ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
საკონსტიტუციო სასამართლომ მერისათვის საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადების არაკონსტიტუციორობის შესახებ სარჩელი არ მიიღო არსებითად განსახილველად
საკონსტიტუციო სასამართლომ მერისათვის საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადების არაკონსტიტუციორობის შესახებ სარჩელი არ მიიღო არსებითად განსახილველად
18 ოქტომბერი, 2017 წ.
საქართველოს მოქალაქეები საბა სუთიძე, კონსტანტინე კანდელაკი და გიორგი აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

2017 წლის 17 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა (ზეპირი მოსმენის გარეშე) საქართველოს მოქალაქე საბა სუთიძის კონსტიტუციურ სარჩელზე (რეგისტრაციის №660) და საქართველოს მოქალაქეების - კონსტანტინე კანდელაკისა და გიორგი აბულაძის კონსტიტუციურ სარჩელზე (რეგისტრაციის N754) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ნორმებს, რომლებიც არეგულირებს საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის/მერისათვის უნდობლობის გამოცხადებისა და ამ საფუძვლით გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს შეუძლია ხალხის მიერ, პირდაპირი წესით არჩეული გამგებელი/მერი თანამდებობიდან გადააყენოს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ სადავო ნორმებით ირღვევა მათი უფლება აირჩიონ მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი (აქტიური საარჩევნო უფლება).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დაეყრდნო დადგენილ პრაქტიკას და მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი იცავს მხოლოდ იმ თანამდებობების პირების არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, რომელთა პირდაპირი წესით არჩევაც კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. ასეთ სახელმწიფო თანამდებობას არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, შესაბამისად მათი არჩევის უფლება არ არის კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ №660 და N754 კონსტიტუციური სარჩელები დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ მიიღო არსებითად განსახილველად.

განჩინებებს თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა