ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
სასამართლომ ცესკოს წინააღმდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა
 სასამართლომ ცესკოს წინააღმდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ცესკოს წინააღმდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. „პატრიოტთა ალიანსი“ ცესკოს შემაჯამებელი ოქმის იმ ნაწილს ასაჩივრებს, რომლითაც მათ ცესკომ ექვსი სადეპუტატო მანდატი მიაკუთვნა, თუმცა მიაჩნიათ, რომ რეალურად მეტი ეკუთვნით.

როგორც სხდომის დასრულების შემდგომ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა გოჩა თევდორაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, ხელისუფლებას არ სურს მანდატების დათმობა, თუმცა პარტია სამართლებრივ დავას განაგრძობს და მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. ის ვერ გათავისუფლდა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება. ხელისუფლებას არ სურს ერთი მანდატის დათმობაც კი. ჯერ ცესკოს მიაღებინა გადაწყვეტილება, ახლა საქალაქო სასამართლოს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში“, - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის, კახა ნარეკლიშვილის თქმით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. მისივე განცხადებით, მოსარჩელე მხარეს არ ჰქონდა არგუმენტები, თუ რის გამო უნდა გაეუქმებინა ცესკოს მიერ მიღებული აქტი. „სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და ძალაში დატოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი. კიდევ ერთხელ განვმარტავ, ამ ოქმის შედგენის დროს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იხელმძღვანელა საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა, თითქოს საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლი ითვალისწინებს პარლამენტის წევრთა მანდატების გადანაწილებას, ასევე საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლი, ეს სასამართლომ არ გაითვალისწინა. სრულიად სამართლიანი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა კომისიის წარმომადგენელმა.

„პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია“ ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით, პარტიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკო-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. როგორც ”პატრიოტთა ალიანსში” განმარტავენ, მათ ცესკო-მ ექვსი სადეპუტატო მანდატი მიაკუთვნა, თუმცა რეალურად მეტი ეკუთვნით. პარტიის წევრების მტკიცებით, მანდატების ამგვარი გადანაწილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. პარტიაში მიიჩნევენ, რომ 17 მანდატი, რომელიც 5%-იან ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიებისგან მოგროვდა, პარლამენტში შესულ ყველა პარტიაზე თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო.

ipn.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ივლისი 2020 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31