ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
საპარლამენტო არჩევნები 2016
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც გაიმართება
წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური გაიმართება. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ზუგდიდში, სამივე საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ბესიკ გაბუნია 14 360 ხმით, რაც საერთო რაოდენობის 44, 82%-ს შეადგენს და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი, ლაშა გოგია 14 152 ხმით, რაც 44,17%-ია.
არსებული მონაცემებით, ზუგდიდში ედიშერ თოლორაიას მხარი 981-მა, სანდრა რულოვსს კი 441-მა ამომრჩეველმა დაუჭირა
არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში განმეორებით კენჭისყრაში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ედიშერ თოლორაია ლიდერობს.
არსებული ინფორმაციით, ყიზილაჯლოში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა 378 ხმა მიიღო, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კი 307
”ნაციონალური მოძრაობა” მარნეულში, ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე აკმამედ იმამკულიევის გამარჯვებას ზეიმობს.
ცესკო 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია განმეორებით კენჭისყრაზე 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
მარნეულისა და ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა
მარნეულისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნები დაიხურა. კანონმდებლობის თანახმად, ხმის მიცემა 20:00 საათზე შეწყდა.
ცესკო 17:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
ცესკო 17:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 1436 ამომრჩევლიდან, 17:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 615-მა, რაც ამომრჩეველთა 42.8%-ია.
მარნეულის გამგებელი პოლიციის მიერ საარჩევნო უბნამდე მისასვლელი გზების გადაკეტვას უარყოფს
მარნეულის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სოფელ ყიზილაჯლოში პოლიციას საარჩევნო უბნამდე მისასვლელი გზები გადაკეტილი აქვს და ადგილობრივები ავტომანქანით გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
თამაზ ნავერიანი ჟურნალისტებს - ყველაფერი გააშუქეთ, სიმშვიდე რომ შევინარჩუნოთ
”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარნეულის #35 მაჟორიტარულ ოლქში თამაზ ნავერიანი აცხადებს, რომ 48-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა მშვიდად მიმდინარეობს.
აკმამედ იმამკულიევი - მარნეულიდან უნდა დაიწყოს მშვიდობა და დამთავრდეს ჩვენი გამარჯვებით
„ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს მარნეულის #48 საარჩევნო უბანზე და ზოგადად, არჩევნებში გამარჯვების იმედი აქვს.
ჯიხაშკარში, საარჩევნო უბანზე, დამკვირვებელსა და ”ქართული ოცნების” მხარდამჭერს შორის შელაპარაკება მოხდა
ჯიხაშკარში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დამკვირვებელსა და ”ქართული ოცნების” მხარდამჭერს შორის შელაპარაკება მოხდა.
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30