კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ”თავისუფალი დემოკრატებიდან” შმაგი ბედოიძე კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ნოდარ გურასპაშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბედოიძემ განუცხადა, გურასპაშვილმა ჩხუბი სამუშაო მაგიდის გამო დაუწყო.
”შაბათს, 11 ივნისს, მე, “კონსერვატორების” წევრი და გურასპაშვილი სამუშაო ოთახში ვისხედით. ოთახში ერთ-ერთ მაგიდაზე, რომელსაც საარჩევნო ლიტერატურისთვის ვიყენებთ, თავმჯდომარის მოადგილემ მკაცრი ტონით მითხრა, რომ არ უნდა გამომეყენებინა და ასეთი ფორმით მომმართა - ბიჭო, იცი რას გეტყვი, შენ იმ მაგიდასთან ვერ დაჯდებიო. ჩემი პასუხი იყო, რომ საჯარო სამსახურია და ამ მაგიდის გამოყენება კომისიის წევრებს შეუძლიათ. ამის შემდეგ მომვარდა, ხელი გადამიგრიხა და ჩემზე ფიზიკური ძალადობის მცდელობა ჰქონდა. შემდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფები საოლქო კომისიის თავმჯდომარესაც მიაყენა და ამბობდა, რომ როგორც თვითონ გადაწყვეტდა ისე იქნებოდა ყველაფერი”, - განაცხადა ბედოიძემ.
”თავისუფალი დემოკრატების” ინფორმაციით, მომხდარს ადასტურებს კომისიის თავმჯდომარე ნანა ნონიკაშვილიც.
”ნამდვილად ჰქონდა ასეთ ფაქტს ადგილი და მოხდება შესაბამისი რეაგირება”, - აცხადებს ნონიკაშვილი.
პარტიაში აცხადებენ, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიაც, რომელიც საქმეზე მოკვლევას ატარებს.
ipn.ge
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები