ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
პოლიტიკური ორგანიზაციები ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის პრინციპებზე შეთანხმდნენ
პოლიტიკური ორგანიზაციები ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის პრინციპებზე შეთანხმდნენ
30 სექტემბერი, 2021 წ.
2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები შეუერთდნენ პოლიტიკურ დეკლარაციას.
დეკლარაციაზე ხელმოწერით ისინი იღებენ პოლიტიკურ პასუხიმგებლობას, რომ არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, მათი წარმომადგნლები მიმართავენ ძალისხმევას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაუმჯობესებისათვის.

დეკლარაცია შედგება შვიდი პრინციპისგან, რომელიც მოიცავს:

• რეგულარულ ურთიერთობა ამომრჩევლებთან როგორც უშუალო შეხვედრებით, ასევე კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით;
• მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
• საკრებულოსთვის პეტიციით მიმართვის პროცედურების გამარტივება და ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა;
• ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდა;
• "ერთი ფანჯრის პრინციპის" და ინოვაციური ელექტრონული მომსახურების დანერგვა;
• ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მოქალაქეებისათვის ადვილად გასაგები მოდელის შეთავაზება;
• ინკლუზიური და ინტერესთა ჯგუფის საჭიროებათა მექანიზმებზე დაფუძნებული პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა;

აღნიშნული პრინციპების განხორციელებაზე პოლიტიკური პასუხიმგებლობა აიღეს შემდეგმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა და დეკლარაციას ხელი მოაწერეს:

1. პოლიტიკური მოზრაობა "დროა" სახელით - ელენე ხოშტარიამ
2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით - ნიკა მელიამ
3. გირჩი - მეტი თავისუფლება" სახელით - ზურაბ(გირჩი) ჯაფარიძემ
4. "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" სახელით - გიგა ბოკერიამ
5. "ლელო"-ს სახელით - მამუკა ხაზარაძემ
6. "მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი" სახელით - გიორგი ვაშაძემ
7. ლეიბორისტული (შრომის) პარტიის სახელით - ნინო მეტრეველმა


ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნებამდე თავი შეიკავა სელმოწერისგან.

დეკლარაცია ღიაა ხელმოწერებისათვის.

დეკლარაციის ტექსტი შემუშავებულია და პროცესის ორგანიზებულია კოალიცია "ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის" შემავალი ორგანიზაციების "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის" და "მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის" მიერ.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კოტე კანდელაკს(599157922) და კოკა კიღურაძეს(598163937);

I VOTE

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა