მთაწმინდის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის ოლქის საარჩევნო უბნების კომისიების თავმჯდომარეებს მოუწოდებს, არ დაუშვან ერთი მედიაორგანიზაციის სამზე მეტი წარმომადგენლის შეშვება უბანზე.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ისაუბრა საინფორმაციო სააგენტო „ოლმედიას“ მიერ ცესკოდან მიღებული აკრედიტაციების შესახებ. ზურაბიშვილის თქმით, არჩევნების პირველი ტურისთვის „ოლმედიამ“ სულ 3400 აკრედიტაცია მიიღო, მეორე ტურისთვის ამას დაემატა დაახლოებით 500 აკრედიტაცია.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ამას უნდა დაემატოს ასევე „რუსთავი 2“-ის 700-მდე ჟურნალისტის მიერ მიღებული აკრედიტაცია და უბნებზე აკრედიტებული არასამთავრობო ორგანიზაციები. მისი თქმით, ეს ყველაფერი შეიძლება ემსახურებოდეს ორ რამეს, ეს არის პირდაპირ არეულობის მოწყობა და ამომრჩევლებზე ზეწოლის მოხდენა.
„თუ ჩემი არითმეტიკა სწორია, გამოდის უბანზე „ოლმედიის“ 30 წარმომადგენელი შევა, რაც ძალიან ცუდია. ამას უნდა დავუმატოთ აკრედიტებული არასამთავრობოები და ეს ხდება, „ოლმედიას“ სიტყვებით, მშვიდ გარემოში არჩევნების ჩასატარებლად და ვინ იქნებიან იმ აკრედიტებული ადამიანების რიგებში, არავინ იცის. მათი მეთაური პირველ ტურში იყო ჟორიკა და ვიცით, რა წარსული აქვს მას, და მისი კომპანიის დაცვის წევრები. ამ ყველაფერს ორი მიზანი შეიძლება ჰქონდეს - ერთი შეიძლება იყოს პირდაპირ არეულობის მოწყობა და ზეწოლის მოხდენა ამომრჩეველზე. გამომდინარე იქიდან, რომ კანონში არ წერია, რომ მათი შესვლა რაიმე ფორმით აიკრძალოს საარჩევნო უბანზე, კანონში წერია ის, რომ აკრძალულია ერთი და იგივე მედიაორგანიზაციის სამზე მეტი წარმომადგენლის შესვლა უბანზე, ამიტომ შევახსენებ და მივმართავ ყველა უბნის ყველა თავმჯდომარეს, რომ ნუ დაუშვებენ მსგავსი არეულობის მოწყობას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ მისი წარმომადგენლები იქნებიან უბნებზე, დაწერენ საჩივრებს დარღვევების შემთხვევაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს წესრიგის დაცვა.
„ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ თვითონ და თავისი ხმები იქნება დაცული. ყველა ღონეს მივმართავთ, რომ არეულობა არ მოხდეს და არჩევნებმა ამ ოლქში ჩაიაროს მშვიდად“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ არეულობა მოხდება, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც არეულობას დაუშვებს. ზურაბიშვილი მოუწოდებს ცესკოს, ხელისუფლებას და კომისიების თავმჯდომარეებს, არ დაუშვან კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში მაჟორიტარობის კანდიდატი ყველას პასუხისმგებლობას აკისრებს.
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები