ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ცესკო COVID19-ის ვითარებაში რამდენიმე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს აჩერებს
ცესკო COVID19-ის ვითარებაში რამდენიმე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს აჩერებს
28 აპრილი, 2020 წ.
ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) 2020 წელს დაგეგმილ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს აღარ განახორციელებს.

საარჩევნო ადმინისტრაცია 2020 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, სხვადასხვა პროექტებს შორის, ცესკოს ადმინისტრაციული შენობის რემონტს გეგმავდა, რაც გულისხმობს დახურული ავტოსადგომის რეკონსტრუქციას და აღნიშნულ სივრცეში სხდომათა დარბაზის მოწყობას, ვინაიდან, არსებული სხდომათა დარბაზის პარამეტრები დიდწილად ვეღარ უზრუნველყოფს თანამედროვე მოთხოვნებს, მათ შორის ჩართული მხარეების საჭიროებებს.

ასევე, ვინაიდან 2020 -2021 საარჩევნო წლებია, იგეგმებოდა არსებული, მოძველებული საარჩევნო ყუთების, რომელთა ექპლუატაციის ვადა 10 წელზე მეტია, თანამედროვე, უფრო მყარი და გრძელვადიანად მოხმარებადი ყუთებით ჩანაცვლება.

თუმცაღა, ქვეყანაში ახალი კორონავისრუსის პანდემიის მიერ გამოწვეული სიტუაციის გამო, რაც თავის მხრივ აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ზემოაღნიშნული აქტივობები წელს აღარ განხორციელდება.

ამასთან, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს საკუთარ საქმიანობას და ახორციელებს კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესში.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
არჩევნებამდე დარჩა 31.10.2020 08:00 7 დღე
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2020 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31