ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი კანდიდატი „ქართული ოცნების“ კანდიდატს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
 „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი კანდიდატი „ქართული ოცნების“ კანდიდატს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
„თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი „ქართული ოცნების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სულხან მახათაძეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, მას შემდეგ, რაც თეიმურაზ გაფრინდაშვილმა სულხან მახათაძეს ადამიანების დაშინების შეწყვეტისა და თანაბარ პირობებში ბრძოლისაკენ მოუწოდა, მახათაძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ თეიმურაზ გაფრინდაშვილმა თავისი კუთვნილი მარკეტიდან New Land თანამშრომელი მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლა, რომ მისი მშობლები მმართველი პარტიის კანდიდატურას უჭერენ მხარს.

„როგორც ყოველთვის, სულხან მახათაძე ამ შემთხვევაშიც ცრუობს. New Land-ი თეიმურაზ გაფრინდაშვილის საკუთრებას არ წარმოადგენს. ადამიანი, რომელიც მაჟორიტარობაზე აცხადებს პრეტენზიას, წესით უნდა ერკვეოდეს ისეთ საკითხებში, როგორიც საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიებაა. თანამშრომელი, რომელზეც სულხან მახათაძე საუბრობს, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატმა რეალობის ყოველგვარი შეგრძნება დაკარგა და საზოგადოების დარწმუნებას დეზინფორმაციით ცდილობს. თითოეული ჩვენგანი პასუხს ვაგებთ ჩვენს სიტყვებზე. ამიტომ, მოვუწოდებ სულხან მახათაძეს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში საზოგადოების შეცდომაში შეყვანისათვის. მან ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის მთავარია ნებისმიერ ფასად საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა და რომ ის რეალურად არ სცემს პატივს არც სიმართლეს, არც ჭიათურას და ჭიათურელებს მით უმეტეს“, - აცხადებს თეიმურაზ გაფრინდაშვილი.

ipn.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
არჩევნებამდე დარჩა 31.10.2020 08:00
მედიაცენტრი 2020 LIVE
არქივი
«« თებერვალი 2021 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28