ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ნინო ბურჯანაძე: „სააკაშვილს ბრალი უნდა წარედგინოს 26 მაისთან და 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებითაც”
ნინო ბურჯანაძე: „სააკაშვილს ბრალი უნდა წარედგინოს 26 მაისთან და 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებითაც”
30 ივლისი, 2014 წ.
2014 წლის 30 ივლისს ნინო ბურჯანაძემ, პროკურატურის მიერ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

“ყველა ნამდვილად არ მახსოვს, ვინც ესწრებოდა შეხვედრას მთავრობის კანცელარიაში სადაც საუბარი მიმდინარეობდა იმედთან დაკავშირებით, თუმცა რაც მახსოვს იყვნენ მერაბიშვილი, ბოკერია, ლომაია, უგულავა, მაია ნადირაძე, ნიკა რურუა.

ჯარის გამოყვანა და გამოყენება, რა თქმა უნდა, უკანონო იყო. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, არც მაშინ და არც ახლა. სწორედ ამიტომ იყო, პარლამენტს არც უმსჯელია ჯარის გამოყვანაზე.

რაც შეეხება წინააღმდეგობებს, არანაირი წინააღმდეგობა ჩემს ჩვენებაში არ არის და არც იქნება. მე საკმაო პასუხისმგებლობით ვუდგები ჩემს მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მით უფრო ჩვენებას, რომელსაც ვაძლევ სამართალდამცავ ორგანოებს.

ის, რომ სახელწმიფოში ხდება ასეთი ძლიერი შეტაკება ხელისუფლებასა და ხალხს შორის, ეს სახელმწიფოს უქმნის საფრთხეს, ის რომ ქვეყანაში იყო კრიზისული ვითარება ამას დღესაც ვადასტურებ, იმას რომ სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ აბსოლუტურად სულელური, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო ესეც ფაქტია.

მე დარწმუნებული ვარ სააკაშვილს ბრალი უნდა დაუმძიმდეს 26 მაისის საქმეზეც, იმიტომ რომ 26 მაისი არის გაცილებით მძიმე მოვლენათა განვითარებისა და შედეგების თვალსაზრისით, ვიდრე 7 ნოემბერი და ამავდროულად სააკაშვილს ბრალი უნდა წარედგინოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებითაც.”

http://www.democrats.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31