ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
საპარლამენტო არჩევნები 2016
გია ვოლსკი - „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ წევრებთან არც გუშინ და არც სხვა დროს თანამდებობრივ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ წევრებთან გუშინდელ შეხვედრაზე თანამდებობრივ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეპუტატმა განუცხადა, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე საკითხებს.
ცესკო - გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკოს რომელიმე წევრმა შემაჯამებელ ოქმს ხელი არ მოაწერა, სინამდვილეს არ შეესაბამება
გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკოს რომელიმე წევრმა შემაჯამებელ ოქმს ხელი არ მოაწერა, სინამდვილეს არ შეესაბამება”, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაშია აღნიშნული.
კომისაში განმარტვენ, რომ შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი და არა ცესკოს სხვა წევრები.
ანი მიროტაძე - ”ქართული ოცნების” და ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები ფულს იხდიდნენ, რომ ჩემთვის მხარდამჭერებს ხმა არ მოეცათ
ჭიათურის 56-ე ოლქში, ”ეროვნული ფორუმის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანი მიროტაძე ”ქართულ ოცნებასა” და ”თავისუფალ დემოკრატებს” მისი ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებს.
დავით სერგეენკო - არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მოლოდინები ცალსახად პოზიტიურია
არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ჩემი მოლოდინები ცალსახად პოზიტიურია, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
იან კელი - ჩვენ მოვუწოდეთ პარტიებს, მიიღონ მონაწილეობა და არ გამოეთიშონ არჩევნებს
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ არჩევნებმა ასახა ქართველი ხალხის ნება, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მათ გამოთქვეს შეშფოთება გარკვეულ ინციდენტებთან დაკავშირებით.
სანდრა რულოვსი - ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ ეს არ იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ჩემთვის ღრმად შეურაცხმყოფელია
ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ ეს არ იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ღრმად შეურაცხმყოფელია ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის და, რაც მთავარია, როგორც ქალისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერი და ზუგდიდში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში წერს, რითაც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურება.
მიხეილ სააკაშვილი - საერთოდ არ უნდა იცნობდეთ სანდრას, რომ იგი დაადანაშაულოთ, სხვისი, თუნდაც ჩემი, თავზე მოხვეული გადაწყვეტილებებით მოქმედებაში
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას „ფეისბუქით“ ეხმიანება.
„მე ერთხელ უკვე ვთქვი, რომ თითოეული კანდიდატის გადაწყვეტილებაა, მიიღებს თუ არა მონაწილეობას გაყალბებული არჩევნების მეორე ტურში.
სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს
”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს. როგორც რულოვსი ,,ოდიში ნიუსთან'' ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, უსამართლო არჩევნების ფონზე მეორე ტურში მონაწილეობა შეურაცხმყოფელია.
აკმამედ იმამკულიევი - 30 ოქტომბერსაც აუცილებლად გავიმარჯვებთ და მარნეულში 80 %-იან მხარდაჭერას მივიღებთ
30 ოქტომბერსაც ჩვენ არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ და მარნეულის მუნიციპალიტეტში 80%-იან მხარდაჭერას მივიღებთ, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა ჟურნალისტებს # 48-ე საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგების შეფასებისას განუცხადა.
როგორც იმამკულიევმა განმარტა, აღნიშნულ უბანზე მან განმეორებითი კენჭისყრა მოიგო.
მარნეულისა და ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში არჩევნების მეორე ტური გაიმართება
განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, მარნეულისა და ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30