ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
“რესპუბლიკური პარტია“ და “თავისუფალი დემოკრატები“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთ ბლოკად გაერთიანებისთვის ემზადება
“რესპუბლიკური პარტია“ და “თავისუფალი დემოკრატები“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთ ბლოკად გაერთიანებისთვის ემზადება
22 მაისი, 2017 წ.
“რესპუბლიკური პარტია“ და “თავისუფალი დემოკრატები“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთ ბლოკად გაერთიანებისთვის ემზადება. როგორც “ინტერპრესნიუსს“ “რესპუბლიკელთა“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განუცხადა, ორი პარტია ამ ეტაპზე ბლოკში გაერთიანების საკითხზე კონსულტაციების რეჟიმშია.

“ბუნებრივია, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ყველა პარტია უნდა ემზადებოდეს და ჩვენც ვემზადებით - ვაძლიერებთ ადგილობრივ ორგანიზაციებს, ვფიქრობთ საარჩევნო სტრატეგიაზე. რთული დროა იმ თვალსაზრისით, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტიებს ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნათ, მაგრამ ეს უფრო მეტ ძალასა და ენერგიას გვმატებს. საქართველოს ისტორიაში არაერთხელ ყოფილა, როცა სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით ხდება ხელისუფლების შერყევა და მისთვის მთავარი სიგნალის მიწოდება, რომ ყოველ დღე კარგავენ ნდობას. ჩვენ ვართ ასეთ ვითარებაში - “ქართული ოცნება“ ყოველ დღე კარგავს ნდობას. ის ვერ ამყარებს კომუნიკაციას ახალგაზრდებთან, ამომრჩევლებთან, მოქალაქეებთან. ჩვენ ვემზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვის და შემიძლია დავადასტურო კონსულტაციები ჩვენი იდეოლოგიის პარტიასთან. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები “თავისუფალ დემოკრატებთან“, რომლებიც არიან ლიბერალური ოჯახის წევრი. ჩვენ ვეკუთვნით ევროპული ლიბერალური პარტიების გაერთიანებას, გვაქვს საერთო ხედვა და ბუნებრივია, ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია პარტიები მსგავსი იდეოლოგიით გაძლიერდნენ და მოტივაცია შეუქმნან ამომრჩეველს, რომ იაქტიურონ არჩევნებზე“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ხათუნა სამნიძემ

იგივეს ადასტურებს “თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ნინო გოგუაძე.

“ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ვაპირებთ ჩვენი ღირებულებების მქონე პარტიებთან თანამშრომლობას. თავიდანვე არ გამოვრიცხეთ “რესპუბლიკური პარტია“, რადგან გვაქვს თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია და საერთო ღირებულებები. ვიწყებთ ერთმანეთთან კონსულტაციას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბლოკის სახით წარვსდგებით“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ნინო გოგუაძემ. 

http://www.interpressnews.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31