ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ნინო ბურჯანაძე - დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს უბლოკო სტატუსს
ნინო ბურჯანაძე - დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს უბლოკო სტატუსს
დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უბლოკო სტატუსს, - ამის შესახებ „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი, ქვეყნისთვის უბლოკო სტატუსის მინიჭების მომხრეა. ”ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მიერ წარმოდგენილია უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა განლაგდეს არც ერთი უცხო სახელმწიფოს ჯარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მხარს უჭერს ამ ინიციატივას“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, როგორც კი პარლამენტი მიიღებს პროცედურულ გადაწყვეტილებას და ექნება შესაბამისი დოუმენტაცია, იწყებს ხელმოწერების შეგროვებას.

„ყველას, ვისაც უნდა საქართველოს მშვიდობა, სტაბილურობა, გამთლიანება, ქვეყნის კონფლიქტების მოგვარება და ეკონომიკური განვითარება, ამ ადამიანებს მოვუწოდებ ჩაერთონ ხელმოწერების პროცესში და მოაწერონ ხელი უბლოკო სტატუსის შესახებ ინიციატივას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულმა დისკუსიებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ სწორედ, რომ საქართველოს უბლოკო სტატუსი სჭირდება იმისათვის, რომ ქვეყანა არ იყოს არც ამერიკის შტატი და არც რუსეთის გუბერნია.

საქართველოს ხელისუფლებაში და პოლიტიკურ წრეებში არიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომელთა ერთი ნაწილი ჩვენს სამშობლოს ამერიკის შტატობას სთავაზობს, ხოლო მეორე ნაწილი რუსეთის გუბერნიობას, ჩვენთვის ერთიც მიუღებელია და მეორეც“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა ემსახურება საქართველოს რეალურ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და გაერთიანებას, ემსახურება იმას, რომ საქართველომ მსოფლიოსა და რეგიონში დღეს განვითარებული პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე ადეკვატური პოლიტიკის წარმოება დაიწყოს.

ipn.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30