ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
საპარლამენტო არჩევნები 2016
ცესკოს ინფორმაციით, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე 7 საჩივარია დაწერილი
ამ დროისთვის, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე 7 საჩივარია დაწერილი. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული საჩივრები მცირე პროცედურულ ხარვეზებს შეეხება. კერძოდ, ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, ერთ-ერთ საჩივარში აღნიშნულია, თითქოს კენჭისყრის პროცესი 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო, თუმცა მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა და საარჩევნო უბანი დილის რვა საათზე პირველი ამომრჩევლის მისაღებად მზად იყო.
ეკა ბესელია - არაფერი ზეწოლა ყიზილაჯლოში არ ხდება, ყველაფერი ძალიან მშვიდად მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია ამომრჩეველზე რაიმე სახის ზეწოლას ან დაშინებას გამორიცხავს. ამის შესახებ ეკა ბესელიამ მარნეულში 48-ე საარჩევნო უბანზე განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას უპასუხა.
არასამთავრობოებმა ყიზილაჯლოს #48 საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის 5 საჩივარი დაწერეს
ყიზილაჯლოს #48 საარჩევნო უბანზე ამ დროისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 5 საჩივარი დაწერეს. როგორც „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის "დამკვირვებელმა თეა ქეცბაიამ განაცხადა, პროცედურული ნორმების გარდა უბანზე სხვა სერიოზული დარღვევებიც დაფიქსირდა,
დამკვირვებლების ინფორმაციით, ყიზილაჯლოში რამდენჯერმე დაფიქსირდა ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის პირდაპირ რეგისტრატორის მაგიდაზე შემოხაზვის ფაქტი
დამკვირვებლები ყიზილაჯლოს №48 საარჩევნო უბანზე არსებულ დარღვევებზე საუბრობენ. როგორც დამკვირვებლები აცხადებენ, რამდენჯერმე დაფიქსირდა ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის საარჩევნო კაბინის გარეთ, პირდაპირ რეგისტრატორის მაგიდაზე შემოხაზვის ფაქტი.
ცესკო მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შენობაში მყოფ პირებს თხოვნით მიმართავს
ცესკო მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შენობაში მყოფ პირებს თხოვნით მიმართავს. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლების საკმაოდ დიდი რაოდენობაა. უბანზე იმყოფებიან საარჩევნო სუბიექტებისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ცესკო-ს ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს
ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლებისთვის დილის 08:00 საათზე გაიხსნა. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესი ამ დროისთვის, მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს.
კობა სუბელიანი - ოთახი, სადაც მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანია განთავსებული, პატარაა და ამომრჩეველი თავისუფლად გადაადგილებას ვერ ახერხებს
”ნაციონალური მოძრაობის” წევრები მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე დარღვევებზე საუბრობენ. როგორც დეპუტატმა კობა სუბელიანმა აღნიშნა, საარჩევნო უბანი დილიდან დარღვევებით გაიხსნა. კობა სუბელიანის თქმით, ოთახი, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, პატარაა და ამომრჩეველი თავისუფლად გადაადგილებას ვერ ახერხებს, რის გამოც ოთახში ხალხმრავლობაა.
მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო
მარნეულში 48-ე უბანზე ამომრჩეველთა სიმრავლის გამო, ხმის მიცემის პროცედურა 08.15 საათზე, 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო.
სოფელ ჯიხაშკარში და განმუხურში განმეორებითი კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში და განმუხურში განმეორებითი კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
როგორც ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე, ისე განმუხურის 38-ე საარჩევნო უბანზე არანაირ დარღვევებს უბნის გახსნის დროს ადგილი არ ჰქონია. სამივე უბანზე პირველმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის უფლებით უკვე ისარგებლა.
ელენე ხოშტარია ამომრჩევლებს მოუწოდებს, მშვიდად და მტკიცედ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ამომრჩევლებს მოუწოდებს მშვიდად და მტკიცედ მივიდნენ უბნებზე და თავისი ნება გამოხატონ.
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30