როგორც დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და კანდიდატებს მხოლოდ პროპორციული სიით წარადგენს.
მაჟორიტარობის რესურსი, არც ორგანიზაციული და არც ფინანსური, ამჟამად „რესპუბლიკელებს“ არ გვაქვს – ჩვენს შესაძლებლობებს ადეკვატურად ვაფასებთ. ჩვენ ყველაზე უფრო აქტიური, აქტუალური და ეფექტური ვართ საინფორმაციო სივრცეში და მოსახლეობასთან უშუალოდ შეხვედრებში.
ბევრი “რესპუბლიკელია‘ საერთო ნაციონალური ცნობადობის მქონე. ჩვენ ვიქნებით საარჩევნო პროცესში ხალხთან უშუალო შეხვედრებზეც და მედიასაშუალებებშიც. პირადად პროპორციულ სიაში ნამდვილად ვიქნები“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.