თამაშის წესები ბევრად ადრე იყო დადგენილი, ვიდრე საარჩევნო პროცესი დაიწყებოდა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლოში „პატრიოტთა ალიანსის“ სარჩელის განხილვის შემდგომ განუცხადა.
როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი გამოიცა კანონის და კონსტიტუციის დაცვით და არავითარი კოლიზია საარჩევნო კოდექსის ნორმებსა და კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტს შორის არ არსებობს.
„მოწინააღმდეგე მხარე ცდილობდა დაესაბუთებინა, რომ საარჩევნო კოდექსსა და კონსტიტუციას შორის არსებობს კოლიზია, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ მათი არგუმენტები არასამართლებრივი იყო და უფრო პოლიტიკურ მოტივებს ეხებოდა. კონსტიტუციის 50-ე მუხლი ზოგადად არ აწესრიგებს იმ წესებს, რა წესებით უნდა ტარდებოდეს არჩევნები და ნაწილდებოდეს მანდატები. 50-ე მუხლი ასეთი უფლების დელეგირებას ახდენს საარჩევნო კოდექსზე, რომელიც ამ საკითხს აწესრიგებს“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, კონსტიტუციაში არ წერია, რომ მანდატები თანაბრად უნდა გადანაწილდეს.
„როგორ და რა წესით უნდა განაწილდეს მანდატები, ეს წერია ორგანულ კანონში. აღნიშნული თამაშის წესები ბევრად ადრე იყო დადგენილი, ვიდრე საარჩევნო პროცესი დაიწყებოდა. ყველა მონაწილე მხარემ იცოდა, რომ ასეთ შემთხვევაში მანდატები ასე გადანაწილდებოდა. ასე, რომ ვერავითარ პოლიტიკურ მოტივს ამაში მე ვერ ვხედავ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცესკოს წინააღმდეგ ”პატრიოტთა ალიანსის” სარჩელზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. საკუთარ სარჩელში ”პატრიოტთა ალიანსი” ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გაუქმებას და პარტიისთვის მინიჭებული მანდატების რაოდენობის 10-მდე გაზრდას ითხოვს. ალიანსი საკუთარ სარჩელში კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტზე აპელირებს, სადაც როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, ე.წ. გაუნაწილებელი მანდატების თანაბრად განაწილებაზეა საუბარი.
ipn.ge
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები