ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
კორუფციული გარიგება ''ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერებსა და ნინო ბურჯანაძეს შორის
კორუფციული გარიგება ''ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერებსა და ნინო ბურჯანაძეს შორის
25 ივლისი, 2014 წ.
საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპოსტმა“ მიიღო წერილი, რომელიც რომელიც სააგენტოს უცნობმა პირმა გამოუგზავნა. წერილში საუბარია კორუფციულ გარიგებაზე, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების წინ შედგა ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერებსა და ნინო ბურჯანაძეს შორის.

"სამოქალაქო პრესა" აღნიშნულ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

,,ბურჯანაძე ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარედ აირჩიეს.

2014 წლის 6 ივნისს საიდუმლო ვითარებაში, ისე რომ არცერთი ჟურნალისტისთვის არ უცნობებიათ გაიმართა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ყრილობა, რომელზეც გიორგი თარგამაძესთან ერთად გადადგომის შესახებ განაცხადა პარტიის მთელმა ხელმძღვანელობამ: ლევან ვეფხვაძემ, მაგდა ანიკაშვილმა და ნიკა ლალიაშვილმა.

ყრილობას არ ესწრებოდნენ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მათ ნაცვლად დარბაზში ნინო ბურჯანაძის პარტიის ე.წ. "დემოკრატიული მოძრაობის" რამოდენიმე ათეული აქტივისტი იყო წარმოდგენილი.

ყრილობამ არც მეტი და არც ნაკლები პარტიის თავმჯდომარედ გიორგი თარგმაძის ნაცვლად ნინო ბურჯანაძე აირჩია, რომელმაც დატოვა საკუთარი პარტია ("დემოკრატიულ მოძრაობას" ამჟამად ვახტანგ ყოლბაია ხელმძღვანელობს. ქდმ-ს გენერალურ მდივნად არჩეულ იქნა ზაზა ვეკუა.

დღემდე ნინო ბურჯანაძე და მისი გუნდი საგულდაგულოდ მალავს გაქრისტიან-დემოკრატებას, და განცხადებებს კვლავინდებურად "დემოკრატიული მოძრაობის" სახელით აკეთებს, თუმცა ქრისტიან-დემოკრატების ვებ-გვერდი: www.cdm.ge გათიშულია და იგი ავტომატურად მისამართდება "დემოკრატიული მოძრაობის" მისამართზე: www.democrats.ge

საარჩევნო კამპანიის დროს ბურჯანაძემ სრულად ისარგებლა ქდმ-ს კუთვნილი საბიუჯეტო რესურსებით: 2-2 წარმომადგენელ თითოეულ საარჩევნო უბანზე (სულ - 700 000 ლარი) და უფასო სარეკლამო დროით (დაახლოებით 13 მლნ ლარი). რაღა თქმა უნდა გიორგი თარგამაძეს და ლევან ვეფხვაძეს ეს "საჩუქარი" ნინო ბურჯანაძისთვის უანგაროდ არ გაუკეთებიათ: ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში მოარული ხმების მიხედვით თარგამაძემ, ვეფხვაძემ და კომპანიამ საკუთარი პარტიის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნინო ბურჯანაძისგან სოლიდური ჰონორარები მიიღეს.

აღსანიშნავია ისიც რომ ამ გარიგებას ყოველნაირად შეუწყო ხელი ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ: ჯერ იყო და ამომრჩეველს დაუმალა რომ არჩევნებში არანაირი საარჩევნო ბლოკი "ერთიანი ოპოზიცია" არ მონაწილეობდა და სინამდვილეში არჩევნებში N 3 - წარმოადგენდა ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას. ამის შემდეგ კი N 3 სუბიექტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები დაარეგისტრირა ნინო ბურჯანაძის ხელმოწერით, რომელიც ამ დროისათვის არ წარმოადგენდა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარეს.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის დამფუძნებელი წევრები და ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომელთაც სულ ახლახანს შეიტყვეს ამ კორუფციული გარიგების შესახებ დავის სასამართლოში გაგრძელებას აპირებენ“, - ნათქვამია წერილში.

წერილს თან ახლავს ქდმ-ს 6 ივნისის ყრილობის ოქმი და კანდიდატების რეგისტრაციის ფორმა.

http://cp.ge/
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31