”ეროვნული ფორუმს“ არაფერი ესაქმება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და უკვე არც „ქართულ ოცნებასთან“, - ამის შესახებ ”ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო ვახტანგაშვილმა განაცხადა.
სოსო ვახტანგაშვილი გამოეხმაურა ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს „ფორუმელები“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჯერ კიდევ პარლამენტში ყოფნის დროს აწარმოებდნენ მოლაპარაკებას.
ვახტანგაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს და პარტიის წინააღმდეგ მიმართულ ”შავ პიარს” უწოდებს.
”მე ვფიქრობ, რომ ეს არის სპეციალურად დაგეგმილი შავი პიარი, რომელსაც ერთად ახორციელებენ „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. მათ არ სურდათ და არც ახლა სურთ, რომ პოლიტიკური სპექტრი იყოს გაძლიერებული ქვეყანაში. უნდათ, დამარხონ და დაასამარონ ყველა სხვა პარტია, ამიტომ საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიები საზოგადოებამ აღიქვას, როგორც უპრინციპო, უთავმოყვარე ადამიანებისგან შემდგარ პარტიებად. ამაზე ჯერ კიდევ მაშინ იმუშავეს, როდესაც არჩევნებამდე აბსურდულ რეიტინგებს აქვეყნებდნენ და ახლა რეიტინგები ტყუილებისგან შემდგარ განცხადებებად შეცვალეს. მე არ ვიცი, სხვა პარტიებთან რა ხდებოდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, არც ერთი დასახელებული პარტია ”ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოლაპარაკებას არ აწარმოებდა და არც დღეს აწარმოებს, მაგრამ დანამდვილებით, რაც შემიძლია ვთქვა და ვალდებული ვარ საზოგადოებას განვუმარტო, ისაა რომ ”ეროვნული ფორუმს“ არაფერი ესაქმება ”ნაციონალურ მოძრაობასთან“ და უკვე არც ”ქართულ ოცნებასთან“, - განაცხადა სოსო ვახტანგაშვილმა.
ipn.ge
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები