ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იქნება
 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იქნება
ბევრ ადამიანთან, რომელიც დღეს არის ჩვენს გუნდში, მქონდა პირადი, საქმიანი ურთიერთობა და ჩემთვის რეალურად ცნობილია ის პოტენციალი, რომელიც არის ჩვენს გუნდში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტზე წარდგენილმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალსიტებს განუცხადა. არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მოსახლეობას არჩევნებში მხარდაჭერისთვის.

„არჩევნების დასრულებისთანავე კონსულტაციები დავიწყეთ იმ პოზიციებთან დაკავშირებით, რომელიც მეცხრე მოწევევის პარლამენტში არჩეულ თითოეულ ადამიანს ექნებოდა. კონსულტაციები პრაქტიკულად ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდა და დღეს გამოვაქვეყნეთ კონფიგურაცია, თუ ვინ რა პოზიციაზე იქნება წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში. ეს არის, რა თქმა უნდა, ხედვა, რომელიც შეჯერებულია პოლიტსაბჭოსთან და ჩვენი გუნდის ყველა წევრთან. რაც შეხება ჩემს როლს, მე მაქვს 4 წლიანი გამოცდილება აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქმიანობის და ბევრ ადამიანთან, რომელიც დღეს არის ჩვენს გუნდში, მქონდა პირადი, საქმიანი ურთიერთობა და ჩემთვის რეალურად ცნობილია ის პოტენციალი, რომელიც არის ჩვენს გუნდში. რა თქმა უნდა უმრავლესობის ლიდერის ამოცანები და ფუნქცია არის კარგი კოორდინაციის უზრუნვეყოფა, ასევე მედიასთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა და ყველა იმ შესაძლებლობის და შანსის გამოყენება, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება სწრაფი განვითარებისთვის. ჩვენი პირველი და მნიშვნელოვანი სამუშაო თემები, როგორც ეს პრემიერმა თქვა, იქნება იმ პრიორიტეტების გარშემო, რაზეც არჩევნების წინ ვსაუბრობდით. ეს არის: ეკონომიკური განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, განათლების სისტემის შემდგომი რეფორმირება, ინფრასტრუქტურის განახლება, მმართველობის რეფორმა. დარწმუნებული ვარ, როგორც მოკლე დროში ეფექტურად მოვახერეხეთ კონსულტაციების შედეგად ამ პოზიციებზე შეჯერება, ასევე ეფექტურად მოხდება შემდგომი სამუშაო საკითხების ჩამოყალიბება და ამ მუშაობის ინიცირება უკვე პარლამენტის ფარგლებში“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ipn.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30