ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
საპარლამენტო არჩევნები 2016
აკაკი ბობოხიძე მეორე ტურში საკუთარ კანდიდატურას აღარ ხსნის
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისში არჩევნების მეორე ტურში აქტიურად ჩაერთვება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
ანი მიროტაძე -”თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატი ჭიათურაში, მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ”ოცნებაში” გადაპორტირდება
”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე მიიჩნევს, რომ ”თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჭიათურაში თემურ გაფრინდაშვილი არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში, სავარაუდოდ, არჩევნების მეორე დღესვე დაწერს განცხადებას და ”ქართულ ოცნებაში” გადაპორტირდება. ამის შესახებ მიროტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მეორე ტურში არჩევნებზე წასვლას არ გეგმავს, ვინაიდან მხარს ვერ დაუჭერს ვერც ერთ კანდიდატს. მიროტაძის თქმით, ჭიათურას ორ ცუდ კანდიდატს შორის უწევს არჩევანის გაკეთება და ის მხარს ვერავის დაუჭერს.
კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეხუთე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეხუთე შუალედური ანგარიშს აქვეყნებს.
ლევან კობერიძე - რომ არა ”ნაციონალური მოძრაობა”, პარლამენტში სამის ნაცვლად შვიდი პარტია შევიდოდა
რომ არა ”ნაციონალური მოძრაობა”, დღეს პარლამენტში სამის ნაცვლად შვიდი პარტია შევიდოდა, - ამის შესახებ მუხიანისა და გლდანის 22-ე საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ განაცხადა.
არასამთავრობოების ნაწილის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები თეთრიწყაროს ოლქში მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა
არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, N 32 თეთრიწყაროს ოლქში არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა, რამაც გავლენა იქონია არჩევნების საბოლოო შედეგზე.
საზღვარგარეთ რეგისტრირებული 49 694 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 4 816-მა მიიღო
საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 49 694 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 4 816-მა პირმა მიიღო.
ცესკო არჩევნების მეორე ტურისა და განმეორებითი კენჭისყრის ჩასატარებლად ფინანსთა სამინისტროს დამატებით 4 მლნ 700.000 ლარს სთხოვს
არჩევნების მეორე ტურისა და განმეორებითი კენჭისყრის ჩასატარებლად ცესკო ფინანსთა სამინისტროს დამატებით 4 მილიონ 700.000 ლარს სთხოვს.
არჩევნების მეორე ტურისა და განმეორებითი კენჭისყრებისთვის ცესკოს დაახლოებით 6 მილიონ 54 000 ლარი ესაჭიროება, თუმცა არსებული რეზერვების გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროსთვის დამატებით მოთხოვნილი თანხა 4 მილიონ 700 000 ლარს შეადგენს.
ირაკლი ალასანია - „რესპუბლიკურ პარტიასთან“ გაერთიანებაზე ან ერთიანი კოალიციით არჩევნებზე გასვლაზე არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა
„რესპუბლიკურ პარტიასთან“ გაერთიანებაზე ან ერთიანი კოალიციით არჩევნებზე გასვლაზე არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რატომ არ მოხდა გაერთიანება „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“.
ცესკო არჩევნების მეორე ტურს ხვალ ოფიციალურად დანიშნავს
ცესკო პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურს ხვალ ოფიციალურად დანიშნავს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია 8 საკითხი, მათ შორის, ასევე თვითმმართველი თემების გამგებლების მეორე ტურისა და პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხები.
თეიმურაზ გაფრინდაშვილი - „ოცნების“ მხარდამჭერები სოციალურად დაუცველებს მმართველი ძალის კანდიდატის ნომრის შემოხაზვისკენ მოუწოდებენ
„თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი NDI-ის გრძელვადიანი და ეუთო-ს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდა.
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30