ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
“რესპუბლიკურმა პარტიამ” ეროვნული კომიტეტის შემადგენლობა განაახლა
 “რესპუბლიკურმა პარტიამ” ეროვნული კომიტეტის შემადგენლობა განაახლა
“რესპუბლიკურმა პარტიამ” პარტიის მმართველი ორგანოს - ეროვნული კომიტეტის შემადგენლობა განაახლა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეროვნულ კომიტეტში პარტიის წასული წევრების ადგილზე, ახალი თაობის ”რესპუბლიკელები” შევიდნენ.

კომიტეტის სხდომა 5-6 ნოემბერს გაიმართა.

”პარტიის ის ლიდერები, რომლებიც პარტიიდან გავიდნენ, ბუნებრივია, იყვნენ ეროვნული კომიტეტის წევრები. პარტიის წესდების შესაბამისად, მოხდა ეროვნული კომიტეტის განახლება, სადაც ეს ადგილები უფლებამონაცვლეებმა შეავსეს. ეროვნულ კომიტეტში შემოვიდნენ ახალგაზრდები - ახალი თაობის ”რესპუბლიკელები”. პარტიის განახლება იყო ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, განსაკუთრებით არჩევნებზე მიღებული შედეგის შემდეგ. მათი გააქტიურება პარტიის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში პარტიისათვის არის ძალიან კარგი. ეს არის პირველი ნაბიჯი ჩვენი ხედვის, რომ პარტია განახლდეს და ახალი ძალებით გაძლიერდეს”, - განუცხადა ჟურნალისტებს ხათუნა სამნიძემ.

მისივე ინფორმაციით, პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს, რა უნდა ყოფილიყო ის ტაქტიკური და იდეოლოგიური საკითხები, რაზეც პარტიამ სამომავლოდ უნდა გაამახვილოს ყურადღება.

”რესპუბლიკური პარტია” არის 1978 წელს შექმნილი ორგანიზაცია, რომლის მთავარი პრიორიტეტი არის თავისუფლება და ადამიანი. ”რესპუბლიკური პარტია” იყო ანტისაბჭოთა პარტია. დღეს ჩვენ ისევ ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, როდესაც უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისათვის და ადამიანის თავისუფლებისათვის”, - აღნიშნა სამნიძემ.

”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის განცხადებით, ეროვნულმა კომიტეტმა ის მიზეზები განიხილა, რომელმაც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიღებული შედეგი განაპირობა.

”ბევრი მიზეზი დასახელდა და ამ თემაზე მსჯელობა გრძელდება. ერთ-ერთი საკითხი ბუნებრივია იყო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განვლილი გზა. პარტიისთვის ეს ოთხი წელი იყო რთული - კოალიციაში ყოფნა, პარტნიორებთან ურთიერთობა. ”რესპუბლიკურმა პარტიამ” ბევრი წარმატების, რეფორმის საკითხის გადაწყვეტაში გადამწყვეტი როლი შეასრულა, თუმცა იყო საკითხები, სადაც მოგვიწია კომპრომისი, დათმობა. ვფიქრობ, რომ პარტიისთვის არის პრინციპული საკითხები, სადაც ის იმ ტიპის კომპრომისებზე არ უნდა წავიდეს, რაზეც გვიწევდა წასვლა პარტნიორებთან. დღეს სწორედ ამ ტიპის განაცხადი აქვს პარტიას გასაკეთებელი და ამას უახლოეს დღეებში ვგეგმავთ, რომ განვაცხადოთ ჩვენი პრიორიტეტებისა და პრინციპების შესახებ”, - განაცხადა სამნიძემ.

ipn.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30