სხვადასხვა წყაროებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ შესაძლოა არსებობდეს წინასწარი სიები, იმ ადამიანების, რომლებიც საუბნო კომისიებში უნდა იყვნენ არჩეულნი, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, საიასთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე არის მცდელობა, რომ პროფესიული ნიშნით შესარჩევ კვოტებზე გაიყვანონ ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკური სიმპატიები აქვთ მმართველი ძალის მიმართ.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს მასშტაბით აკვირდება წინასაარჩევნო პროცესებს. დაკვირვების დროს, სხვადასხვა წყაროებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ შესაძლოა არსებობდეს წინასწარი სიები, იმ ადამიანების, რომლებიც საუბნო კომისიებში უნდა იყვნენ არჩეულნი. ეს არის პროფესიული ნიშნით ასარჩევ პირთა კვოტა. სინამდვილეში ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, არის მცდელობა პროფესიული ნიშნით შესარჩევ კვოტებზე გაიყვანონ ადამიანები, რომლებსაც აქვთ პოლიტიკური სიმპათიები კონკრეტული პარტიის, მმართველი ძალის მიმართ. ამგვარად ეს ადამიანები არ იქნებიან პოლიტიკურად ნეიტრალურები, არამედ იქნებიან პოლიტიკურად მიკერძოებულები კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
მისივე განმარტებით, თუ ეს ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება, ძალიან ცუდი იქნება, რადგან როგორც საუბნო, ასევე საოლქო და საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს წინასაარჩევნოდ ჩრდილი არ უნდა მიადგეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია არ გადაიდგას რაიმე ისეთი ნაბიჯი, რომელიც არასწორ შთაბეჭდილებებს შექმნის კომისიებთან დაკავშირებით და კომისიების მიმართ ნდობას დააკნინებს“, - დასძინა ანა ნაცვლიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საია აკვირდება პროცესებს და მაქსიმალურად ეცდება, რომ კომისიების დაკომპლექტების დროს გამჭვირვალობა უზრუნველყოს.
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები