ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
საპარლამენტო არჩევნები 2016
ელენე ხოშტარია ამომრჩევლებს მოუწოდებს, მშვიდად და მტკიცედ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ამომრჩევლებს მოუწოდებს მშვიდად და მტკიცედ მივიდნენ უბნებზე და თავისი ნება გამოხატონ.
საია საარჩევნო პროცესს დააკვირდება
საია არჩევნების პროცესზე დაკვირვებას განაგრძობს, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღესაც და არჩევნების მეორე ტურშიც ორგანიზაცია არჩევნებს დააკვირდება.
საარჩევნო უბნების მახლობლად პოლიცია პატრულირებას ახორციელებს
იმ საარჩევნო უბნების ახლომდებარე ტერიტორიაზე, სადაც დღეს განმეორებითი არჩევნები ტარდება, პოლიცია პატრულირებას ახორციელებს.
ოთხ საარჩევნო უბანზე დღეს განმეორებითი კენჭისყრა იმართება
ორი საარჩევნო ოლქის ოთხ საარჩევნო უბანზე დღეს განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება. პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 8 ოქტომბრის რიგგარეშე არჩევნებისათვის განმეორებით კენჭისყრა დღეს ტარდება. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 08:00 საათზე დაიწყო. კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება.
უსკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ (უსკო) არჩევნების შედეგები შეაჯამა და მეორე ტურის თარიღი გამოაცხადა. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 163 419-მა ამომრჩეველმა, მიღებული ბიულეტენების რაოდენობამ კი როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ არჩევნებში შეადგინა 585 400. ბათილად იქნა ცნობილი 12 622 ბიულეტენი (7 212 მაჟორიტარული, 5 410 პროპორციული), რაც გამოყენებული ბიულეტენების დაახლოებით 4 %-ია.
ირაკლი ჩიქოვანი - მიუღებელია სამეგრელოში ”ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ წარმოებული კამპანია
ჩემთვის მიუღებელია, ”ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შიშით ”ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ წარმოებული კამპანია სამეგრელოში, - ამის შესახებ დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომელიც პარტია ”თავისუფალი დემოკრატებიდან” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.
არასამთავრობოები არჩევნებზე დამკვირვებელთა ხელშეშლის ფაქტებზე რეაგირებას მოითხოვენ
არასამთავრობო ორგანიზაციები 8 ოქტომბრის არჩევნებზე, დამკვირვებელთა ხელშეშლის ფაქტებზე რეაგირებას მოითხოვენ. მესამე სექტორი შეშფოთებას გამოხატავს დამკვირვებელთა ხელის შეშლისა და მათთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების თაობაზე. ისინი მოუწოდებენ შესაბამის ორგანოებს დროულად მოახდინონ რეაგირება და ეფექტურად წარმართონ გამოძიება ძალადობრივ ინციდენტებში მონაწილე პირთა დასადგენად და პასუხისგებაში მისაცემად.
ლევან კობერიძე - რომ არა ”ნაციონალური მოძრაობა”, პარლამენტში სამის ნაცვლად შვიდი პარტია შევიდოდა
რომ არა ”ნაციონალური მოძრაობა”, დღეს პარლამენტში სამის ნაცვლად შვიდი პარტია შევიდოდა, - ამის შესახებ მუხიანისა და გლდანის 22-ე საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ განაცხადა.
ცესკო - საარჩევნო ადმინისტრაციაში გასაჩივრების ვადები დასრულებულია
საარჩევნო ადმინისტრაციაში გასაჩივრების ვადები დასრულებულია, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ეკა ბესელია აკაკი ბობოხიძეზე - კანდიდატურა რომ არ მოხსნას რა, გაიმარჯვებს? ნუ მოხსნის, დაელოდოს არჩევნებს
არც ერთი მანდატი "ნაციონალურ მოძრაობას" მეორე ტურში - ეს ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ, "ნაციონალური მოძრაობის" ახალი კამპანიის - „+1“ საკითხის შეფასებისას განუცხადა.
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30