ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ნინო ბურჯანაძე - კარგია, სალომე ზურაბიშვილი ახლა მაინც მიხვდა, რომ რასაც ნინო ბურჯანაძე ამბობდა არის სწორი
 ნინო ბურჯანაძე - კარგია, სალომე ზურაბიშვილი ახლა მაინც მიხვდა, რომ რასაც ნინო ბურჯანაძე ამბობდა არის სწორი
კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილი ახლა მაინც მიხვდა იმას, რომ რასაც ნინო ბურჯანაძე ამბობდა არის სწორი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკოფერენციაზე განაცხადა. ამით ის მთაწმინდის რაიონში დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსეთის ოკუპანტის სტატუსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, სამართლიანი იქნებოდა სალომე ზურაბიშვილს ეთქვა, რომ 4 წლის წინ ცდებოდა.

”გაცილებით უფრო რბილი ფორმულირებებისთვის სალომე ზურაბიშვილმა მე ანათემას გადამცა რუსეთის აგენტი და პუტინის მონა მიწოდა. ახლა რა მოხდა, რა შეიცვალა? კიდევ უფრო გაუარესდა სიტუაცია. 4 წლის წინ, როდესაც მე ამას ვამბობდი, მაშინ რომ დაგვეწყო ეს მოლაპარაკებები აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართულებით გაცილებით წინ ვიქნებოდით. კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილი ახლა მაინც მიხვდა იმას, რომ რასაც ნინო ბურჯანაძე ამბობდა, ეს არის სწორი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არც ვინმეს მონობა, არც ვინმეს აგენტობა და სამშობლოს ღალატი არაფერ შუაშია. ისე სამართლიანობა მოითხოვდა ეთქვა, რომ ის 4 წლის წინ ცდებოდა, როდესაც ამის გულისთვის ადამიანს სამშობლოს ღალატს აბრალებდა”, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მთაწმინდის რაიონში დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა, რომ ოკუპანტის სტატუსი, რაც მიენიჭა რუსეთს და რაც არის რეალობის სწორი ასახვა, ამავე დროს ჩვენ ყველა მხრივ გვბლოკავს.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებებით იმ მიზნის მიღწევა, რაც ქვეყანას სჭირდება, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ყოველთვის შესაძლებელია მოლაპარაკებით შედეგის მიღწევა.

”ყოველთვის საჭიროა, ყოველ შემთხვევაში ამის მცდელობა. ის ოკუპანტის სტატუსი, რაც მიენიჭა (რუსეთს) და რაც არის რეალობის სწორი ასახვა, ამავე დროს ჩვენ გვბლოკავს ყველამხრივ. ჩვენ ვერ ვმონაწილეობთ მოლაპარაკებებში. ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომლებიც იცავენ ჩვენს სუვერენიტეტს, არიან თავისუფალი, რომ იგივე ამ ოკუპანტს დაელაპარაკონ და ჩვენ არა, თუ არ ჩავთვლით მხოლოდ იმ ორმხრივ ფორმატს, რომელიც არის ზურაბ აბაშიძისა და კარასინის ფორმატი. ეს არის ჩვენი შეზღუდვა, იმიტომ, რომ ქვეყანა, რომელსაც არ შეუძლია, არ აპირებს სამხედრო გზით სვლას და ჩვენ ვიცით, რომ ეს გზა ჩვენი არ არის და ჩემი აზრით, არც არასდროს ყოფილა, ვერ იტყვის უარს დიპლომატიურ გზაზე. დიპლომატიური გზა არ არის დათმობის გზა, აქ უნდა იყოს ძალიან სერიოზული ჯებირები. ამ გზაზე არ შეიძლება დადიოდნენ ოპოზიციონერები, როგორც სცადა რამოდენიმემ იმისათვის, რომ თავისი პოლიტიკური სტატუსი აიმაღლოს. დიპლომატიური გზა უნდა იყოს ძალიან კარგად შეთანხმებული შიგნით, ეს უნდა იყოს კონსესუსი ყველა პარტიის. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა და რა არის ჩვენი წითელი ხაზები, ეს არის ის, რასაც ჰქვია მოლაპარაკების მომზადება. მე არ ვიცი, მოვიდა თუ არა ამისი დრო”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30