ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
საპარლამენტო არჩევნები 2016
ნინო ბურჯანაძე - კარგია, სალომე ზურაბიშვილი ახლა მაინც მიხვდა, რომ რასაც ნინო ბურჯანაძე ამბობდა არის სწორი
კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილი ახლა მაინც მიხვდა იმას, რომ რასაც ნინო ბურჯანაძე ამბობდა არის სწორი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკოფერენციაზე განაცხადა. ამით ის მთაწმინდის რაიონში დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსეთის ოკუპანტის სტატუსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევას სთავაზობს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევას სთავაზობს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, პარტია იმ ხალხისგან უნდა დაკომპლექტდეს, ვინც არ იყო თუნდაც ბოლო საარჩევნო კამპანიის მცდარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი და რომლებიც შეძლებენ გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს.
აკაკი მინაშვილი - უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის დამარცხება შეუძლია მხოლოდ ენმ-ს და მხოლოდ სააკაშვილის ხელმძღვანელობით
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარტიის თამჯდომარის პოზიციაზე ენმ-ის სხვა ლიდერი უნდა იქნას არჩეული.
როგორც აკაკი მინაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეუძლია მხოლოდ ენმ-ს და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით.
გიგი უგულავა - აუცილებელია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი თავმჯდომარე აირჩიოს და ნურავინ ჩათვლის ამას ღალატად
აუცილებელია, პარტიამ თავისუფალი კენჭისყრით, კონკურენტულ გარემოში ახალი თავმჯდომარე აირჩიოს… ნურავინ ჩათვლის ამას ღალატად, პირიქით, საერთო საქმის ღალატია ერთ წერტილში გაყინული ყოფნა, - ამის შესახებ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ღია წერილშია ნათქვამი, რომლითაც ის თანაპარტიელებსა და მხარდაჭერებს მიმართავს.
გიგი უგულავა - ”ნაციონალური მოძრაობა” გაურკვევლობასა და დაბნეულობას ასხივებდა
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, თანაპარტიელებსა და მხარდაჭერებს ღია წერილით მიმართავს. გავრცელებულ მიმართვაში უგულავა აღნიშნავს, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია.
უგულავა ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” გაურკვევლობასა და დაბნეულობას ასხივებდა. თბილისის ყოფილი მერის აღნიშნულ განცხადებას ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ.
არჩილ თალაკვაძე - კონკრეტულ კანდიდატურებზე განცხადებას ჩვენი ლიდერი გააკეთებს პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, რომელიც 2-3 დღეში ჩატარდება
კონკრეტულ კანდიდატურებზე განცხადებას ჩვენი პარტიის ლიდერი პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ გააკეთებს, რომელიც 2-3 დღეში ჩატარდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
პრეზიდენტი პარლამენტის პირველ სხდომას ცესკოს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ მოიწვევს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი მოიწვევს პარლამენტის პირველ სხდომას, რომელსაც თავად გახსნის და პარლამენტს სიტყვით მიმართავს, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ეკა მიშველაძე - მნიშვნელოვანია არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებზე დროული და ადეკვატური რეაგირება
ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დროული და ადეკვატური რეაგირება ყველა დარღვევაზე, რაც გამოვლინდა არჩვენების განმავლობაში, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების შესახებ განცხადება თინა ხიდაშელმაც დაწერა
”რესპუბლიკურ პარტიას” თინა ხიდაშელიც ტოვებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”რესპუბლიკური პარტიის” წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა, პარტიის დატოვების შესახებ ხიდაშელს განცხადება უკვე დაწერილი აქვს.
ვახტანგ ხმალაძემ ”რესპუბლიკური პარტია” დატოვა
ვახტანგ ხმალაძემ ”რესპუბლიკური პარტია” დატოვა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ხმალაძემ განუცხადა, პარტიაში არის უთანხმოება, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პარტიის მომავალი საქმიანობა.
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30