კახა კუკავა - არჩევნები ვერ იქნება შეფასებული, როგორც ლეგიტიმური
კახა კუკავა -  არჩევნები ვერ იქნება შეფასებული, როგორც ლეგიტიმური
01 ნოემბერი, 2020 წ.
პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ იმ რამოდენიმე ათას ამომრჩეველს, რომელიც მოვიდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა პარტია „თავისუფალ საქათველოს“.

მინდა მადლობა გადავუხადო, ყველა იმ ადამიანს, რომელიც არაერთი წლის მანძილზე ჩვენს გუნდთან ერთად დედაქალაში და რეგიონებში უთანასწორო პირობებში მუშაობდა.

სამწუხაროდ, როგორც ობიექტური, ისევე სუბიექტური მიზეზების გამო „თავისუფალმა საქართველომ“ მიიღო თავისი არსებობის მანძილზე ყველაზე მძიმე და დაბალი შედეგი.

მე, როგორც პარტიის ხელმძღვანელი მთლიანად ვიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას ამ წარუმატებლობისათვის. ბოდიშს ვუხდი, როგორც ამომრჩეველს, ასევე საკუთარი პარტიის წევრებს.

იმავდროულად, გვინდა ვთქვათ, რომ ვიღებთ არაერთ ინფორმაციას საარჩევნო უბნებზე არსებული დარღვევების და კონკრეტულად „მოპარული ხმების“ შესახებ. არჩევნები, რომელიც ჩატარდა არათანასწორ გარემოში, განსაკუთრებით, ხმების დათვლა და შეჯამება, ბუნებრივია ვერ იქნება შეფასებული, როგორც ლეგიტიმური. ჩვენ გავაგრძელებთ ინფორმაციისა და მტკიცებულებების შეკრებას ამ კონკრეტული დარღვევების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ გვესმის ეს არ მოახდენს ზეგავლენას ჩვენს საბოლოო შედეგზე.

შექმნილ ვითარებაში თუ როგორ და რა ფორმით გააგრძელებს პარტია „თავისუფალი საქართველო“ საქმიანობას, ამას ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობიდან გამომდინარე უახლოეს დღეებში გუნდურად გადავწყვეტთ.

ბეჭდვა