ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
საქალაქო სასამართლომ ნინო ბურჯანაძის ქდმ-ს თავჯდომარედ არჩევა ბათილად ცნო
10 აგვისტო, 2015 წ.

საქალაქო სასამართლომ ნინო ბურჯანაძის ‘’ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის’’ თავჯდომარედ არჩევა ბათილად სცნო. საუბარია 2014 წლის 6 მაისს ჩატარებული ყრილობის შედეგების გაუქმებაზე, როდესაც ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის წევრები ირჩევდნენ ლიდერს.

როგორც პარტიის ადვოკატები და წევრები აცხადებენ, კენჭისყრა არ ყოფილა ლეგიტიმური, რადგან მასში 80% არ მონაწილეობდა და მათ არც კი ქონდათ ინფორმაცია, რომ ნინო ბურჯანაძე მათი ლიდერი უნდა გამხდარიყო. ქრისტიან დემოკრატების სარჩელის დაკმაყოფილების შემდეგ პარტიას ენიჭება უფლება, რომ თავმჯდომარე ხელახლა აირჩიოს.

მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი ბატონ გოჩა ჯოჯუა:

„ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ 2014 წლის 6 მაისს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძე არჩეულ იქნა არალეგიტიმურად, რადგან ყრილობა არ იყო უფლებამმოსილი. ყრილობას არ ესწრებოდნენ ქრისტიან დემოკრატები და მას ესწრებოდნენ პირები, რომლებიც არ იყვნენ მოძრაობის წევრები, მეტიც, იყვნენ სხვა პოლიტიკური პარტიის წევრები. სასამართლო უკვე რვა თვეა მიმდინარეობს და დღეს დასრულდა. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხში ქართულ მართლმსაჯულება და მოსამართლე ქალბატონი მაია სვიანაძე ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისაგან თავისუფალი აღმოჩნდა და მან შეძლო სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება. - აცხადებს გოჩა ჯოჯუა.

მისი სიტყვებით, „კანონი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ არასრულყოფილია და იქ წარმოდგენილი რეგულაციები ბოლომდე იურიდიულად ვერ არეგულირებს პარტიის შიგნით მიმდინარე მოვლენებს. თუმცა, აღნიშნული კანონი ავალდებულებს პოლიტიკურ ორგანიზაციებს, დაიცვან გარკვეული მოთხოვნები, კერძოდ, თუ როგორ უმდა ჩატარდეს ყრილობა. დარღვევები სწორედ ამ კუთხით იყო.

„ყრილობა, სადაც ნინო ბურჯანაძე იქნა არჩეული ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარედ, დარღვევებით ჩატარდა - ყრილობაზე ესწრებოდა მხოლოდ 11 ქრისტიან-დემოკრატი, ხოლო დანარჩენები, ვინც ყრილობაზე იყვნენ წარმოდგენილნიი იყვნენ არაუფლებამოსილი პირები, ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრები და მათ აირჩიეს ნინო ბურჯანაძე ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარედ. ეს იყო სწორედ ჩვენი დავის საგანი. მოსარჩელები იყვნენ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრები, ფაქტიურად პარტიის 80%. დღეს მათ გამარჯვებას მიაღწიეს. 8 თვის წინ ჩვენ დავიწყეთ სასამართლო დავა, შევაგროვეთ პარტიის წევრთა ხელმოწერები და შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში. დღეს ეს პროცესი დასრულდა და სამართალი აღსდგა - სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ის ყრილობა, სადაც პარტიის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გახდა, კანონის მოთხოვნების დარღვევით ჩატარდა და იგი ბათიალდ იქნა ცნობილი,“ -აცახდებს ჯოჯუა.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2014 წლის 6 მაისის ყრილობის შემდეგ პარტიამ მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი თვიოთმმართველობის არჩევნებში და გარკვეულ წარმატებას მიაღწია. შემდეგ ჩატარდა პარტიის მორიგი ყრილობა, სადაც პოლიტიკურმა ორგანიზაციამ შეიცვალა სახელი და ამჟამად ფუნქციონირებს როგორც "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა".

გოჩა ჯოჯუას განმარტებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას დაუბრუნდება ის იურიდიული პირობები, რაც არალეგიტიმურად ჰქონდა წართმეული და პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ნინო ბურჯანაძე კარგავს კომისიის წევრს ცენტარალურ და ყველა დონის საარჩევნო კომისიებში, დაფინანსებას, რომელიც მას აქვს სახელმწიფოსგან, და სხვა პრივილეგიებს, რომელიც აქვს კვალიფიციურ პარტიას. თუმცა, მას ზემოთ აღნიშნული დაფინანსების ნაწილი უკვე წაღებული აქვს არალეგიმიტურად, რაც მილიონ ლარზე მეტ თანხას შეადგენს.

„ჩვენ ვთვლით, რომ შარშან მოხდა პოლიტიკური პარტიის გასხვისება, მე არ ვიცი როგორ და რა ფორმით მოხდა ეს - გიორგი თარგამაძე, გადამდგარი იყო პარტიის თავმჯდომარეობიდან, პარტიის მთავარი კომიტეტის სამი წევრი არ ღებულობდა მონაწილეობას ამ პროცესში და მხოლოდ და მხოლოდ ლევან ვეფხვაძემ მოახერხა ეს. თუ როგორ, ეს მას უნდა ჰკითხოთ,“ - აცხადებს გოჩა ჯოჯუა.

წყარო: ნიუპოსტი
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31