ეროვნული ფორუმის“ ერთ–ერთი ლიდერი ანი მიროტაძე «ფორუმის» მიერ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან კონსულტაციების წარმოებას ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ «კეთდება არა ერთი პარტია, არამედ ცოტა უფრო სხვა შინაარსისა და ხასიათის გაერთიანება, რომელშიც არა მხოლოდ პოლიტიკოსები მოიაზრებიან».
«ფორუმის” დაშლას არ ვადასტურებ. რაც კეთდება, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკური პარტიის შექმნა. და ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა: ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულებიდან რამდენიმე დღეში კახა შარტავა გამოვიდა ინიციატივით, შექმნილიყო ერთი დიდი ევროპული გაერთიანება. ეს შეთავაზება ამ დრომდე ძალაშია» – განუცხადა «აქცენტს» ანი მიროტაძემ.
მისივე განმარტებით, «ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ ახორციელებს და თავისი არაკომპეტენტურობით ყველა ზღვარს სცდება, საფრთხეს უქმნის თავად ხელისუფლებასაც და, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს განვითარებას».
«ამდენად, ვფიქრობთ, ამ ახალ პროცესში არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ სხვა ადამიანებიც უნდა ჩაერთონ, რომლებიც განსხვავებულად ხედავენ ქვეყნის განვითარებას და არა უკან, საბჭოეთში დაბრუნებაში. კონსულტაციები გრძელდება“,– განუცხადა „აქცენტს“ მიროტაძემ და დასძინა, რომ უფრო დეტალური ინფორმაცია მაისის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები