ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის განცხადება
პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის განცხადება
30 ივლისი, 2014 წ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საარჩევნო პროცესების მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილ იქნა 3 შემომწირველი ფიზიკური პირის მიერ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების დარღვევების ფაქტები, კერძოდ:

2014 წლის მაისის თვეში „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ პარტიული მუშაკებისა და პარტიასთან სხვაგვარად დაკავშირებული პირების მიერ განხორციელებულ იქნა ფულადი შემოწირულებები „ქრისტიან-დეკომრატიული მოძრაობის“ სასარგებლოდ.

სამსახურის მიერ გამოკითხულ იქნა ყველა შემომწირველი, შედეგად, შემოსავლების წარმომავლობაზე კითხვები წარმოიშვა მხოლოდ რამოდენიმე პირთან დაკავშირებით, შესაბამისად მათ მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს თანხმობის საფუძველზე გამოთხოვილ იქნა შემოსავლების სამსახურიდან.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სამსახური მივიდა დასკვნამდე, რომ 3 პიროვნების მიერ განხორციელებული შემოწირულება უნდა ჩაითვალოს აკრძალულ შემოწირულებად, კერძოდ:

გრიგოლ ბარამიძე - 36 100 ლარი
მანუჩარ ომანაძე - 20 000 ლარი
ოთარ თავართქილაძე - 15 000 ლარი

საკითხის შესწავლის შედეგად მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ:

გრიგოლ ბარამიძის მიერ 2013-2014 წლების განმავლობაში მიღებული შემოსავალი ჯამში შეადგენს 1600 ლარს, რომელიც მიღებულია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“-დან ხელფასის სახით. აქვე აღსანიშნავია, რომ ბარამიძემ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდშიც განახორციელა 57 900 ლარის შემოწირულება „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ სასარგებლოდ, რომელიც მისი განცხადებით განხორციელდა უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით, ხოლო 2014 წელს შემოწირულების სახით გადარიცხული თანხის წარმომავლობაზე დამაჯერებელი ინფორმაცია ვერ იქნა წარმოდგენილი.
მანუჩარ ომანაძეს 2014 წლის 6 თვის განმავლობაში მიღებული აქვს ჯამში მხოლოდ 14 400 ლარის შემოსავალი, საიდანაც 11 400 ლარი შეადგენს მაისის თვეში „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“-დან მიღებულ პრემიას. ამდენად, სამსახური მიიჩნევს, რომ მის მიერ განხორციელებული შემოწირულება წარმოადგენს კანონმდებლობით აკრძალულ შემოწირულებას რადგანაც განხორციელებულია მესამე პირის საშუალებით.
ოთარ თავართქილაძის მიერ 2014 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი ჯამში შეადგენს 11 200 ლარს, რომელიც მიღებულია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“-დან ხელფასის სახით, საიდანაც 8 700 ლარი არის მაისის თვეში მიღებული პრემია. აქვე საგულისხმოა, რომ ოთარ თავართქილაძემ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდშიც განახორციელა 21 000 ლარის შემოწირულება „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ სასარგებლოდ, რომელიც მისი განცხადებით განხორციელდა 2009 წელს უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით, ხოლო 2014 წელს შემოწირულების სახით გადარიცხული თანხის წარმომავლობაზე დამაჯერებელი ინფორმაცია ვერ იქნა წარმოდგენილი.

შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის მიერ მომზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებთან ერთად გადაწყვეტილების მიღების მიზნით, გადაიგზავნება თბილისის საქალაქო სასამართლოში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31