იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო არ დგას ერთ ადგილას და მითუმეტეს, არ დგამს ნაბიჯებს უკან, არამედ წინ მიიწევს
 იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო არ დგას ერთ ადგილას და მითუმეტეს, არ დგამს ნაბიჯებს უკან, არამედ წინ მიიწევს
საპარლამენტო არჩევნები მშვენივრად იყო ორგანიზებული, მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა დარღვევებს, რომელთან მომავალში თავი უნდა ავარიდოთ, - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე დისკუსიისას განაცხადა.

"ვფიქრობ, ბოლო არჩევნების შემდეგ მიღწეული სტაბილურობა შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, გაძლიეროს ინსტიტუტები, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და ა.შ.",- განაცხადა ჯენტილონიმ.

მან ისაუბრა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობაზეც. ევროკავშირთან ურთიერთობების კონტექსტში საქართველოს დღევანდელი ადგილის განსაზღვრისას კი, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო არ დგას ერთ ადგილას და მითუმეტეს, არ დგამს ნაბიჯებს უკან, არამედ წინ მიიწევს.

ცნობისთვის, დისკუსია თემაზე "იტალია-საქართველოს ურთიერთობები და ევროპის მომავალი" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში იტალიის საელჩოსა და რონდელის ფონდის ორგანიზებით იმართება.

ipn.ge
ბეჭდვა