და ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, რეალური თვითმმართველობა შექმნას. ხოლო მას შემდეგ, რაც თვითმმართველობა გაძლიერდება, ასეთ შემთხვევაში თუკი ის მერს, ან გამგებელს აირჩევს, ეს უკვე ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი იქნება მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალიდან იქნება ამ თანამდებობაზე ადამიანი არჩეული. სოზარ სუბარის განცხადებით, არასწორია როდესაც მთელს სახელისუფლებო ვერტიკალში ერთი პოლიტიკური ძალა მართავს ყველაფერს. მისი თქმით, დღევანდელ საკრებულოებში ძალიან ბევრი ისეთი ადამიანია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი არ არის, უბრალოდ ისინი სოფლებში გარკვეული ავტორიტეტები იყვნენ, არიან წესიერი ადამიანები, რომელთა სახელებიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად გამოიყენა და სავარაუდოდ, ეს ადამიანები საკუთარ არჩევანს თავანვე გააკეთბენ, სურთ თუ არა, კვლავ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენა.

„დღეს თუ სადმე არჩევანი კეთდება და ვიღაც რაღაცის მოსწრებას ფიქრობს, ეს არაფერს ნიშნავს. დღეს დანიშნული გუბერნატორის უფლებამოსილება პრაქტიკულად არაფერს ცვლის, რადგან ძალიან მალე იქნება რეალური თვითმმართველობა და გუბერნატორს ამ სისტემაში არანაირი გავლენა ექნება. როდესაც ვამბობ „ძალიან მალე“, ვგულისხმობ რამდენიმე კვირას, და არა რამდენიმე თვეს“, - აცხადებს სოზარ სუბარი.

სუბარმა კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის კანდიდატურებზე, რომლებიც სოციალურ ქსელებში ამ პოზიციაზე განიხილებიან. სოზარ სუბარი ამბობს, რომ მათ გუნდში სახალხო დამცველის კანდიდატურაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აზრი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.

„სამოქალაქო საზოგადოება თამარ გურჩიანის, ლია მუხაშავრიას და კიდევ რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს. ზოგადად ეს ის სფეროა, სადაც საზოგადოების აზრი აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული. კარგი, ძლიერი მაკონტროლებელი ნებისმიერ ხელისუფლებას სჭირდება, მათ შორის ჩვენც და ჩვენი პრიორიტეტი ამ შემთხვევაში იქნება არა ხელისუფლებისადმი ლოიალური, არამედ ხელისუფლებისადმი მაქსიმალურად კრიტიკული ომბუდსმენი. ერთ-ერთი კანდიდატურა (რომლის ვინაობასაც ახლა არ დავასახელებ), რომელზეც მე ვფიქრობდი და რომელიც ერთ-ერთი ძალიან ძლიერი უფლებადამცველია საქართველოში, როდესაც ამ ადამიანზე ჩემს კოლეგებთან ვსაუბრობდი, ვთქვი, რომ ის ზოგჯერ ნაჩქარევ დასკვნებს აკეთებს ისე, რომ შეიძლება ინფორმაცია ჯერ დაზუსტებული არ ჰქონდეს, მაგრამ სახალხო დამცველისთვის ეს შეიძლება მხოლოდ პოზიტიური თვისება იყოს და არა ნეგატიური. სახალხო დამცველი არ არის პროკურური, რომელმაც ფაქტი ბოლომდე უნდა გამოძიოს და სასამართლოს წინაშე აბსოლუტურად მყარი მტკიცებულებებით წარსდგეს. ზოგჯერ პრევენციისთვის განცხადების ნაჩქარევად გაკეთბა გაცილებით მნიშვნელოვანია, ჩვენ კი შემდეგ ვიკამათებთ იმაზე, რომ სახალხო დამცველი საქმის შესწავლამდე დაუსაბუთებელ განცხადებებს აკეთებს“, - აღნიშნავს სოზარ სუბარი.

მან სასჯელაღსრულების სამინისტროსთან დაკავშირებით თავის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დარგის პრიორიტეტი საზოგადოების ჩართულობა და მაქსიმალური გამჭვირვალობა იქნება და ეს მხოლოდ პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით არ გაკეთდება. სუბარის თქმით, ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ პატიმარმა თავი საზოგადოებისგან გარიყულად არ იგრძნოს და რაც შეიძლება კარგად მოხდეს პატიმრების საზოგადოებაში რესოციალიზაცია. მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ საზოგადოების რაც შეიძლება ფართო სპექტრი (სამოქალაქო საზოგადოება, სასულიერო პირები და ა.შ.) უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული, რათა დაიკარგოს ციხის აქამდე არსებული არსი - პატიმრის გათელვისა და პიროვნული განადგურების ადგილი. ციხე უნდა იქცეს პატიმრის რესოციალიზაციის და საზოგადოებაში ღირსეული დაბრუნების ადგილად. სუბარის თქმით, ძალიან ადვილია, რომ აღმოიფხვრას პატიმრების წამება და კორუფცია ამ სისტემაში, მაგრამ ძალიან რთული ამოცანაა ციხე პატიმრების რესოციალიზაციის ადგილად იქცეს.

სოზარ სუბარი ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს იმას, ვინ როდის დაინიშნა ამ სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე, თითოეული მათგანის საქმე პიროვნულად იქნება შესწავლილი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, დაისჯება, ხოლო დანარჩენები სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობას გააგრძელებენ. მისი თქმით, როდესაც თავად იყო სახალხო დამცველი, ზოგადად სიტუაცია ძალიან მძიმე იყო, პატიმრების როგორც საცხოვრებელი პირობების, ასევე ჯანდაცვის კუთხით, მაგრამ პატიმრების წამების ამგვარი მეთოდი (რაც ციხის ცნობილ კადრებში ჩანს) მაშინ არ არსებობდა. ყოფილი სახალხო დამცველი იხსენებს, რომ სულ სამჯერ იყო შემთხვევა, როდესაც მისმა წარმომადგენლებმა რუსთავის ციხის კარცერში შიშველი პატიმრები ნახეს. სუბარი აღნიშნავს, რომ როდესაც სახალხო დამცველად დაინიშნა, იმ პერიოდში უმთავრესად წინასწარი დაკავების საკნებში ხდებოდა დაკავებულთა ცემა. იგი არ გამორიცხავს თანამშრომლობას ახლანდელ სასჯელაღსრულების მინისტრ გიორგი ტუღუშთან, მაგრამ მომავალში მის ადგილს სამინისტროში ვერ ხედავს.

„გიორგი ტუღუში გაეროსა და ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგ კომიტეტების წევრია და ამიტომ მასთან თანამშრომლობა მოგვიწევს. სხვაგვარ თანამშრომლობაზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ“, - აღნიშნავს სუბარი.

იგი აცხადებს, რომ ციხეებში არსებული მახინჯი სისტემის მხილების საქმეში ძალიან დიდი წვლილი ლადო ბედუკაძემ შეიტანა. სუბარი ამბობს, რომ ყველა, ვინც პატიმრების წამებას ახორციელდება, აუცილებლად დაისჯება, ასევე უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდა, რათა ამის პრეცედენტი შეიქმნას და მომავალში ვეღარავინ გაბედოს ამგვარი ქმედება.

სოზარ სუბარი ასევე აცხადებს, რომ აუცილებლად შეიცვლება არსებული სისტემა, რომლის პირობებშიც პატიმრების რჩენა მათ ოჯახის წევრებს უწევთ, ძირეულად შეიცვლება ჯანდაცვის სისტემა პენიტენციალურ სისტემაში. ასევე სუბარის განცხადებით ამოქმედდება პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების სისტემა და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობა მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ აუცილებლად გადაიხედება მკაცრი სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობა, უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანი სასამართლო და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გამოასწორებს იმ ვითარებას, რაც დღეს არსებობს, ანუ შემცირდება პატიმრების რიცხვი.

ნინო ჟღენტი


წყარო:
სრულად »
ვანო მაჭავარიანი - არჩევნებში დამარცხების შემდეგ ხელისუფლება სრულ შოკში იყო და, გარკვეულწილად, ახლაც ამ ვითარებაში რჩება
09 ოქტომბერი, 2012 წ.
მთავრობის ახალ შემადგენლობაზე, არჩევნებში "ნაცმოძრაობის" დამარცხების მიზეზებსა და იმაზე, რამდენად შეესაბამება რეალობას მტკიცება, რომ "ნაცმოძრაობა" რევანშისთვის ემზადება, "ინტერპრესნიუსი" ექსპერტს საერთაშორისო საკითხებში, იაპონიაში საქართველოს ყოფილ ელჩს, ვანო მაჭავარიანს ესაუბრა.
სრულად »
ხათუნა ლაგაზიძე:"სააკაშვილის რევანშისტული გეგმები და რისკები ივანიშვილისთვის"
08 ოქტომბერი, 2012 წ.
მართლია, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა განაცხადეს, რომ „ქართულ ოცნებას“ მთავრობის დაკომპლექტებაში პრობლემებს არ შეუქმნიან, მაგრამ საზოგადოებაში არსებობს გარკვეული ეჭვები იმაზე, თუ რას უკავშირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლების ასეთი უმტკივნეულო დათმობა. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ სააკაშვილის გუნდი სერიოზული რევანშისთვის ემზადება და ამისთვის ოთხი წელი, ანუ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე მოცდას არ აპირებს.
სრულად »
„ბიზნესმენები ბიძინა ივანიშვილის ნავში არ უნდა ჩაჯდნენ“
08 ოქტომბერი, 2012 წ.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს შეხვდა და მათ საყურადღებოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. კერძოდ, მან ბიზნესმენებს სთხოვა, რომ ვისაც აქვს კავშირი ფასებთან და მონოპოლიებთან და ვინც მონაწილეობს კარტელურ შეთანხმებებში, ამაზე უარი თქვან. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ განცხადებაში ისაუბრა.
სრულად »
ნინო ანანიაშვილი: ყველაზე მეტად ვნერვიულობ იმაზე, რომ ის სტრუქტურები, რის შექმნასაც ჩვენ რვა წელი მოვანდომეთ, არ დაინგრეს
08 ოქტომბერი, 2012 წ.
ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილის ბავშვის ნათლიამ ნინო ანანიაშვილმა საქარველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ინტერვიუ „იზვესტიას“ მისცა. From.ge ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს გთავაზობთ.
სრულად »
გაზის ტარიფი განახევრდება, დენის ტარიფი 8 თეთრამდე დავა, განათლება გაიაფდება!
07 ოქტომბერი, 2012 წ.
შალვა მექვაბიშვილი: აფხაზეთში, იცით, რამდენია დენის გადასახადი? 2 თეთრი! 11-ჯერ ნაკლებია! პენსია კი _ ექვსჯერ მეტი!
სრულად »
არჩევნები 2012 - ესკიზები იმერულად
07 ოქტომბერი, 2012 წ.
ამ ამბის მოყოლა ცოტა ადრე მინდოდა, თუმცა შეგნებულად დავაგვიანე. . . თუ ზოგი ბიულეტენების, ზოგი კი ციფრებისა და პროცენტების დათვლით დაიღალეთ, შევეცდები, არჩევნები "ცოტა სხვა თვალით" დაგანახოთ.
სრულად »
ფასებისა და გადასახადების შემცირებაზე “ოცნება” უკან არ დაიხევს
07 ოქტომბერი, 2012 წ.
როგორც კი “ქართული ოცნება” რეალურად გადაიბარებს ხელისუფლებას ყველა ქართველის ოცნების ასრულება უნდა დაიწყოს. ამჯერად საუბარია არანორმალურად გაზრდილ ფასებზე, გადასახადებსა თუ ტარიფებზე. ეს არის იმ 1,2 მილიონი ამომრჩევლის მოთხვონა, რომელმაც ხმა “ოცნებას” მიცა. სხვათა შორის, ამაზე უარს არც ის კონტიგენტი იტყვის, რომელმაც ხმა ნაცმოძრაობას უფეშქაშა.
სრულად »
უოტერგეიტის კომპლექსი
07 ოქტომბერი, 2012 წ.
1970 წელს ამერიკაში ერთი შემზარავი ფაქტი მოხდა – მოვლენა, რომელმაც დააჩქარა როგორც პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის უოტერგეიტის საქმე, ასევე კიდევ ერთხელ და ლამის საბოლოოდ გამოაცოცხლა ჰიპები, გამოახატვინა რა პროტესტი ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მიმართ, რასაც შედეგად 4 სტუდენტის სიცოცხლე შეეწირა.
სრულად »
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30