ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
სიმონ ნოზაძე „მრეწველების“ მიერ სახელმწიფო დაფინანსების დაკარგვაზე - პარტია, რომელიც პარლამენტში გაიყვანს წევრს, კვალიფიციური უნდა იყოს და ამაზე ორი აზრი არ უნდა არსებობდეს
08 ნოემბერი, 2017 წ.
სინომ ნოზაძის განცხადებით - “ამ ეტაპზე პოლიტიკურ სპექტრს დემოკრატიული პროცესების გაღრმავებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერა და დახმარება სჭირდება. სწორედ ამიტომ არის, რომ ე.წ. კვალიფიციურ პარტიებს სახელმწიფო აფინანსებს. სახელმწიფო უნდა ეცადოს, ხელი შეუწყოს მრავალპარტიულ წარმომადგენლობას პარლამენტში და მთლიანად პოლიტიკურ სპექტრში. სწორედ ამიტომ ჩვენ და “სოციალ-დემოკრატებს გვაქვს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომ კვალიფიციურად სცნონ არა მხოლოდ ის პარტიები, რომლებმაც დეპუტატები პროპორციული არჩევნების გზით გაიყვანეს, არამედ ისინიც, ვინ დეპუტატების მაჟორიტარული სისტემით გაყვანა შეძლო. ეს 2024 წლამდე ასეთნაირად უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დისკრიმინაციული მიდგომა გამოგვდის - ვცნობთ პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატებს და მათ სტატუსს და არ ვცნობთ მაჟორიტარებს. 2024 წლიდან, როცა სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადავალთ, პოლიტიკური სპექტრი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ შესძლოს კოალიციური პარტიის შექმნა და ვინც გაიყვანს პარლამენტში დეპუტატებს, ისინი სცნონ კვალიფიციურ პარტიებად“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს,  ოთხი პოლიტიკური პარტია დაკარგავს და ორი პარტია შეიძენს. კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე პარტიათა რაოდენობა, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება, 20 პარტიიდან 18 პარტიამდე მცირდება.

კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს კარგავს: - “კონსერვატიული პარტია“, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, “რესპუბლიკური პარტია” და “ეროვნული ფორუმი”. ოთხივე ეს პარტია ბლოკში “ქართულ ოცნებასთან“ ერთად იყო და სტატუსსა და დაფინანსებას 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ინარჩუნებდა. ამასთან, ბუნდოვანია, შეუნარჩუნებენ თუ არა “მრეწველებს“ იმ 300 000 - ლარიან დაფინანსებას, რომელსაც “მრეწველთა პარტია“ “ქართული ოცნების“ დახმარებით პარლამენტში შექმნილი ფრაქციისათვის იღებს. თავად კანონის თანახმად, აღნიშნული დაფინანსება ძირითადი დაფინანსების ფორმულის შემადგენელი ნაწილია და ვინაიდან, “მრეწველთა პარტია“ ძირითად დაფინანსებას კარგავს, მოსალოდნელია, რომ საპარლამენტო ფრაქციის დაფინანსებასაც ვეღარ მიიღებს.

რაც შეეხება ახალ კვალიფიციურ სუბიექტებს, 2017 წლიდან ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები ხდება “ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში “ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად საარჩევნო ბლოკში მონაწილეობდა და ასევე, “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“, რომელიც არჩევნების წინ შეიქმნა და ბლოკში “ევროპულ საქართველოსთან“ ერთად იყო წარმოდგენილი.

საბიუჯეტო დაფინანსების მიმღებ კვალიფიციურ სუბიექტებად რჩება შემდეგი პოლიტიკური პარტიები: - “ქართული ოცნება“, “თავისუფალი დემოკრატები“, “ლეიბორისტული პარტია“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, “ევროპული საქართველო“, “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, “თავისუფალი საქართველო“, “ტრადიციონალისტთა კავშირი“, “თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“, “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“, “ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, “სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31