ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
ცესკოს თავმჯდომარემ რესპუბლიკურ პარტიას რეგისტრაციაზე უარი უთხრა
ცესკოს თავმჯდომარემ რესპუბლიკურ პარტიას რეგისტრაციაზე უარი უთხრა
18 ივლისი, 2020 წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2020 წლის 17 ივლისის №29/2020 განკარგულებით რესპუბლიკურ პარტიას რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 197-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე უნდა მიმართოს.

რაც შეეხება „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“-ს მან საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის მიზნით, განცხადებით (№გ-01/14/07/20/28, ცესკოში რეგისტრაციის №1037) საქართველოს ცენტრალურ კომისიას ვადაგადაცილებით, 2020 წლის 15 ივლისს მიმართა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რესპუბლიკურ პარტიას უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

სამოაქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა