ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
საპარლამენტო არჩევნები 2016
„სამართლიანმა არჩევნებმა“ 8 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით 244 საჩივარი წარადგინა
„სამართლიანმა არჩევნებმა“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის, ხმის დათვლის პროცესისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში 244 საჩივარი წარადგინა. აქედან 93 საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, 40 დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 90 არ დაკმაყოფილდა და 20 საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული (1 საჩივარი ჯერ არ განხილულა), - ამის შესახებ ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ პირველ ტურთან დაკავშირებით საოლქო კომისიებში წარდგენილი საჩივრების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.
გიორგი მღებრიშვილი - არჩევნების მეორე ტურის წინ შსს მობილიზებულია და არ დაუშვებს არანაირ გართულებებს
არჩევნების მეორე ტურის წინ შს სამინისტრო მობილიზებულია და არ დაუშვებს არანაირ გართულებებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.
”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ახალციხეში მათ წარმომადგენლებსა და გუბერნატორს შორის ინციდენტი მოხდა
”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ახალციხეში, ”ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წარმომადგენელსა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს შორის ინციდენტი მოხდა. ინფორმაცია სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში, პარტიის წევრმა ელენე ხოშტარიამ გააჟღერა.
სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის უბნების კომისიების თავმჯდომარეებს მოუწოდებს, არ დაუშვან ერთი მედიაორგანიზაციის სამზე მეტი წარმომადგენლის შეშვება უბანზე
მთაწმინდის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის ოლქის საარჩევნო უბნების კომისიების თავმჯდომარეებს მოუწოდებს, არ დაუშვან ერთი მედიაორგანიზაციის სამზე მეტი წარმომადგენლის შეშვება უბანზე.
,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ჭიათურაში „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატს ზეწოლაში ადანაშაულებს
ჭიათურაში ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ლელა ცერცვაძე „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, თეიმურაზ გაფრინდაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისმა შვილმა სამსახური მას შემდეგ დატოვა,რაც თეიმურაზ გაფრინდაშვილის შვილი სამსახურიდან გაშვებით დაემუქრა.
სასამართლომ ცესკოს წინააღმდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ცესკოს წინააღმდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. „პატრიოტთა ალიანსი“ ცესკოს შემაჯამებელი ოქმის იმ ნაწილს ასაჩივრებს, რომლითაც მათ ცესკომ ექვსი სადეპუტატო მანდატი მიაკუთვნა, თუმცა მიაჩნიათ, რომ რეალურად მეტი ეკუთვნით.
ცესკოს წარმომადგენელი „პატრიოტთა ალიანსის“ სარჩელზე - არჩევნებში მონაწილე ყველა მხარემ იცოდა, რომ მანდატები ასე გადანაწილდებოდა
თამაშის წესები ბევრად ადრე იყო დადგენილი, ვიდრე საარჩევნო პროცესი დაიწყებოდა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლოში „პატრიოტთა ალიანსის“ სარჩელის განხილვის შემდგომ განუცხადა.
საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრების გაწვევის ვადა დღეს იწურება
საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრების გაწვევის ვადა დღეს, 18:00 საათზე იწურება. როგორც ცესკოს პრესსპიკერმმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ცენტრალურმა საარჩენო კომისიამ 17 ოქტომბერს მიიღო დადგენილება და პირველი ტურებისთვის შექმნილი საუბნო-საარჩევნო კომისიები უფლებამოსილი არიან განახორციელონ ფუნქციები მეორე ტურებისთვის.
„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი კანდიდატი „ქართული ოცნების“ კანდიდატს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
„თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი „ქართული ოცნების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სულხან მახათაძეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.
ფოთში, საუბნო საარჩევნო კომისიები 18-მა დამოუკიდებელმა წევრმა დატოვა
ფოთში, საუბნო საარჩევნო კომისიები 18-მა დამოუკიდებელმა წევრმა დატოვა. გადადგომის შესახებ მათ საოლქო კომისიას პირადი განცხადებებით მიმართეს, მათგან 4 უბნის თავმჯდომარეა, ერთი კი მოადგილე.
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30