ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ვაკანტური რჩება
„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ვაკანტური რჩება
20 იანვარი, 2017 წ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ვაკანტურად დატოვეს, - აღნიშნული გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე მიიღეს, სადაც პარტიის წევრებმა რეზოლუციის შესაბამის პროექტს კენჭი უყარეს.
რეზოლუციის პროექტის ტექსტი ყრილობის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა გააცნო.

„ვინაიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელი და ლიდერი, რომელმაც ქართველ ხალხთან ერთად ახალ ქართულ სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი, ვინაიდან ის ივანიშვილის რეჟიმის მიერ დევნილია, მას პოლიტიკური მოტივით საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა და თავად არასდროს უთქვამს უარი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე, ჩვენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვადგენთ: არ მოხდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ მიეცემა საშუალება საქართველოში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში სრულყოფილად ჩართვის“, - განაცხადა წიკლაურმა, რომელმაც რეზოლუციის ტექსტი წაიკითხა.

ამის შემდეგ ყრილობის მონაწილეებმა აღნიშნულ რეზოლუციის პროექტს კენჭი უყარეს. ყრილობის წამყვანის, „ნაციონლური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, რეზოლუციას მხარი ყრილობის მონაწილეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31