“ქართული ოცნების” მხარდამჭერი მიხეილ მესხი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
როგორც “პირWელს” მესხის ადვოკატმა, საია-ს ქუთაისის ფილიალის წევრმა გიორგი ჭიქაბერიძემ განუცხადა, მესხი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
“დაკითხვას თავიდან ბოლომდე ვესწრებოდი, ამ პროცესში დარღვევა არ ყოფილა. მოქმის სტატუსით დაკითხვიდან 5 წუთში მესხი ბრალდებულის სახით უკვე დააკავეს. იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამჟამად იგი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი, 48 საათის შემდეგ სასამართლოს წინაშე წარსდგება და გადაწყდება, თუ რა აღმკვეთი ღონისძიება შეეფარდება მას”, - განაცხადა ჭიქაბერიძემ.
მისივე განმარტებით, ბრალის დამტკიცების შემთხევაში, მესხს 500 ლარის ოდენობით ჯარიმა ან თავისუფლების 3 წლამდე აღკვეთა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ შსს-ის ინფორმაციით, ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტზე “ქართული ოცნების” 3 მხარდამჭერი მიხეილ ამაშუკელი, გაგა ამბროლაძე და მიხეილ მესხია დაკავებული.
pirweli.com.ge