ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
ზვიად ძიძიგური - საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, პარტიებმა შეიძლება შემოწირულობებით იარსებონ - “კონსერვატორებს“ ამის პრობლემა არ გვაქვს
08 ნოემბერი, 2017 წ.
საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, პარტიებმა შეიძლება შემოწირულობებით, სხვადასხვა დონორების დახმარებით იარსებონ - “კონსერვატორებს“ ამის პრობლემა არ გვაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა.

ამასთან, ძიძიგური მხარდაჭერას გამოხატავს “მრეწველების“ და “სოციალ-დემოკრატების“ წარმომადგენლების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ, რომლის მიხედვით, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსსა და შესაბამის დაფინანსებას იძენს არამხოლოდ ის პარტია, რომელიც პროპორციული არჩევნების წესით ხმების 3%-ს მიიღებს, არამედ ისიც, ვინ დეპუტატებს პარლამენტში მაჟორიტარული სისტემით გაიყვანს და ფრაქციას შექმნის.

“არსებობს პარტიის დაფინანსების ალტერნატიული შანსი. ეს არ არის მხოლოდ საბიუჯეტო დაფინანსება. არაკვალიფიციურმა პარტიებმა შეიძლება იარსებონ შემოწირულობებით, სხვადასხვა დონორების დახმარებით. “კონსერვატორებს“ ამის პრობლემა არა გვაქვს. ჩვენს პარტიაში არიან შეძლებული ადამიანები, რომლებიც პარტიის საქმიანობას აქტიურად დაეხმარებიან. ამაში დარწმუნებული ვარ და ეს არაერთხელ მომხდარა. რაც შეეხება კვალიფიციური პარტიის სტატუსის განსაზღვრის იმ წესს, რომელიც ჩვენმა კოლეგებმა - “მრეწველებმა“ და “სოციალ-დემოკრატებმა“ შემოიტანეს, მათი კანონპროექტი ძალიან არგუმენტირებულია - ერთი დეპუტატის წონა არის დაახლოებით 20-ათასიდან 25-ათასს ხმამდე. დეპუტატი პარლამენტში დაახლოებით ამდენ ადამიანს წარმოადგენს. ამიტომ თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ლოგიკა არის ის, რომ პარტია, რომელიც მთელ საქართველოში 2 000 ხმას ან 100 ხმას აიღებს, უნდა იყოს კვალიფიციური და ვისაც ფრაქცია ჰყავს პარლამენტში, ის არ უნდა იყოს კვალიფიციური, მე ამ ლოგიკას არ დავეთანხმები“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად ძიძიგურმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
არჩევნებამდე დარჩა 31.10.2020 08:00
მედიაცენტრი 2020 LIVE
არქივი
«« აპრილი 2021 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30