Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით, "ქართულ ოცნებას" ხმა ამომრჩეველთა 46%-მა მისცა, თბილისში კი კახა კალაძეს 43%-იანი, ხოლო ნიკა მელიას 39%-იანი მხარდაჭერა აქვს
02 ოქტომბერი, 2021 წ.
Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით, რომელიც ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩატარდა, თბილისში არჩევნების მეორე ტური იქნება.

კერძოდ, ორგანიზაციის გამოკითხვით, კანდიდატებს შორის ხმები ასე ნაწილდება:

"ქართული ოცნება", კახა კალაძე - 43%,

"ნაციონალური მოძრაობა", ნიკა მელია - 39%,

პარტია "საქართველოსთვის", გიორგი გახარია - 7%.

"ხალხისთვის", ანა დოლიძე - 4%,

"ლელო", ანა ბიბილაშვილი - 2%,

"პატრიოტთა ალიანსი", გიორგი ლომია - 1%,

"ჩვენი გაერთიანებული საქართველო", რიჩარდ ოკბუნუჯუ -1%.

რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, 18:00 საათის მდგომარეობით, "ქართულ ოცნებას" ხმას ამომრჩეველთა 46% აძლევს. მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობა" 33%-ით.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, ხმები ასე გადანაწილდა:

გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" – 6%,

"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" – 2%,

"ლელო" – 2%,

"ევროპული საქართველო" –2%,

"ხალხისთვის" – 1%,

"გირჩი" – 1%,

"მოქალაქეები" – 1%,

"ლეიბორისტული პარტია" – 1%

"პატრიოტთა ალიანსი" – 1%,

"მესამე ძალა" – 1%.

კვლევა  18:00 საათის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს ასახავს. ქვეყნის მასშტაბით 14 660 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი +/- 2 %-ია ქვეყნის მასშტაბით.
ბეჭდვა