საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, საშემოდგომო სესიაზე პარლამენტს განსახილველად ორი პროექტი წარედგინება – ცალკე პროექტად მოხდება კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირება, ცალკე დარეგისტრირდება საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი პარლამენტში მიმდინარე კვირაში იქნება ინიცირებული, "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებები – ცოტა მოგვიანებით.
საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით, მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა იგივე რჩება – იქნება კვლავ 73 ერთმანდატიანი ოლქი, მაგრამ შეიცვლება მათი საზღვრები.
"საარჩევნო ოლქების გამოთანაბრება იმ ფარგლებში მოხდება, რაც დაშვებულია საერთაშორისო სტანდარტებით. საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა უნდა იყოს 40 000-დან 54 000-მდე. ეს არის ის 15%-იანი გადახრა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტით არის დაშვებული. ამასთან, ვენეციის კომისია განსაზღვრავს, რომ შეიძლება იყოს გამონაკლისი იმ შემთხვევებში, როდესაც არის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ტერიტორიები, ან მეჩხერად დასახლებული ტერიტორიები", - განმარტა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ხმალაძემ, რომლის თქმითაც, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი დამუშავების პროცესშია.
რაც შეეხება კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს, ის 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით - მრავალმანდატიანი ოლქების მიხედვით ჩატარებას ითვალისწინებს და სათანადო ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაშიც იწვევს. როგორც ამასთან დაკავშირებით ხმალაძე განმარტავს, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის ინიცირება მიმდინარე კვირას მოხდება, მაგრამ იმის გამო, რომ აღნიშნული ცვლილება 2016 წლის მოწვევის პარლამენტის შეკრების პირველი დღიდან უნდა ამოქმედდეს, საარჩევნო კოდექში გასატარებელი ცვლილებების ნაწილში "დრო ითმენს".
http://www.interpressnews.ge/
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები