ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
საპარლამენტო არჩევნები 2016
ნინო ბურჯანაძე - ბიძინა ივანიშვილს დაახლოებით 2 000 დოლარი გამოსდის თითო ხმის საყიდლად
ბიძინა ივანიშვილს დაახლოებით 2 000 დოლარი გამოსდის თითო ხმის საყიდლად, - ამის შესახებ ,,დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ,,პალიტრანიუსის” გადაცემაში ,,360 გრადუსი” განაცხადა.
”პატრიოტთა ალიანსი” მანდატების ხელახლა განაწილებაზე სასამართლო დავის გაგრძელებას სტრასბურგში გეგმავს
”პატრიოტთა ალიანსი” მანდატების ხელახლა განაწილებაზე სასამართლო დავის გაგრძელებას სტრასბურგში გეგმავს. ამის შესახებ გუშინ, სააპელაციო სასამართლოში პროცესის დარულების შემდეგ ჟურნალისტებს, ”პატრიოტთა ალიანსის” იურისტმა ლევან ჩხეიძემ განუცხადა.
ნინო ბურჯანაძე - მეორე ტურში ბიძინა ივანიშვილს აღარ დასჭირდა ”ნაციონალური მოძრაობა” და ისინი გადააგდო
მეორე ტურში ბიძინა ივანიშვილს აღარ დასჭირდა ”ნაციონალური მოძრაობა” და ძალიან მარტივად ისინი გადააგდო, - ამის შესახებ ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ”პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემა ”360 გრადუსში” განაცხადა.
ეკა ბესელია - არჩევნებმა დაადასტურა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” წარსულის ოპოზიციური ძალაა
”ქართული ოცნების” წარმომადგენლის ეკა ბესელიას შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ ”ნაციონალურ მოძრაობას” არავითარი პროგრესი არ განუცდია და რეგრესისკენ მიდის.
„სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებს დღეს 10:00 საათზე გამოაცხადებს
„სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებს დღეს, 10:00 საათზე გამოაცხადებს. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხმის მიცემის პროცესი საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაზე კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით ჩატარდა. ცალკეული საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა დაძაბულობა, თუმცა აღნიშნულ გარემოებას, ერთი გამონაკლისი შემთხვევის გარდა, არსებითი გავლენა არ მოუხდენია კენჭისყრის პროცესზე.
ნინო ბურჯანაძე არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებას ცესკო-ს მიერ წინასწარი შედეგების სრულად გამოქვეყნების შემდეგ გააკეთებს
„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებას ცესკო-ს მიერ წინასწარი შედეგების სრულად გამოქვეყნების შემდეგ გააკეთებს.
არასამთავრობოები ახალციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
27 ოქტომბერს ახალციხეში მომხდარ ინციდენტს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამენ 27 ოქტომბერს ახალციხეში მომხდარი ინციდეტის გამო და საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებენ, დროულად, ობიექტურად, მოუკერძოებლად გამოიძიონ აღნიშნული საქმე და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებას ,,ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
"სახელმწიფო ხალხისთვის" მხარდამჭერებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ არა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ცალკეულ ადამიანებს
მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” მხარდამჭერებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ არა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ცალკეულ ადამიანებს, - ამის შესახებ მოძრაობის მიმართვაშია ნათქვამი, რომელსაც პარტია წინასაარჩევნოდ ავრცელებს.
”საერთაშორისო გამჭვირვალობა” მეორე ტურისთვის არჩევნების ორგანიზებაში ჩართულ მხარეებს რეკომენდაციებით მიმართავს
”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მეორე ტურისთვის არჩევნების ორგანიზებაში ჩართულ ყველა მხარეს რეკომენდაციებით მიმართავს.
”მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კომისიის წევრებს კიდევ ერთხელ მკაფიოდ განემარტოთ არჩევნების წარმართვის წესები და პროცედურები, მათ შორის დამატებითი წერილობითი ინსტრუქციების მიწოდების სახით.
IRI - 8 ოქტომბერს საარჩევნო პროცესმა უმეტესწილად, მშვიდობიანად და ინციდენტების გარეშე ჩაიარა
8 ოქტომბერს საარჩევნო პროცესმა უმეტესწილად, მშვიდობიანად და ინციდენტების გარეშე ჩაიარა, - ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გრძელვადიანი საარჩევნო დამკვირვებლების მესამე შუალედურ ანგარიშში, რომელიც 9-21 ოქტომბერს მოიცავს.
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30