ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ნინო ბურჯანაძე: „სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებების მოწმე და მსხვერპლია არამარტო საქართველოს მოსახლეობა, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაც“
ნინო ბურჯანაძე: „სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებების მოწმე და მსხვერპლია არამარტო საქართველოს მოსახლეობა, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაც“
30 ივლისი, 2014 წ.
2014 წლის 30 ივლისს ნინო ბურჯანაძემ, პროკურატურის მიერ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებების მოწმე და მსხვერპლი არის არამარტო საქართველოს მოსახლეობა, არამედ ამის მოწმეა საერთაშორისო თანამეგობრობაც. თუნდაც ტალიავინის დასკვნა არის საკმარისი იმისათვის, რომ სააკაშვილის ბრალეულობაზე ვისაუბროთ, თუნდაც იგივე „იმედთან“ დაკავშირებით ძალიან ბევრი ინფორმაცია არის უცხოეთში გავრცელებული, რომელიც სააკაშვილის ბრალეულობას ადასტურებს.

რაც შეეხება ადვოკატის, ოთო კახიძის განცხადებებს მესმის მათი, ვინაიდან არანაირი საშულაება არ აქვთ იმისათვის, რომ სამართლებრივად იმართლონ თავი, ამიტომ მათი ამიოცანაა ეს საქმე გადაიყვანონ პოლიტიკურ ჭრილში.

ვურჩევ სააკაშვილს, პოლიტიკური განცხადებების კეთებისაგან მისმა ადვოკატმა თავი შეიკავოს და სამართლებრივი არგუმენტები იპოვოს.

რაც შეეხება იმ საკითხს, თუ როდის იქნა სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრული, იმედი მაქვს ამაზე პროკურატურა გასცემს პასუხს. ჩემი ინფორმაციით, საქმე აღძრულია 2012 წლის ოქტომბერში და სწორედ ამ დროიდან მიმდინარეობდა გამოძიება და ჩემს გარდა ძალიან ბევრი ადამიანია ვისაც ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენება აქვს მიცემული. ასე რომ მათი განცხადებები არის დემაგოგია და სხვა არაფერი.

ერთი რაც შემიძლია გითხრათ, ნამდვილად ვადანაშაულებ ამ ხელისუფლებას იმაში, რომ წელიწადი და რვა თვის განმავლობაში არ გააკეთა არაფერი იმისათვის, რომ სააკაშვილისთვის წაეყენებინა ბრალი მანამ სანამ იგი აქ „ბრძანდებოდა“. ეს არის ამ ხელისუფლების უუნარობის ბრალი, მაგრამ იმედი მინდა ვიქონიო ახლა მაინც გამოსწორდება ვითარება პროკურატურის მოქმედების შედეგად, თუმცა ამას სჭირდება განმოძიება არა მხოლოდ 7 ნოემბრის, არამედ 26 მაისის და აგვისტოს ომის მოვლენებისა.

მე საქმეს არ გავცნობივარ, თუმცა რამდენადაც მაქვს ინფორმაცია საქმე არის 80 ტომიანი და ნამდვილად არ მგონია რომ მე ვიყო ერთადერთი და მთავარი მოწმე, როგორც ამას ადვოკატი ამბობს. რაც შეეხება სამართლებრივ პროცედურას, შეიძლება საქმე იქნას აღძრული და შეიძლება მოწმეები დამატებით იქნას დაკითხული. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა და ამაზე იურისტები არც დავობენ“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

http://www.democrats.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31