ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას ითხოვს
შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას ითხოვს
30 ივლისი, 2014 წ.
შალვა ნათელაშვილი, 7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას მოითხოვს. მისი თქმით, 7 ნოემბრის დარბევას ორი ორგანიზატორი ყავს: ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მილირდელი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომლებმაც ერთად შექმნეს რესპრესიულ-დანაშაულებრივი სისტემა.

,,ნახევრადსიმართლე არ არსებობს. ჭეშმარიტება კი არის ის, რომ 2007 წლის ნოემბრის ტრაგედიას, ექსპრეზიდენტთან ერთად, ყავს მეორე ორგანიზატორი მილიარდელი ივანიშვილის სახით, რომელმაც დააფინანსა, აღჭურვა და ორგანიზება გაუკეთა სპეციალურ რაზმებს 7 ნოემბერს. უფრო მეტიც, დარბევის შემდეგ გასცა პრემიები ,,ქართუ” ბანკიდან ფულისა და ბინების სახით, ხოლო ნოემბრის შემდეგ ასეულობით მილიონი დოლარი დახარჯა რათა მიხეილ სააკაშვილი მეორედ გაეპრეზიდენტებინა.
კატეგორიულად მოვითხოვთ გამოძიებისგან, დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი, როგორც დარბევის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ხოლო ,,ქართუ’’ ბანკიდან ამოღებული იქნას ამ პერიოდში გაცემული თანხების შესახებ ყველანაირი დოკუმენტაცია. Mმხოლოდ ამის შემდეგშეიზლება ვთქვათ, რომ დამნაშავეები მხილებულები და დასჯილნი არიან.”_ განაცხადა ბრიფინგზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა.
შალვა ნათელაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ივანიშვილი მორიგი ფანდია. ,,ივანიშვილმა ყველა დაპირება ჩააგდო და ქეყანა გადაუშვა უარეს სიღატაკის, სიბნელის და გარყვნილების სტადიაში. ამიტომ ის ცდილობს, ცნობილი რომაული პრინციპით, სანახაობა არ მოაკლოს ხალხს, მაგრამ პურის მიცემა ავიწყდება. თან, ამით უნდა ათქვას რა ვქნა, მიხეილ სააკაშვილი მივეცი პასუხისგებაში, მაგრამ გაქცეულია, არ ჩამოდის და ვერ დავიჭირე, პასუხი ვერ ვაგებინეო. ეს არის მორიგი ეშმაკობა მილიარდელი ოლიგარქის მხრიდან. ,,ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიხეილ სააკშვილი აქ კიდევ ერთი წელი იყო და მაშინ შეეძლო მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა; პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას შეეძლო დაეწყო მისი იმპიჩმენტის პროცედურები, მაგრამ ამის ნაცვლად, მას ყველაფერი ჩამოაწერა, საზღვარგარეთ გაუშვა და ახლა შორიდან უქნევს თითს. ძალიან კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილს ვერ დაიჭერს, მას არ დააპატიმრებს არცერთი უცხო სახელმწიფოს სამრთლებრივი სტრუქტურა, ვერანაირი ინტერპოლი. ეს ყველაფერი უნდა იმიჯისთვის, რომ პრეზიდენტს პასუხი მოსთხოვა და საქმე აღძრა. ეს არის ჩვენი ხალხის მორიგი გადაგდება რომელიც არაერთხელ გადააგდო.”_ აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31